მსოფლიოს თასზე ჩვენი მეტოქის, არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა სანტოაგო ფელანმა დღეს იმ 30 მორაგბის სია უნდა გამოქვეყნოს, ვინც ახალ ზელანდიაში გაემგზავრება
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, არგენტინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სანტოაგო ფელანმა დღეს იმ 30 მორაგბის სია უნდა გამოქვეყნოს, ვინც მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე გაემგზავრება.

მანამდე კი "პუმებმა" არგენტინაში მოთამაშე ლეგიონერების ნაკრებთან ანუ "ბარბაროსებთან" ითამაშეს და დიდი ანგარიშით 78:15 მოიგეს. არგენტინელებმა 12 ლელო გაიტანეს. რაფაელ კაბრალომ და ხუან იმოფმა სამ-სამი ლელო მიითვალეს, ჰორაციო აგულამ ერთით ნაკლები, თითო-თითო ლელო ალფრედო ლანალეს, მარტინ როდრიგესის, ლუკას ბორხესისა და ავგუსტინ კოსიოს ანგარიშზეა. ფელიპე კონტეპომიმ ოთხი გარდასახა, ნიკოლა სანჩესმა კი ხუთი.

"ბარბაროსებთან თამაშის შემდეგ ცოტა მოვიწყინე. მალე დადგება დღე, როცა მწვრთნელი ნაკრების საბოლოო სიას გამაოცხადებს და რამდენიმე ჩვენგანს შინ დარჩენა მოუწევს.

უელსთან ტესტის შემდეგ მსოფლიოს თასის დაწყებამდე ორი კვირა დაგვრჩება მოსამზადებლად. მოუთმენლად ველით პირველ მატჩს. ჩემთვის ეს ბოლო მსოფლიოს თასი იქნება, ბევრი მოთამაშისთვის კი პირველი. მზად ვარ თითოეულ მათგანს გამოცდილება გავუზიარო. მათთვის ეს მსოფლიოს თასი შესაძლოა უკანასკნელი შანსი იყოს და ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ" - თქვა არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილემა მორაგბემ, შერკინების კვაჭმა მარიო ლედესმამ.

"ცხადია, შეცდომებიც გვქონდა "ბარბაროსებთან თამაშში, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად გამოგვდიდა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ "პუმების" შემადენლობაში დებიუტი მქონდა. იმათ გვერდით ვთამაშობდი, რომლებსაც რამდენიმე მსოფლიოს თასზე მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. ეს ჩემთვის უდიდესი პატივაი და, რაც მთავარია, შეუფასებელი გამოცდილება მივიღე.

ნელ-ნელა გუნდის ის შემადგენლობა, რომელიც ახალ ზელანდიაში გაემგზავრება, გამოიკვეთა. ცხადია, გული დამწყდება თუ 30 კაცში ვერ მოვხვდი, თუმცა აქ გატარებული უბედნიერსი დღეები არასდროს დამავიწყდება" - თქვა გარემარბმა ხუან ომოფმა.

არგენტინელთა ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. ჰორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსჰი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ხუან იმოფი, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო.

1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ჯენარო ფესია, 7. ალეხანდრო კამპოსი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა