"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი გუნდის მშენებლობა დაიწყო და პირველ ტრანსფერებსაც ჩარხავს.

როგორც იცით, მან გუნდის სპორტულ დირექტორსა და პრეზიდენტს დაავალა, რომ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია არაფრის დიდებით არ გაყიდონ, პარარელურად კი ახალ ფეხბურთელებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

გადაწყვეტილია, რომ "პარტენოპეის" მაისურს მოირგებს "რეალის" საკუთრებაში მყოფი 22 წლის მცველი რაფა მარინი, რომელმაც გასული სეზონი "ალავესში" გაატარა.

მას უახლოეს დღეებში ელოდებიან იტალიაში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სავარაუდოდ, "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლაც, რომელსაც "რომასთან" კონტრაქტი ამოეწურა და გუშინ "ჯალოროსი" ოფიციალურად დატოვა.

ის ანტონიო კონტეს მოთხოვნილი ფეხბურთელების სიაშია, "პარტენოპეის" წარმომადგენლები მის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და წესით, შეთანხმება მალე უნდა შედგეს.

"ნაპოლი" ასევე ფავორიტია საბა საზონოვის თანაგუნდელის, გასული სეზონის სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ალესანდრო ბონჯორნოს დამატებასთანაც.

კვარაცხელიას გუნდმა "ტორინოს" 35 მილიონი ევრო შესთავაზა, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და "სკუადრა აძურას" უკანახაზელის "მარადონაზე" ხილვის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ინფორმაციისთვის, კონტეს სიაში ერთ-ერთი ფავორიტი რომელუ ლუკაკუა, რომლის ბელგიის ნაკრებიც გუშინ გავარდა ევროპის ჩემპიონატიდან და ახლა მოლაპარაკებები "ჩელსისთან" მის ტრანსფერზეც დაიწყება.

შეხსენებისთვის, "პარტენოპეი" ექვსმა ფეხბურთელმა ოფიციალურად დატოვა და მომავალ სეზონში ანტონიო კონტეს განკარგულებაში პიოტრ ზელინსკი, ჰამედ ტრაორე, დიეგო დემე, ლეანდერ დენდოკერი და მეკარებიი პიერლუიჯი გოლინი და ჰუბერტ იდასიაკი არ იქნებიან.

სოსო
სანამ დე ლაურენტისისაა,ნაპოლი ვერ გაჩემპიონდება!
რიო
ეგაა გაძლიერება ? და საჩემპიონო ამბიცია ? ვიღაცას აბოლებენ.
sss
რას ერჩით ბარგის სათრევად ივარგებს
WTF
რა ლუკაკუ რის ლუკაკუ, შენელებული და მოუქნელი მძიმეწონიანი ფორვარდი.
giorgi
კონტეს ოცნებები სულხან-საბას „ღარიბი და ქილა ერბოს“ იგავ-არაკს ჰგავს... ლაურა გაუტეხავს ამ ქილას
დავითი
თუ ბონჯორნო მოშორდება ტორინოს,ლოგიკურად საზონოვს მეტი შანსი უნდა მიეცეს,ვნახოთ!
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
მორიგი განგაში - "ნაპოლი" ანგისას გარეშეც დარჩა?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ოფიციალურად: სპინაცოლა "ნაპოლის" ფეხბურთელია
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
კონტე დაცვას კიდევ უფრო აძლიერებს - კვერნაძის თანაგუნდელი კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლასთანაა ახლოს
კვარაცხელიას "ნაპოლიში" დარჩენის შემთხვევაში, ფლანგზე ახალი მეწყვილე ეყოლება - კონტე მარიო რუის უშვებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ახლა რაღაც პროვოკაციულს ვიტყვი"- იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "ნაპოლის" ფეხბურთელზე ისაუბრა
"ახლა რაც ჩემს თავსა და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა" - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შემდეგ
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ყველაფერი შეთანხმდა - სპინაცოლა კვარაცხელიას თანაგუნდელი იქნება
"ეს მხოლოდ დროის ამბავია" - "ნაპოლის" ახალწვეულმა ქართველზე ისაუბრა
ოფიციალურად: ბონჯორნო "ნაპოლის" ფეხბურთელია
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა
"ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია" - ლუჩანო "ნაპოლის" კაპიტანს ართმევს?
"მასთან ერთად თამაში ამ მიზეზის გამო ძალიან მარტივია" - სპინაცოლამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა" - კასანომ "პარტენოპეის" ფეხბურთელზე ისაუბრა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"ნაპოლი" ცენტრალური მცველის გარეშე დარჩა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ამას მხოლოდ კონტე თუ მოახერხებდა" - "ნაპოლის" კაპიტანი სკუდეტოს მოგების შემდეგ
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს