ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინლაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა.

"ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.

საქართველომ დაწერა ისტორია. გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.

მადლობა, ეროვნული ნაკრები, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.

გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს ქინქლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

სოსო
აბურჯა,ბურთის ფლობა,25% გვქონდა.რა თქმა უნდა ცოტაა,მაგრამ გოლის გატანა შევძელით.აი იტალიამ,ალბანეთმა და ხორვატიამ კი,გოლის გატანა ვერ შეძლეს.სხვათა შორის,ხორვატებს,ბურთის ფლობა,53% ჰქონიათ,მაგრამ მშვენივრად წააგეს 0-3.უკანასკნელად,თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებმა ითამაშა პრესინგი,პოლონეთთან საშიანო მატჩში.ეს ქეცბაიას უკანასკნელი მატჩი იყო,ნაკრების მწვრთნელის პოსტზე და მასაც აგინებდნენ,დაცვითი ფეხბურთის გამო.ქეცბამაც,თქვენი თვალით ნახეთ,შემტევი თამაშით რა გამოვაო და პირველ ტაიმში,პოლონელები შევჭამეთ.ჩვენ ნახევარზე არ გადმოსულან,ჩვენ კი,9 დარტყმა გვქონდა კარისკენ და არც ერთი კარში!დაიწყო მეორე ტაიმი და არაქათ გაცლილმა ქართველებმა,4 გოლი გავუშვით.0-4!ორი კვირის შემდეგ,უკვე კახა ცხადაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა სცადა აქტიური ფეხბურთი ეთამაშა და ისევ 0-4!ორივეჯერ ლევანდოვსკიმ გააკეთა ჰეთთრიკი.იმ ნაკრებს მეტი არ შეეძლო სირბილი და ქეცბა იმას ათამაშებდა,რითაც საუკეთესო შედეგს მიაღწევდა.დღევანდელი ნაკრებიც იმას თამაშობს,რითაც საუკეთესო შედეგს მიაღწევს და რასაც მიაღწია,ეს იყო მაქსიმუმი.კიტე რომ არ დამტვრეულიყო,ასეთი შედეგი ნამდვილად არ გვექნებოდა,მაგრამ რაცაა,ესაა.ისე,ჩვენ გარდა,ესპანელებს,გოლი ვერავინ გაუტანა.ესპანელებმა ჩვენთან 114 კმ გაირბინეს,ჩვენ 110 კმ.ერთი წლის წინ,110 კილომეტრი,ჩვენთვის ოცნებაშიც კი წარმოუდგენელი იყო.თანაც ეს ზედიზედ მესამე თამაში იყო,სამდღიანი შუალედებით და ამას ძალიან მაგარი ფიზიკური მომზადება სჭირდება,რაც ადრე,ჩვენთვის მოუღწეველი იყო.ნაკრები იზრდება და ამის არ დანახვა,ან იგნორირება,უსამართლობაა,ბიჭების მიმართ.ბიჭებს,საკუთარი თავის იმედი, ნაკრების ღირსების გრძნობაც გაუჩნდათ და ამასაც მოფრთხილება უნდა.მეფის ღირსებას,მისი ამალა ქმნის.ამალის გარეშე,მეფეც ჩვეულებრივი მგზავრია,რომელიც შესაძლოა ღამის გასათევადაც არ შეუშვან სახლში,ემანდ არ გაგვქურდოსო.მივცეთ ღირსება ნაკრებს და ისინიც ღირსეულად დაიცავენ, ქვეყნის სახელს.
ემიგრანტი
არგინდათ პროფესორობა გესმით ფეხბურთი წადით იქ გააკეთეთ რამე ბევრია სამუშაო და ბევრი რამეა გამოსასწორებელი მაგრამ 8 ფინალში გავედით ყველა თამაში ხალხის გახარებქ იყო ეს უნდა გავაგრძელოთ ვიაროთ გასვლოთ თამაშებზე წეპიწადში ისედაც ცოტა თამაშს თა.აშობენ გადავფაროთ როგორც ევროპაზე წარმქტებები ბიჭებს მადლობა ბედნიერებისთვის❤️❤️❤️
Alexandre
sheni rekomendirebuli fexburti vetamashet espanets bolos tbilisshi da shedegi shegaxseno?!
სოსო
როდესაც ცნობილი მხტომელი,რომელიც 8,50 სისტემატურად ხტება და სადღაც 8,40 გადახტება,ეს არავის უკვირს,მაგრამ თუ შენ,რომელსაც არასოდეს გქონია 7 მეტრზე უკეთესი შედეგი, იქ 8 მეტრზე გადახტები,შენი გაუკვირდებათ და შეგაქებენ.ყველაფერი ფარდობითია და აინშტაინმა დიდი ხანია,რაც ეს დაამტკიცა.საქართველო იმ სიმაღლეზე ახტა,რომელსაც არავინ ელოდა და ისეთი თამაში აჩვენა,როგორსაც არავინ ელოდა.ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია და ესმის,მათ დააფასეს,რადგან იციან,რამხელა თავგანწირვას და შრომას მოითხოვს,საკუთარ თავზე მაღლა ახტომა.ვისაც არაფერი გაუკეთებია ღირებული,მათთვის კი,ეს გაუგებარია.სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ბევრია,ასეთი.
იასონას უდარი
ყრუ დაცვა ფეხბურთი არ არის,თუმცა მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და შრომისთვის. მე არ მომწონს ყრუ დაცვაში დგომა და მსგავსი სტილი,იტალიელები აღარ თამაშობენ ასე და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ვცადოთ მაინც.თან ესპანელები დახელოვნებულები არიან ყრუ დაცვასთან თამაშზე,99% ეგრე ეთამაშება და იციან როგორ მოუგონ. დააკვირდით,ესპანელები მეტოქეს თავისივე საჯარიმოსთან ახრჩობენ და სასწაულ პრესინგს თამაშობენ. თუ გრძელი პასის კულტურა არ გაქვს გუნდში,ამ პრსინგს თავს ვერ დააღწევ. თუმცა თუ იგივე იარაღით დაუპირისპირდები ანუ თუ პრესინგს მოუწყობ საჯარიმოსთან,თქვენი აზრით,ვერ დავაშვებინებთ შეცდომას? ამ სტილის მოთამაშე არის გვარდიოლა,ხოდა გავიხსენოთ,რომელ მწვრთნელს აქვს მასთან დადებითი ბალანსი,გეგენპრესინგით მოთამაშე კლოპს. ანუ კლოპმა იცის რო თუ დაცვაში ჩაუჯდები გვარდიოლას,უეჭველი წაგებული გაქვს და შანსი თუ გინდა გქონდეს,უნდა დაპრესო საყრდენი ზონა და დაცვა. ასე აღწევდა წარმატებას,ასე უგებდა დორტმუნდიათაც და ლივერპულითაც. გასაგებია რო ამას სხვა მომზადება სჭირდება,მარა თუ არ სცადე დაწყება,ყრუ დაცვა და მაზოხიზმი გვიშველის? უპრიანი იქნებოდა ამ თამაშში,როდრის პოზიციაზე გვქონოდა პრესი და კუკურელიაზე,მარა ვერ ამოვდიოდით სამაგისოდ. კაკაბაც კუკურელიას გაექცა და ის ზონა ჩავარდა. გერმანია მოუგებს ამ ესპანეთს,ზუსტად იგივე რაღაცით რაც დავწერე ზემოთ. ნაგელსმანი გერმანული სკოლაა და მათ იციან პრესინგის თამაში,ამ კაცმა დაცვაც იცის. ჩვენ კი,უნდა დავიწყოთ შემტევი ფეხბურთით თამაში,ოდესმე ხო უნდა ვქნათ ეს? აგერ სლოვაკებს ვინ ყავთ ისეთი,შვანცკები და სტრელცები,ხოდა ზემოთ აწეულები არიან და პრესინგს თამაშობენ. ისე კი,მადლობა ამ ბიჭებს,რაც არის ეს არის,მეტი რესურსი ამჟამად არ არის. უცებ ვერ გახდები გეგენპრესინგის მოთამაშე გუნდი,ვარჯიში უნდა მაგას და ეგრე აღზრდა ახალგაზრდების.
aburjga
ზურა, მე 1964 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს, დიდი ყურადღებით ვუყურებ. ჩვენი მესხის და ბარქაიას გარდა მახსოვს ბობი ჩარლტონის, ეისებიოს, პელესაც ...) თამაშები. ერთი გაგვარკვიე რა მოგეწონა და მე და ამ პატიოსან კაცს რა არ გვესმის?! წაგება დიდი ანგარიშით, ბურთის ფლობა 10-12%, რა არის მოსაწონი და საამაყო? ნაკრებმა ბურთი 30 წამიც ვერ აკონტროლა! შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებ, გვითხარი უბრალოდ, გაგვარკვიე!
ჯონდოს
შეეშვი მეგობარო მაგ ხალხს. მაგათ მხოლოდ ერთი სახელი აქვთ რომელსაც აქ ვერ დავწერ ცენზურის გამო. დიდება საქართველოს.
კატ
იმდენად ძლიერი მეტოქე იყო რომ ჩვენები უძლურები იყვნენ და მაინც მოახერხეს ის რომ გაუმკლავდნენ მათ უძლიერეს შემოტევებს
ჯონდო-ს
ნაღდი ჯონდო გქვია?
უნიკალურიო?
და რა ვითამაშეთ ასეთი უნიკალური ფეხბურთი? ეტყობა მე სხვა ჩემპიონატს ვუყურებდი....)))) ბურთის ფლობა 10%-90%. აი ეს კი ნამდვილად უნიკალური გვქონდა. ამასაც მოხერხება უნდა.)))))
ჯონდო
აქ და სხვაგანაც ვინც ამ გუნდს აგინებთ ცხოვრებაში რა ჩემი ფეხები გაქვთ გაკეთებული? სამი ადამიანი მაინც გაგიხარებიათ თქვენი საქმიანობით? მოკეტეთ რა ამოხვედით ყელში.
გიორგი
8-9 გოლი უნდა გაგვეტანა მაგის თქმა ჩეხებსაც შეეძლოთ და თურქებსაც, მაგრამ გაგვიტანეს? ესპანეთმა შესძლო 4-ის გატანა, ისიც ერთი-ორის მსაჯის დახმარებითაც, იმიტომ რომ ესპანეთია. ჩვენი თამაშია ეგეთი, რო შეეძლოთ, მაგრამ ვერ გაიტანეს, და სწორედ მაგაზე ლაპარაკობს ქინქლაძე, თუ წაიკითხე სტატია საერთოდ.
გია
რას უძახიან კარგ ფეხბურთს, 4:1-ს?
ნამეტანსაც ნუ გავაბუქებთ
მსოფლიოს ყურადღება შეიძლება მართლაც მივიქციეთ კარგი გულშემატკივრობით. მაგრამ თამაში ნამდვილად კატასტროფა იყო და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართალი თქვა ესპანელთა მწვრთნელმა, კიდევ 8-9 გოლის გატანა შეგვეძლოო. რადიკალური ზომებია მისაღები ახალ შესარჩევამდე და ეს დღესვე უნდა დავიწყოთ. ფაქტიურად ნახევარი გუნდი არ გვყავს. ახალი, გამოცდილი მწვრთნელი, თუნდაც კალცონას დონის და ახალი სისხლი ნაკრებში. თუ არა და შანსი არა გვაქვს არც ჩეხებთან, არც უკრაინასთან და თქვენ წარმოიდგინეთ არც ალბანეთთან!
ზურა
როცა ფეხბურთი არ გესმის :)))
ვენეციის კომისია
აი ეგრე რაა, კაი ხალხს სთხოვეთ ხოლმე აზრის გამოთქმა, ქინქის, შოთას, ქეცბაიას, გუცაევს, მიხიჩას და ა.შ; რად გვინდა ეს კავაზაშვილები, პავლიაშვილები, ჯანაშიები და ეგეთი უეროვნებო სასტავი..
პატრიოტი
შენნაირი ფეხბურთელი გვინდოდა ნახევარდაცვაში, აბა რას ჰგავდა ჩვენი თამაშიმ ასე ცუდად, ჩამჯდარი არავინ თამაშობს, რა არის საამაყო? საამაყო მხოლოდ მეკარე გვყავს
სალომე
ჰოო ისეთი მაგრები ვართ 4-1 ზე მეტი ანგარიშით არ წავაგებთ მეტოქესთანო, მართლაც მშვენიერი პროგრესია, 7-1 იდან 4-1 მდე, მეტი რა გვინდა, შეიძლება 3-1 მდეც მივიდეთ : ))
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
ბატრაკოვის შემდეგ პსჟ კიდევ ერთი რუსი ფეხბურთელითაა დაინტერესებული
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ხვიჩა ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის! - "ახლა ან აღარასოდეს"
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება