გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების თამაშის და მწვრთნელის, ვილი სანიოლის მომავლის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენი თამაშით და გულშემატკივრობით ევროპის ჩემპიონატი გავამდიდრეთ, უფრო საინტერესო და სანახაობრივი გავხადეთ. თქვენ რომ ბიჭების განწყობა გენახათ, შედეგი არ გაგიკვირდებოდათ. პორტუგალიასთან შეხვედრის წინ დილიდან გუნდთან ერთად ვიყავი და ასეთი მშვიდი მე პირადად არასოდეს არ ვყოფილვარ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ამას გაგრძელება მოჰყვება.

მოცემულობა ასეთია - მწვრთნელს, ვილი სანიოლს, წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამაზე პლეი-ოფების დაწყებამდეც ვისაუბრეთ, შემდეგაც. გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჩვენთან. ვილი ძალიან კომფორტულად გრძნობს აქ თავს, ხედავს ამ გუნდის პოტენციალს და წინსვლას და შესაბამისად, მისი სურვილია, დარჩეს. ამას უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურად გავივლით - ბევრი რამაა, პირობები და ა.შ. ლოგიკურია, რომ სურვილები, ინტერესები და მოთხოვნები სხვადასხვა გვაქვს. ორივე მხარეს გვინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი ერთად ვიყოთ.

მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთა ლიგის B დივიზიონში ვითამაშებთ. მიზანია, მინიმუმ, შევინარჩუნოთ ადგილი, მაქსიმუმ კი, გადავიდეთ A დივიზიონში. დეკემბერში კენჭისყრაზე გავიგებთ, რომელ ჯგუფში ვიქნებით, ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები. ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზე ვართ და მესამე კალათაში უნდა ვიყოთ“.

გოჩა
სანიოლი კაი პიროვნებაა მაგრამ არა კაი მწვრთნელი აქ თაობაა კაი და ეს არის ამ წარმატების მიზეზი. ამიტომ გვინდა ძლიერი მწვრთნელი და არა ხიზანა და ა.შ
კარგით რა
ყველანაირ მიზეზს მოიშველიებენ რომ დატოვონ. ვინ გაუშვებს სანიოლს? ეგ რომ გაუშვან, მთელი სტაფი გახდება გასაშვები. ეხუმრებით ამდენი დასაქმებულის უმეშევრად დატოვებას, ეს ხომ საარჩევნოდ ხმების პირდაპირი დაკარგვაა? არც იოცნებოთ ვილის გაშვებაზე. აქ მთავარი მაგათთვის არჩევნებია და სულ არ ადარდებთ ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი, სანიოლი თუ გელა ნუგზარაშვილი. ზეიმი ხომ მოაწყეს? ხომ დაგვაჯერეს რომ ისტორია დაწერეს და მსოფლიო გადარიეს კარგი თამაშით? და რომ არა სანიოლი, თურმე ხვიჩა და ჟორჟი გოლებს ვერ გაიტანდნენ? ))) აი ასეთ ზღაპარში მოგვიწევს ცხოვრება ოქტომბრამდე. მერე კი ვნახოთ. იმედია ახალი ფედერაცია ძლიერ და პროფესიონალ მწვრთნელს მოიყვანს და მართლაც ეშველება ჩვენს ნაკრებს. რაც ამათ ოთხ თამაშში უბრახუნეს, ჯამში მაგდენი ბოლო 30 წელი არ დაურტყამთ ჩვენს კარში.)))
ჰააა, გარეჯი ნაურუა?)))
აბა რა, დატოვეთ და კიდევ მარია ზახაროვაც დაუნიშნეთ კონსულტანტად.)))

სანიოლის დარჩენის სურვილი რატომ არ ექნება? გადახედეთ მის სამწვრთნელო კარიერას. კი ბატონო, შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ბევრი ფაქტორის ერთობლიობით იყო და არა ჯანსაღი პროგრესირებადი გუნდის შექმნით. მადლობა და ნახვამდის როდის შეიძლება ვისწავლოთ საქართველოში.
dew
საჭიროა მეტიც აუცილებელია ცენტრთან მინიმუმ უნდა ვისწავლოთ პრესინგი ძაან ვიკეტებით საჯარიმოში სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნება მამარდაც!
bd
ტრენერს არა მწვრთნელს
roma bejanidze-s
წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ბევრს უჭირს,შენ არ ინერვიულო,დროთა განმავლობაში გაიტანს..
თავადი
ლევან, სასიხარულოა რომ სანიოლი დარჩება, მაგრამ ამ ტყუილებს როდის მოვიშლით? 69 კი არ არის,არამედ 74.
roma bejanidze
ძმობას გაფიცებ წაიკითხე რა დაწერე. აზრი ვერ მივხვდი და დიზლაიქი დაგიწერე
ჟორა
სურვილი ერთია და ხელფასი მეორე, ანუ სანიოლი მინიმუმ 2 მილიონს მოითხოვს. თუმცა ამ თანხით სხვა ნორმალურ მწვრთნელს სად იშოვი?
გიო
ახალ ტრენერს დაჭირდება ექსპერიმენტები და გადაწყობა ამას დრო მიაქ რაც აჩვენეს ევროზე სწორ გზაზე არიან შეტევაში უნდა ისწავლონ მოკლე სწარაფი და ლაკონური თამაში...პირველ რიგში კვარადონას და ადიბასას ეხება...გაჩერებაზე რომ ელოდება ხოლმე ზამბო ანგისას.....დაავიწყეს ფეხბურთის თამაში ნაპოლიში ამ კვდრებმა
ilar10N YouTube
დაცვის ხაზი გასაახალგაზრდავებელია მთლიანად. უფრო მეტი პოტენციალი გვექნება შეტევაში. ასე გაძლებაზე ყოფნის ყურებაც არაა მთლად სასიამოვნო სლოვენიის ნაკრების გამოსვლის ფონზე. უყურეთ პორტუგალიასთან რა ქნეს? 4-4-2 ითამაშეს და .. სიტყვები არ მყოფნის. როგორი პრესინგი ჰქონდათ, პარტიზანულად მიდიოდნენ და მერე უკან ხაზში ბრუნდებოდნენ. ცენტრალური მცველი ჰყავდათ რუსული "სოჭი" დან და ტიპმა საჯარიმოსთან არ გააკარა არავინ. მერე შემადგენლობას ჩავხედე და, ლუდოგორეცის, პანათინაიკოსის სასტავი ჰყავთ... ჩვენ რატომ ვდგამთ ავტობუსს?? კიი სიტყვა არ მომიბრუნდება უდიდესი მადლობა ბიჭებს და სტაფს. გმირები არიან , უბრალოდ იმას ვამბობ რომ ყველაფერი იდეალურად არაა და გამოსასწორებელია.. ავტობუსი იმიტომ მოგვიწია, ძალიან გადაბერებული უკანა ხაზი გვყავდა და სისწრაფეებში ვერავინ ყვებოდა გინდა ჩაკვეს, კვარას და ჟორჟს.
ლაშა
კობიმ იცი, მაგრამ საზოგადოებამ ჯერ არა… ფიფას რეიტინგი ჯერ არ განახლებულა, თუმა 69-ე ადგილი მცირე წინსვლაა!…
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება