ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მთავარი გარიგება მალევე შედგა, კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა. ამან ახალი ინტერესი გააჩინა, პარიზული კლუბის შეძლებული და ამბიციური ხელმძღვანელობა ლიდერის სრულფასოვნად შეცვლას რამდენად ეცდებოდა. ეს ინტერესი ჩვენთვის კიდევ უფრო მძაფრი მას შემდეგ გახდა, რაც პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელია დაუკავშირეს...

ნასერ ალ-ხელაიფს ძალიან უნდა, "მანჩესტერ სიტის" მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის გეოგრაფია მათაც გაზარდონ. პარიზელთა კატარელმა მფლობელმა ამისთვის ერთი შეხედვით ყველაფერი გააკეთა და აქ თვით ლიონელ მესი ათამაშა, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა. ბედი ზოგჯერ დაგვცინის. როდის მოიგო "ჩელსიმ" პირველი ჩემპიონთა ლიგა? როცა გუნდისგან ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ და მწვრთნელიც დროებითი და გამოუცდელი ჰყავდათ. იქნებ პარიზულმა კლუბმაც მაშინ უფრო იზეიმოს, როცა ცოტათი ყურადღება მოდუნდება. მთლად ამის იმედად ყოფნა იქნება? იმავე "სიტიმ" ამ საქმისთვის თვით გვარდიოლას წლების განმავლობაში უამრავი თანხა დაახარჯა.

ფაქტია, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" თილისმად იქცა და გუნდმა ასე ნანატრი სკუდეტო მოიპოვა. იქნებ ქართველმა ახლა შეძლოს და პარიზელებს უფრო მეტად ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს. ის ხვიჩას ოცნების ტურნირიცაა და ეს ფაქტორია, რაც მას ახლა აქ გადასვლას "აიძულებს". ჩემპიონატის დონით, საფრანგეთი იტალიაზე უკან დგას (რისი დამტკიცებაც უწევს სერია "ა"-ს), თუმცა "ნაპოლი" ვეღარ გვაძლევს იმ ემოციებს, რომლებსაც ერთი სეზონის წინ შეგვაჩვია.

აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელების გაშვება იდეალურ დროს იცის, ამავდროულად კი, თუკი ვინმეს წასვლა ისე სურს, "ნაპოლის" გულს ვეღარ უდებს, ხელს არ შეუშლის. "ნაპოლისა" და პსჟ-ს, ტრანსფერების მხრივ, გამოცდილება აქვთ. ბოლო ასეთი ფაბიან რუიზია. პირველ რიგში კი, ედინსონ კავანი გვახსენდება, "პალერმოდან" იაფად შეძენილში 55 მილიონი რომ გადაიხადეს. ისე კი, პარიზელებმა თანხები არც ანხელ დი მარიასა ("მანჩესტერს" 44 მლნ ფუნტი), თუ დავიდ ლუიზისთვის (50 მლნ "ჩელსის") დაზოგეს. გუნდი ადგილობრივი მასშტაბით მონსტრია, ნანატრი ჯილდო კი მოსაგებია!..

ლუის ენრიკეს გუნდი თითქოს ტოპ-ტრანსფერის მოლოდინშია გარინდული. შემტევებიდან აქ გონსალო რამოში იჯარის შემდეგ გაიფორმეს, ბრედლი ბარკოლას პროგრესიც აიმედებთ, მაგრამ ეს ცოტაა, ძალიან ცოტა. მართლია, მბაპე ისე წავიდა, ფინანსურად ვერ იხეირეს, მაგრამ მას ხმაურიანი შემცვლელი სჭირდება.

ცვლილება პარიზელთა ყველა რგოლს უნდა შეეხოს. დონარუმას მთავარი შემცვლელი რუსი მეკარე მატვეი საფონოვი გახდა. იყო დრო, ხვიჩას წამოსვლამდე ცოტა ხნოთ ადრე მასსა და კვარაცხელიას რუსეთში ერთნაირი სატრანსფერო ფასი, 16 მილიონი ევრო ჰქონდათ.

პარიზულ გუნდს სლოვაკ მხველ შკრინიართან განშორება სურს, ტრავმა აქვს ლუკას ერნანდესს, ბევრი გაუცდა კიპემბეს და საუბარია "ბოლონიელი" რიკარდო კალაფიორის ტრანსფერზე.

პსჟ ისე მაინც ვერ "მოისვენებს", თუ სახელოვან ფეხბურთელს არ გადაიბირებს და ინფორმაცია ჯოშუა კიმიხზეც ვრცელდება. ერთ დროს ის და გორეცკა ნახევარდაცვაში "ბაიერნის" მომავლის მთავარ ხალხად მიიჩნეოდნენ, თუმცა სიტუაციები იცვლება, შეუცვლელი არავინაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკე ნიკო უილიამსის შეძენასაც ეცდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა.

წამსვლელებს შორის 23 წლის ურუგვაელი ნახევარცველი მანუელ უგარტე სახელდება. სიაში სხვებიც იქნებიან. ფორვარდი უგო ეტიკეტე "აინტრახტმა" უკვე გაიფორმა...

პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ში 18 აგვისტოდან ჩაერთვება, გაძლიერების საშუალება კი სექტემბრამდე ექნებათ. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის ერთდროულად შეძენა ძალიან ეფექტური კი იქნება. დაველოდოთ!..

ჟორა გაბრიჭიძე
პსჟ-ეს ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ შეეძლო, მაშინ მოიგებდა მის რიგებში მსოფლიოს სამი უპირველესი ვარსკვლავი, რომ იყო, მაგრამ ვერ მოიგო და ამის მიზეზი მისი შემადგენლობა კი არ იყო, არამედ საფრანგეთის სუსტი ჩემპიონატი. ამას დაემატა პსჟ-ეს ვარსკვლავური შემადგენლობა და შინაური ჩემპიონატის მატჩებს სეირნობით იგებდენ, ანუ გუნდი გაზარმაცდა. მერე კი უცებ ლიგის მატჩი ითამაშეს, რომელსაც 90 წუთიანი დაძაბული ბრძოლა უნდა, მაგრამ გუნდი ამ დაძბულ ბრძოლას გადაჩვეული იყო. სწორედ ამიტომ განიცადეს ფიასკო ჩემპიონთა ლიგის ყველა გათამაშებაზე. ხვიჩა თუ იქ გადავა, იგივე მდგომარეობა იქნება და ხვიჩა მათთან ერთად ამ ტიტულს ვერასდროს ვერ მოიგებს. სწორედ ამიტომ გაიქცა მბაპე იქიდან, მიუხედავად ოქროს კოშკებისა.
ალექს
გული მიგრძნობს, როგორც ნაპოლის აღირსა ნანატრი სკუდეტო და ჩვენ ევროპა, ისე აჩუქებს ლიგას პსჟ-ს. თილისმაა ხვიჩა!
123
ნეტა არ მოისვენოს.
ika
ნეტა წაიყვანოს ყველაფერი გააკეთოს.
ფედუ
პსჟ არ მოისვენებს სანამ კვარას არ წაიყვანს.
Pako
შეხედეთ იამალს და იქნებ შეიგნოთ რას ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელი
მამუკა
ძალიან დიდი სურვილი კი მაქვს რომ ხვიჩამ ლიგა მოიგოს, მაგრამ შემდეგი 5 წელი ალბათ რეალს ვერავინ გაუწევს კონკურენციას, მომდევნო 2 წელი ხვიჩა ალბათ თავის თავს უნდა გადაახტეს და დღე და ღამე უნდა ივარჯიშოს რომ იქნებ რეალის რადარზე მოხვდეს, რონალდუც 25-ე წელში იყო, მბაპეც 25 წლის გაიფორმეს და იქნებ ხვიჩასაც აუხდეს ოცნება 25 წლის ასაკში
მირო
მურთო,პსჟ ლიგაზე ვერ გავა კი არა ბაიერნივით ყოველ სეზონში ჩემპიონობის პირველი კანდიდატია.ეს ასე იქნება სანამ შეიხები იქნებიან ამ გუნდში.უბრალოდ,ლიგა რომ მოიგონ,მეტი ვარსკვლავები სჭირდებათ ყველა რგოლში.მესი,ნეიმარი მბაპე კი ჰყავდათ მარა დაცვა ნახევარდაცვა არ იყო ასეთივე ვარსკვლავური.მწვრთნელიც სჭირდებათ გვარდიოლას და ანჩელოტის დონის.გვარდიოლამაც კი ბოლოს მიაღწია ამას,ბევრი წლის მერე.ჩელსიმაც ძლივს შეძლო,მიუხედავად დიდი ფულისა და შემადგენლობისა.ესენიც მოიგებენ ერთ დროს,როგორც კი გაუმართლებთ.
სიმართლე
გადავა წელსვე კვარა პსჟში..დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი.
მურთო
მართლა გჯერათ ხალხო ამ ზღაპრების? ხვიჩა პსჟ ს ლიგას მოაგებინებს? დაეშვით ცოტა მიწაზე თორე ხაან ღრუბლებში ხართ. მესი, ნეიმარი, მბაპე იყო ერთად გუნდში და ვერაფერი ქნეს ლიგაზე და ერთი კვარა დადებს ლიგას? პსჟ შემდეგ სეზონში შეიძლება საერთოდ ვერ შევიდეს ლიგის ზონაში. აგერ ნახეთ თუ არა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება