ეროვნული ლიგის ბინადარმა "თელავმა" გვაუწყა, რომ გუნდი კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" კიდევ 6 ფეხბურთელს დაემშვიდობა - გიორგი ხაბულიანმა (იჯარა დაუსრულდა და ესპანურ "ლევანტეში" დაბრუნდა), თორნიკე ახვლედიანმა, არტურ კარტაშიანმა, ენრიკო შუბერტმა, ფილიპ ლესნიაკმა და ჯინო პერუციმ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს.

კლუბი მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის, თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებას უსურვებს, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "თელავი" 5-მა ფეხბურთელმა: სტეფან ბუკორაცმა, რუბენ ოლივეირამ, მაქსიმ მაიროვიჩმა, რუსტამ ხალნაზაროვმა და მუხრან ბაგრატიონმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უკვე დატოვა.

სოსოს
დაგხვრიტავენ სვანები
სოსო
ხაბულიანი,ახვლედიანი და კარტაშიანი სომხები არიან თუ სვანები?
სოსო
სოსოს-ს.რაც მაწუხებს,იმაზე ვწერ და ალბათ ისინი წაიკითხავენ,ვისაც აწუხებს.გასართობად ნამდვილად არ ვწერ.ვინმემ თუ არ ამოიღო ხმა,ყველაფერი უძრავად დარჩება.როცა ვიღაცა ყვირის,გინდა თუ არა,ვიღაცა იგებს და თუნდაც მცირე,მაგრამ რეაგირება შეიძლება მოახდინოს.მკვდარი წერტილიდან,ასე იძვრება ხოლმე,საქმე.ჯერ ერთი ამბობს.მერე ვიღაცა აჰყვება,მერე კიდევ ვიღაცა და ბოლოს,თვალების დახუჭვა აღარ გამოდის.
სოსოს-ს
ღმერთმა შეძლება მოგცეს.ბარაქალა შენ შესაძლებლობებს.ძმის გულო მეტი საქმე არა გაქ? ამოდენას რო წერ ან დრო არ გენანება,ან ნერვები ან დავიჯერო არ ფიქრობ ვინმე თუ წაიკითხავს?ორი დღე ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო რო შენი კომენტარი წაიკითხო
სოსო
ქართულ გუნდებში მოდიან ფეხბურთელები და სანამ გულშემატკივარი მათ გვარებს ისწავლის,უკვე მიდიან!ვის რაში სჭირდება ნახევარწლიანი გუნდი?რომ უგულშემატკივრო,შენი ქალაქის,შენი ნაწილი უნდა გახდნენ ფეხბურთელები.დაწერენ თელაველი ფეხბურთელებიო,მაგრამ ნახევარ წელიწადში ვერც თელაველი გახდები და გუნდის სრულფასოვანი წევრი.ვერც გუნდი შეიკვრება და ვერც მისი გულშემატკივრების წრე.თან ყველა დიდი სიხარულით და გეგმებით მოდის,ბოლოს კი,ურთიერთ შეთანხმებით მიდის.ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"როგორც მთავრდება ისეა აქაც:არც მისი მოსვლით შეჰმატებია რამე ამ ქვეყანას და არც მისი წასვლით დაჰკლებია რამე!მაშ რად გვინდა ისეთი გუნდი,რომელიც არაფერს გვაძლევს?კახელი ვარ და თელავისა მტკივა სხვაზე მეტად,მაგრამ თითქმის ყველა გუნდი რომ დახლოებით ასევე არსებობს საქართველოს ჩემპიონატში,ესეც ხომ ფაქტია? რომ ჰყიდიდნენ ამ ფეხბურთელებს,კიდევ გაიგებდა კაცი,მაგრამ ურთიერთ შეთანხმებით უშვებენ,თან მადლობას უხდიან და გინდა თუ არა,აზრი გიჩნდება,რომ იატაკქვეშა ბუღალტერიაც უნდა არსებობდეს.ფეხბურთელები გუნდიდან გუნდში გადადიან და თავისუფალი აგენტის აყვანაზე,გამოსასყიდის გადახდა საჭირო არ არის. რეალურად იყიდებიან ფეხბურთელები და გამოსასყიდიდან სახელმწიფომ რომ არ აიღოს საშემოსავლო,ამის გამო მალავენ ტრანსფერებს?-არ ვიცი!რაც არ ვიცი,არ ვიცი,მაგრამ უკვე ზღვარს გადასული გახდა ფეხბურთელების ურთიერთ შეთანხმებით გაშვების პრაქტიკა და ეს ქართულ ფეხბურთს,მხოლოდ ვნებს.კლუბებში გეგმაზომიერი მუშაობაა აუცილებელი და სადაც ასეთი რამე არ ხდება,ფეხბურთის ფედერაციამ,ფინასური ბერკეტები უნდა შექმნას,რომ კლუბებს შემადგენლობების სტაბილიზაცია და მწვრთნელებისათვისაც გეგმაზომიერი მუშაობისათვის აუცილებელი დროის მიცემა აიძულოს.მაშინ მწვრთნელების მოყვანისთვისაც უფრო სერიოზულად დაფიქრდებიან და ახალი ფეხბურთელების აყვანის დროსაც.
jordan beli
master მიწაწყალო რაღაცას მაიფიოზობენ თელავში,დავიჯერო?
Master
რამდენი წელია ეს გუნდი უმაღლეს ლიგაშია და რა უნდათ, რისთვის იბრძვიან თვითონაც არ იციან. 6 თვეში ერთხელ ახალი გუნდი, დაუსრულებლად, არც ვარდებიან. რა გინდათ თელაველები?
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...