Sky-ს სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, დღეს მილანში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი "ნაპოლის" სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდა.

"ტუტოსპორტი" იტყობინება, რომ კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, წლიურ გასამრჯელოს 5.5 მილიონ ევრომდე მოუმატებენ და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი - 130 მილიონი.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩას ტრანსფერში პსჟ-ის მიერ შეთავაზებული 110 მილიონი "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან მწვრთნელი ანტონიო კონტე ქართველს გუნდის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს.

ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ "კვარა" გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

სერია A 17 აგვისტოს აიღებს სტარტს - პირველ ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.

ძველი ფანი
რა ენაზე მიდიოდა მოლაპარაკებები, ძალიან საინტერესოა.
ავთო
ნაპოლიმ ოსიმენი თუ ვერ გაყიდა იქით დაუწყებს ლაურენტისი პესეჟეს ხვეწნას ახალი კონტრაქტი ძველზე უარესია ვინც არითმეტიკა იცის
ზოლა
შე მართლა “ჟორა” რააა…
ხვიჩა
ისე წერთ თითქოს ყველაფერი ხვიჩას სურვილზეა დამოკიდებული. არ დათანხმდება ახალ კონტრაქტს და კიდე სამი წელი იჯდებოდა 1 მილიონიან ხელფასზე და ვერსადაც ვერ წავიდოდა იმიტომ რომ ძველი კონტრაქტი მოქმედებაშია. ახლა კი 5,5 (ბონუსებიანად 7) მილიონს აიღებს წელიწადში.

ახლა თუ ნაპოლიში დარჩა და გამოსასყიდ 130 მლნს მოაწერა ხელი, დასრულებულია ხვიჩას კარიერა. მაგ თანხას ახლა არ იხდის პსჟ როცა მბაპეს წასვლით განთავისუფლდა დრიბლიორის ადგილი, ნაპოლიში პირველ სეზონზე მაგარს კვარა ვერ ითამაშებს - გუნდი ხელს უნდა გიწყობდეს და გამოდის რომ შეაბერდება დე ლაურენტისს. პ.ს. თუ მუდმივი ზრდა არ განაგრძო ფეხბურთელმა და თავისი სათამაშო არეალის გაფართოება, დარჩება სტატისტიკურ კარგ ფეხბურთელად, რომლებიც უამრავია თანამედროვე ფეხბურთში, ხოლო ლიდერები და გამორჩეულები, რომელთა არყოფნაც თამაშს ეტყობა, ძალიან ცოტაა. იმედია კვარა არ შეუერთდება დემბელე, ანტონი, სტერლინგის და ა.შ. არმიას.
ჟორა
ხედავთ რამხელა შეღავათი გაუჩალიჩა კვარას აგენტმა? თურმე ის ნაპოლიში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. აგენტიც ასეთი უნდა.
nk
არცაა საჭირო 8 და 10 მილიონის გადახდა. თქვენ რას ნერვიულობთ ნეტა ვიცოდე კვარა 5ს აიღებს თუ 7 მილიონს, პროცენტები არ გხვდებოდეთ რა : ) ჯობს ქონდეს კარგი ხელფასი და იყოს ლიდერი, ვიდრე უხდიდნენ ნაპოლისთვის ასტრონომიულ თანხას (ოსიმენი გამონაკლისია, რადგან გასაყიდად გამზადებული ბუკეტია ახალ კონტრაქტზე ხელმოწერის მომენტიდან) და მერე ითხოვდნენ არაამქვეყნიურ შედეგებს (და უეჭველი ერთი-ორად მეტს მოთხოვს ყველა, თუ მთელ გუნდზე 3ჯერ მეტი ხელფასი ექნება). ხო კიდე ერთი მინუსი ეგ იქნებოდა, არც ისაა საჭირო რო მაგის გუნდელებს შურდეთ ჩვენზე 4ჯერ მეტი ხელფასი რატომ აქვსო (ლორენცომ მგონი 3.5 მლნ-იანი კონტრაქტი დადო ცოტა ხნის წინ და კვარასთან ერთად, ერთი-ერთი ლიდერია თან უკვე მრავალი წელია). - ხელფასი 5 მლნ ნორმ გამოსასყიდი 130მლნ ტეხავს, მარა თუ გააგრძელა ზრდა არანაირი პრობლემა არ იქნება. ესეთ კონტრაქტს შევთავაზებდი რო 2028/2029 წლამდე გაგრძელება, გამოსასყიდი თანხა შემდეგი 2 წელი 130 მილიონი და ვთქვათ 2 წლის მერე რო დაიწიოს 100 მილიონამდე (რა იცი რა ხდება).
ელზა
წუწურაქი იტალიელები რატო მეტს არ უხდიან ხვიჩას თუ მთავარი ბირთვი ის არის გუნდში
Irakli
კვარა უმაღლესი დონის ვარსვლავია, ისეთი რომლებიც კონტრაქტის პირობებს თვითონ უნდა კარნახობდნენ, ამიტომ კი ბატონო დარჩეს კონტესთან კიდევ ერთი წელი, შეიძლება კარგიც იყოს, და მერე უკვე კვარას სასარგებლოდ შეიცვლება სიტუაცია. დღეს თუ 5.5 მლნზე იტყვის უარს ხვალ ბევრად მეტ ანაზღაურებას და თავისუფლებას მიიღებს. ისე 130 მლნ გამოსასყიდი ჩემის აზრით დიდად არ განსხვავდება იმისგან საერთოდ რომ არ ეწეროს თანხა.
გიორგი
თუ ეს სიმართლეა როდესაც გუნდის ლიდერს რომლის გარშემო აპირებენ გუნდის შეკვრას 5.მილიონს უხდი რანაირად უნდა მიაღწიო რაიმე მნიშვლენოვან წარმატებას არაფერს ვამბობ ჩემპიონობაზე.
nika
2029 წლამდე გაგრძელებას არაფრით არ უნდა დათანხმდეს კვარა, იგივე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს რაც წინა კონტრაქტზე, თორე გრანდებს დაემშვიდობება 3-4 წლით ან სამუდამოდ, მომავალი წლიდან თვითონ ლაურენტისი დაიწყებს კვარას გაყიდვას რადგან ვადა ისედაც ეწურება და მოგებაზეც ხომ ფიქრობს და ფიქრობს.
იასონას უდარი
ეგ არცერთ ვარიანტში არ უნდა ქნას,ლაურენტისი ისეთი ნაწყლია რო სკამზე დაალპოს ან შეიძლება გუნდიდან მოკვეთოს. 110 მილიონს თუ იხდიდან პსჟ და ხელფას 7.5 მილიონს სთავაზობდა და ვერ მოახერხა წასვლა,გამოდის რო ცუდი კონტრაქტი აქვთ აქამდე დადებული. 5.5 მილიონი კარგი ხელფასია იტალიის კვალობაზე და არც 130 მილიონია დიდი თანხმა ამ სფეროში. ბოლობოლო,სესხს აიღებს და 20 მილიონს თვითონ დაფარავს,მერე გაისტურმებს:) აგერ ნეიმარმა ნაწილი თვითონ გადაიხადა და ასე წავიდა პსჟში. ისიც უნდა ითქვას რო კვარასთვის ლიგა 1 და პსჟ არ არის კარგი ვარიანტი,იქ ვერ ითამაშებს და ამის მიზეზი არის ჩემპიონატის დონე და სიტუაცია იქ. თამაში არ ჩარდება ან ცუდ თამაშად ითვლება თამაში,თუ ერთი წითელი არ იყო. აგერ ნეიმარს დაუნგრიეს კარიერა და მესისაც მაგარი ხვდებოდა ფეხებში. მბაპეთი ნუ განსაზღვრავთ,ეგ იქ დაბადებული და გაზრდილია,მათი იმედი და ვარსკვლავია,თან იმუნიტეტიც ექნება და მიჩვეული არის. არც იტალიაში არიან ნაკლებად ხისტი მცველები,მარა იქ იცავენ მაინც ფეხბურთელებს.
Juventus
2029მდე გადაწევით არანაირი დამატებითი ხელშემშლელი მექანიზმი არ უჩნდება დე ლაურენტისს, თუ უნდა ხელისშეშლა ისედაც აქ 2027 წლამდე კონტრაქტი კვარას ნაპოლისთან და ამ პერიოდში შეუშლის... 5.5ც საკმარისი მგონია ამ ეტაპზე, სერია ა_ს სტანდარტით მაღალი ხელფასია... თუმცა კონტრაქტის ვადის გაზრდაზე და ხელფასზე უფრო მნიშვნელოვანი მგონია, კონტესთან ყოფნის საშუალება რო ეძლევა თუნდაც 1 წლით, კონტეს ხელში ფაქტიურად ყველა ფეხბურთელმა მოახერხა საკუთარიაქსიმუმის ჩვენება და პლიუს კიდე იმ მრავალმხრივი უნარების გამომჟღავნება, რაც მანამდე არ ქონდათ ნაჩვენები...
ძველი ფანი
ხვიჩა, ახალი აგენტი გჭირდება ოქრო! მათემატიკა და ინგლისური რომ იცის, აღარ არის მახაჩკალის რესტარანშიკების დრო. ვინმე პროფესიონალი აიყვანე
დათა თუთაშხია
კვარა არ ქნა ეგ. რაც არ უმდა ცვლილება იყოს, ვადის გაზრდას არ მოაწერო ხელი, თორემ ეგ წუწურაქი არასდროს გაგიშვებს მანდედან. დღეს თუ არ იხდის პსჟ 130 მილიონს, ხვალ და ზეგაც არ გადაიხდის ნორმალური კლუბი მაგდენს. ორი წელი მოხდილი გაქვს მაგ კლუბში, ერთიც მოიხადე და ეგ წუწირაქი რომ დაინახავს, რომ ვადის ცვლილებაზე ხელს არ უწერ, თვითონ დაგიწყებს გაყიდვაზე ხვეწნას.
ლომი
ცუდი პირობებია. 7მ და 80მ გამოსასყიდი. თუ მაგას დათანხმდება მაშინ ჯობია აგენტი გამოიცვალოს თორემ მაგ კლუბში ჩარჩება.
giorgi 3
2029 წლამდე? დე ლაურენტის უბრალოდ გადაწყვეტილი აქვს არასდროს არ გაუშვას კვარა.. ეს ჩვენი ფეხბურთელის ნამდვილი ტრაგედია არის
zura222
მაგ პირობებზე თუ დათანხმდება მაშინ მართლა უნდა მოიშოროს ჯუღელი კვარამ @@
აჩი
ტყვილი ჩემი შექნილი :)))) კვარა გადადი ნაპოლიდააან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
მანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა
"კვარასთან" დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება ოსიმენს..." - რა თქვა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა
"მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტს შეხვდა - El Nacional კატალონიური გრანდის ქართველთან დაკავშირებულ გეგმაზე
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს