Get French Football News-ის ცნობით, სტეფანო პიოლის "ალ იტიჰადის" მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელად საეჭვო გახდა და საუდის არაბეთის კლუბი ოთხი ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას განიხილავს.

ესენი კრისტოფ გალტიე, ლორან ბლანი, ერვე რენარი და ვილი სანიოლი არიან.

სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ადრე თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს განიხილავს.

ვილის ამჟამინდელი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა და თუ მეტი არ შესთავაზეს, არაა გამორიცხული, ჩვენი ეროვნული გუნდი დატოვოს. მას აგრეთვე ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ.

დავით 67
ვეთანხმები იმ აზრს, რომ არა მამარდა შეიძლება ასეთი შედეგი არ დამდგარიყო. თუ სანიოლს გაუშვებ, მაშინ უფრო წარმატებული მწვრთნელი უნდა მოიწვიო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და არ მგონია ფედერაციამ გამოყოს თანხა ამისთვის. ამ ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში, ხომ დარწმუნებული ხართ რა კრიტიკა დაატყდება. ისინიც კი ვინც დღეს წინააღმდეგია მისი წასვლის ,ყველაზე მეტად იაქტიურებენ. რეალურად რომ აიღო უკრაინაც და ჩეხეთიც ჩვენზე უკეთესი ნაკრებებია, თუმცა ფეხბურთში ფავორიტები ყოველთვის ვერ იგებენ და ამით ხეორობენ ტოტალიზატორები.
ქომაგი
შენ თუ ეგ ფეხბურთი მოგწონს რავი.მიქაუტაძე კვარაცხელია დავითაშვილი კიტეიშვილი ჩაკვეტაძე რო გუნდში გეყოლება შეინებულ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდე ჩეხეთის დონის გუნდთან.

რაო> - "ხვა მწვრთნელია საჭირო სანიოლმა ამოწურა თავის რესურსიო" ვისი თავისი თუ ფეხბურთელების? ვინ უუნდა ,ოიყვანო. რომ ამ შემადგენლობით შემეტვი დეხბურI შეძლოს?ჯერ მოდი ქართველი მწვრთნე;ი ადაგვისახელეY ასეთI რომელი ქართველი მწვრთნე;ი მოიაზრეთ? ასეთის აერთოდ არ არსებობს. აბა სამხრეთამერიკელებიდან, რომელი მოიაზრეთ, რომ აქედან შემტევ გუნდს Xამოაყაიბებებს და შედეგს დადებს? და რა თანხას გადავიხდით ასთ შემტევ და წამგებ მწვრთნელში? დილენტანტიზმის ქვეყანა ვართ და კიდევ პოლიტიკანების. კიდევ კარგი ტქვენ ატრავეინ გეკითხებათ.
rigiti
კალათბურთში უკვე გამოვთხარეთ კაი "შავი კატა", რაგბიშიც რაღაც კარგი სუნი არ დგას და ეხლა ფეხბურთია რიგში??? გამჩენი არ გვასვენებს მგონი! იმედია ფედერაცია არ აყვება უაზრო ამბიციებს...
მამუკა
სანიოლს ვინც აკრიტიკებთ ჯერ იმას შეხედეთ რა რესურსი აქვს, ვინც იძახით რომ შეტევითი ფეხბურთი უნდა ითამაშოს გუნდმაო, აქვს კი ამის შესაძლებლობა ჩვენს გუნდს? ესპანეთთან როგორც კი დავაპირეთ ეს ეგრევე შეგვიყარეს ორი გოლი, ვეღარ მოასწრეს ფეხბურთელებმა სივრცეების დაფარვა, საშუალო დონის გუნდმა ჩეხეთმა ფაქტიურად ბურთი დაგვიმალა 90 წუთის განმავლობაში. რეალურად ჩვენი წარმატება გამოიწვია მამარდაშვილის საოცარმა თამაშმა, თორემ ჩვენ ჯგუფს ნული ქულით ჩავამთავრებდით. სანიოლი არ არის ტოპ მწვრთნელი, მაგრამ არც ჯადოქარია რომელიც ბაყაყს პრინცესად გადააქცევს, თამაშობს იმ ტაქტიკით რის საშუალებასაც ბიჭები აძლევენ, რეალურად ხვიჩას და მამარდას გარდა, დანარჩენები მეორე ლიგის საშუალო გუნდებში თამაშობენ ან საშუალო დონეზე დაბალ პირველი ლიგის გუნდებში. პრაღის სლავიათი დაკომპლექტებულმა ჩეხეთის ნაკრებმა დაგვახია ბურთი თავზე, კარგით რა ბოლოს და ბოლოს. სანამ ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი არ ითამაშებს თუნდაც საშუალო დონის გუნდებში, ვერანაირი მწვრთნელი წარმატებას ვერ მოგვიტანს
ქომაგი
უნდა წავიდეს სხვა მწვრთნელია საჭირო სანიოლმა ამოწურა თავის რესურსი სხვათაშორის სანიოლის დამსახურება არაა მარტო რასაც მიაღწია ნაკრებმა იქ კარგი ფეხბირთელები თამაშობენ და მათიწვლილი უფროა ვიდრე მწვრთნელის ქართველი მწვრთნელი ან დამხრეთ ამერიკელია საჭირო.რასაც სანიოლო ნაკრებს ათამაშებდა ეგ ქართული ფეხბურთის გენში არაა.ნაკრებს აქვს შემტევი პოტენციალი ასევე ბურთის დაკავების პოტენციალი რასაც სამიოლი არ იყენებდა და მაგიტომ ნაკრები მის ხელში ვერ განვითარდება უნდა წავიდეს დიდი მადლობა რაც შეძლო
მდაა
წავიდეს ალალია აქ ტყუილად და თან თითქმის უფასოდ ნერვების შლას იქ ფულს მაინც იშოვნის მართალია ცოტა მეტი ცოდნა და შრომა დასჭირდება კლუბში მუშაობა სულ სხვა სპეციფიკაა
zaza -ას
მე აქ სანიოლზე დავწერე :) ხოლო რაც შენ პრობლემებზე გაამახვილე ყურადღება ეს ნაკრების მწვრთნელის დანიშნულება არაა :) რათქმაუნდა ის რომ მეტს ვერ ვაღწევთ არსებული პრობლემების ბრალია. ის რომ ფული არ იდება ფეხბურთში, ის რომ რაც იდება იმასაც ჯიბეში მიაქანებენ ჩინოვნიკები, ის რომ ზუგდიდში სტადიონი არაა, რაიონებში ბაზები არაა ის რომ ნაკრების საბაზისო გუნდები მხოლოდ თბილისშია, რადგან რეგიონებში არაა პირობები იმის რომ ფეხბურთელი გაიზარდოს, მარა ეს ყოველივე სანილთან არანაირად არაა კავშირში :)
zaza
დიდი პატივისცემით მოგახსენებთ აქ ზიგიერთებს , რომ უყურეთ ფეხბურთს , დატკბით სანახაობით , ღმერთმა შეგარგოთ ( თუ გნებავთ სტატისტიკაც ჩაინიშნეთ ), ანალიზი კი , თქვენი საქმე არ არის .მადლობა ბიჭებს , მწვრთნელებს ! მაგრამ ,,ამ ცოდნით ვერ გავფრინდებით" მომავალში. ბიჭებს ნამდვილად აქვთ მეტი პოტენციური შესაძლებლობა, მაგრამ არავინ ეცადა გუნდის გაახალგაზრდავებას . ამისათვის არავინ გამოიყენა არც ოფიციალური და არც ამხანაგური თამაშები . არავის უცდია სისწრაფეების გაზრდა . გავიხსენეთ ავტობუსის ჩაყენების ქეცბაიასებური ,,ტაქტიკა" და ვიმუშავეთ მაგის დახვეწაზე -დისციპლინირებულ შესრულებაზე . დანარჩენი დამოკიდებული იყო კვარას , ჟორჟის , ბუდუს და ,,იქნებ კიდევ ვინმეს " გამონათება-ხასიათზე . მაგ ტაქტიკით მე-10 კლასელებს ვეთამაშებოდით სკოლაში , როცა მე-8 კლასში ვიყავი . ამით ბიჭების შედეგებს არ ვაკნინებ . პირიქით , ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ და ვამაყობ მათით. მწვრთნელსაც და მთლიანად სტაფსაც მადლობას ვუძღვნი . მაგრამ , თუ მეტის მიღწევა გვინდა და თუ მართლა გვინდა ფეხბურთის თამაში , მაშინ ამ გზით და ტაქტიკით სიარული უნდა გვეყოს !!! ახალი მწვრთნელი ,ახალი სტაფი , თანამედროვე მიდგომები და სელექცია - ამის გარეშე აღარაფერი გამოვა . თორემ , ჩვეზე უარესი ფეხბურთი ამ ჩემპიონატზე მხოლოდ იტალიამ და ალბანეთმა ( ალბანეთზე მგონი ვცდები ) აჩვენეს . კიდევ , უცხოელი კონსულტატები გვჭირდება ბავშვთა ფეხბურთში ფიზიკის , გამძლეობისა და თეორიული სწავლებისათვის . წინააღმდეგ შემთხვევაში , შემდეგში ,ასეთ ფორუმებზე არათუ მხარს დაგვიჭერს ნეიტრალური მაყურებელი , არამედ მძლავრად დაგვისტვენს დღევანდელი ,,ტაქტიკით " თამაშისათვის .
Emigranti
ნუ გამოხტებით ხოლმე დელბოსკეები და სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ საკუთარ თავს მიხედეთ თა ცხოვრებას.
zaza
უყურე ჩემო კარგო ფეხბურთს და ჩაინიშნე სტატისტიკა . ანალიზი შენი საქმე არ არის . მეტი ,,დონე" იმიტომ არ ვართ , რომ არავინ ეცადა ვყოფილიყავით ეგ ,,მეტი დონე " . არავინ ეცადა გუნდის გაახალგაზრდავებას . ამისათვის არავინ გამოიყენა არც ოფიციალური და არც ამხანაგური თამაშები . არავის უცდია სისწრაფეების გაზრდა . გავიხსენეთ ავტობუსის ჩაყენების ქეცბაიასებური ,,ტაქტიკა" და ვიმუშავეთ მაგის დახვეწაზე -დისციპლინირებულ შესრულებაზე . დანარჩენი დამოკიდებული იყო კვარას , ჟორჟის , ბუდუს და ,,იქნებ კიდევ ვინმეს " გამონათება-ხასიათზე . მაგ ტაქტიკით მე-10 კლასელებს ვეთამაშებოდით სკოლაში , როცა მე-8 კლასში ვიყავი . ამით ბიჭების შედეგებს არ ვაკნინებ . პირიქით , ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ და ვამაყობ მათით. მწვრთნელსაც და მთლიანად სტაფსაც მადლობას ვუძღვნი . მაგრამ , თუ მეტის მიღწევა გვინდა და თუ მართლა გვინდა ფეხბურთის თამაში , მაშინ ამ გზით და ტაქტიკით სიარული უნდა გვეყოს !!! ახალი მწვრთნელი ,ახალი სტაფი , თანამედროვე მიდგომები და სელექცია - ამის გარეშე აღარაფერი გამოვა . თორემ , ჩვეზე უარესი ფეხბურთი ამ ჩემპიონატზე მხოლოდ იტალიამ და ალბანეთმა ( ალბანეთზე მგონი ვცდები ) აჩვენეს . კიდევ , უცხოელი კონსულტატები გვჭირდება ბავშვთა ფეხბურთში ფიზიკის , გამძლეობისა და თეორიული სწავლებისათვის . წინააღმდეგ შემთხვევაში , შემდეგში ,ასეთ ფორუმებზე არათუ მხარს დაგვიჭერს ნეიტრალური მაყურებელი , არამედ მძლავრად დაგვისტვენს დღევანდელი ,,ტაქტიკით " თამაშისათვის .
რეალობა
წავა იქ, სადაც მეტ ფულს გააკეთებს. ირლწნდიაში რომ წავიდეს, რეპუტაციას გაიფუჭებს. ირლანდიის ნაკრებში არ ეყოლება მამარდაშვილი და კვარაცხელია, ამიტომ ვერ დადებს შედეგს.
ჯუდო
პრიმიტიულ ფეხბურთს ათამაშებს,მამარდაშვილს ამდენი საქმე რომ აქვს ეს ხომ იმის მანიშნებელია რომ სწორ თამაშს არ თამაშობს გუნდი.
d
იშვიათი კაცი აღმოაჩინეს. ამაში მართლა მადლობა ეკუთვნის კობიაშვილს. სანიოლი არ არის ფულზე გამოკიდებული კაცი. ფაქტიურად დანებებული ქონდა თავი ფეხბურთისთვის. და საქართველოში წამოვიდა როგორ ვთქვა მაინც ფეხბურთის სიყვარულით. და არა ფულის და კარიერისთვის. აქაც დახვდა თბილი გარემო. მიუხედავად ყველა უბედურების ქართველებს არ დაგვიკარგავს სტუმარზე თანგადაყოლა. უნდა მიეცეს ვილის კიდევ ერთი შანსი. ჩვენ კი უკმაყოფილოები ვართ რატომ ვთამაშობდი დაცვიდან მარა რას ვიზამთ ამ ეტაპზე ეს დონე ვართ. ვნახოთ მომავალ ციკლში რა იქნება. მჯერავს სანიოლი საკმარისად განსწავლულია და ერკვევა საფეხბურთო ნიუანსებსა და სქემებში.
რა მაფიაა?
მე ვფიქრობ რომ სანიოლი ჯერ არაა ტოპ მწვრთნელი, თუმცა პოტენციალი აქვს რომ კარგი ტაქტიკოსი გახდეს... ტაქტიკოსობის გარდა ყველაფერი აქვს ტიპს და ანჩელოტის ასისტენტი იყო წლები და კარიერის მანძილზეც ძაან ბევრ კარგ მწვრთნელთან უმუშავია... დისციპლინა, პრინციპები და წესრიგის დამყარების უნარი მეგობრული გარემოს შექმნით შეუძლია და ტაქტიკოსიც იქნებ გახდესთქო ვფიქრობ... ჩემი აზრით შანსი უნდა მივცეთ კიდე
Achi
Wava ratomacara chvens nakrebtan man maqsimumi dado titqmis ra resursi qonfa am gundit da uketesi shemotavazebaze wava ratqmaunda
Levani
ეს ირლანდიის მწვრთნელის ვაკანსია და მიმტანი გოგონების სულ არის და არის.
გია
წარმატებები სანიოლს!
gia
ჯობია ტკბილად დავიშალოთ!
ლ
მადლობა! ნახვამდის!
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ
"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა
რონალდომ სანაკრებო კარიერა სკანდალურად დაასრულა - მისმა დამ პორტუგალიელებს უვიცები უწოდა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ნაწყენი რონალდო ჟესუსს ესაუბრა - პორტუგალიელთა ბაზაზე მისვლა ფედერაციის პრეზიდენტსაც მოუწია
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ბენზემა: "რეალიდან" წასვლის გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
სტეფანო პიოლი "ალ იტიჰადს" გაწვრთნის
მოუგებელი ვარსკვლავები ბუდაპეშტში - საქართველოს ნაკრების მთავარი შანსი
კანტე შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
დე ბრუინის საუდის არაბეთში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია
დე ვრი საუდის არაბეთში - ნიდერლანდელს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ
ბენზემამ თავისი აზრით 2024 წლის "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე