დღეს, 7 ივლისის გამთენიისას კოპა ამერიკის 1/4-ფინალური შეხვედრები გაიმართა. კოლუმბიამ პანამა 5:0 გაანადგურა, ხოლო ურუგვაიმ ბრაზილიას პენალტების სერიაში მოუგო.

ბრწყინვალე ტურნირს ატარებს კოლუმბიის ნაკრები, რომლის მორიგი მსხვერპლიც პანამის ეროვნული გუნდი გახდა. კოლუმბიელებმა საქმე, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოამთავრეს და საწყის 45 წუთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ხამეს როდრიგესმა, რომელმაც 1 გოლი გაიტანა, პლუს ჯონ კორდობასა და ლუის დიასს გაატანინა. მეორე ნახევარში გოლები რიჩარდ რიოსმა და ლუის ბორხამ შეაგდეს, კოლუმბიამ 5:0 მოიგო და ნახევარფინალში ურუგვაის შეხვდება.

"ლა სელესტემ" ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ბრაზილიის ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო 16 წუთი ურუგვაიმ მოედანზე 10 ფეხბურთელით გაატარა - უხეში თამაშისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი კალიარის ნახევარმცველ ნაჰიტან ნანდესს უჩვენა. პენალტების სერიისას ბრაზილიელთა რიგებში 11-მეტრიანი ედერ მილიტაომ და დუგლას ლუისმა ვერ გამოიყენეს, ურუგვაელთა შემადგენლობიდან გატანა მხოლოდ ხოსე ხიმენესმა ვერ შეძლო და "სალესაო" ტურნირს დაემშვიდობა.

ნახევარფინალები 10 და 11 ივლისს გაიმართება. პირველ მატჩში ერთმანეთს არგენტინა და კანადა დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა ურუგვაისა და კოლუმბიის მატჩში გამოვლინდება.

კოლუმბია 5:0 პანამა
გოლები: 1:0 კორდობა (8), 2:0 როდრიგესი (15. პენ.), 3:0 დიასი (41), 4:0 რიოსი (70), 5:0 ბორხა (90+1, პენ.)

ურუგვაი 0:0 ბრაზილია (პენ: 4:2)

ჭიჭიკო
მაგარი ბანძია კოპაზე ბრაზილია და არც არგენტინა ჩამორჩება ბანწობაში
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა