გუშინ, 10 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ნარინჯისფერების" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ინგლისმა მე-18 წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, იქამდე კი ნიდერლანდელთა საჯარიმოში წესების დარღვევის ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა.

"იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა, დუმფრისმა მხოლოდ დარტყმის დაბლოკვა სცადა.

VAR-ის ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს. იმ მომენტში მცველს სხვა რა უნდა გაეკეთებინა? ვფიქრობ, მსაჯმა უამრავი სულელური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თამაში ამის გამო არ წაგვიგია", - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სოსო
ვარმა მსაჯების უამრავი შეცდომის თავიდან აცილების საშუალება მოგვცა და თუ კიდევ ამდენი დარჩა სადავო,ეს ვარის კი არა,იქ მსხდომი მსაჯების ბრალია.იმ კონკრეტულ შემთხვევაში,ჩემი აზრითაც პენალტი უნდა დანიშნულიყო.მცველი "ნაგლადტკას" აკეთებდა და კეინს ფეხის მოძრაობა რომ არ შეეჩერებინა,ფეხს იქ დატოვებდა.ფეხის ბოლომდე არ მისულმა მოძრაობამ კი,ბურთს სულ სხვა მიმართულება მისცა და კარს ასცდა.
საქართველო-ს
ჰო, VAR-მაც გახსენა იმ დღეს. ვერ ვხვდები, რა დავუშავე საქართველოს, რომ ასე მმტრობსო? :))
საქართველო
გერმანია-ესპანეთი? კუკურელიას 2 ხელით თამაში? პირველი დღიდან მტერი ვარ VAR-ის, დედამიწაზე VAR-ის პირველი მოწინააღმდეგე ვარ.
კევინი
მესმის, რომ უმცირესობაში ვარ, :)) მაგრამ მე არ დავნიშნავდი პენალტს. ფაქტიურად, კარში დარტყმა უკვე შესრულებული იყო და ბურთს მიმართულება მიცემული ჰქონდა. მე გაფრთხილებას მივცემდი ჰოლანდიელ მცველს და კარიდან დარტყმას დავნიშნავდი. გასაგებია, რომ მსაჯმა ჩემზე მეტი იცის და იმიტომ ის დანიშნეს მაგ თამაშზე და არა მე, :) მაგრამ მე ეგრე დავინახე ეგ ეპიზოდი.
amataki
ეს ისეთი ჩემპიონატი გამოდგა, როგორ რეალობაშიც ვცხოვრობთ ზოგადად - ყველანაირ ლოგიკას მოკლებული, ლამის აბსურდამდე დაყვანილი რებუსებით. კარგი! რომ არ ვიცოდეთ რას წარმოადგენს ფეხბურთისათვის ჰოლანდია, რა ნაკრებში და როგორ თამაშობდა თავად ეს მწვრთნელი, იფიქრებდი კაცი, რომ თამაშობენ იმას და ისე რასაც ალბათ აქამდე წარმოადგენდნენ, ან რისი თავიც აქვთ ბოლობოლო. მაგრამ ჰოლანდია არის ერთერთი უმთავრესი შემოქმედთაგანი , რამაც დაუმსახურა ფეხბურთს სპორტის სამეფო გვირგვინი. სადაა ეს უმაგრესი ხალხით გაძეძგილი ფრანგების, ინგლისელების, თუგინდ იტალიელების ფეხბურთი? აბსოლუტურად გაუგებარია რა ძალა ადგათ ამ დეშამს, საუთგეიტს, კუმანს, რომ ერთ თარგზე მოჭრილ , უაღრესად არასაყურებელ ფეხბურთს აგორებენ. რომ არა ესპანეთი და უფრო მეორე რანგს მიკუთვნებული ნაკრებები, ეს ჩემპიონატი უფრო წინასასეზონო მზადებას დაემსგავსებოდა. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? დავიჯეროთ რომ ამ ხალხმა გადაწყვიტა ასე, რომ ეს არის ის მიმართულება საითაც უნდა წავიდეს ფეხბურთის "განვითარება", თუ ყველაფერს უფრო ბანალური მიზეზი აქვს: დიდმა ფულმა და კლუბების ფინანსურმა ინტერესმა გადაძალა?
gionat
აბა ჩვენ გვკითხე:)
ნეიტრალური
არცერთის გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა ვფიქრობ რომ იქ პენალტი დასანიშნი იყო. თუ ვარზე ვინმეს პრეტენზია შეიძლება ქონდეს, ეს პირველ რიგში ჩვენ ვართ, მაშინ როდესაც ესპანეთმა აშკარა თამაშგარედან გაგვითანაბრა. არ მესმის იმ ეპიზოდის ნახვის მერე, როგორ არ გააუქმა მსაჯმა ის გოლი. რა საჭიროა მაშინ საერთოდ ეს სისტემა გაუგებარია.
საბა
ფოდენის დარტყმა რომ გოლად არ ჩაითვალა მაშინ ვარი როგორი იყო?
alexandre
ვერ გავიგე, რატომ არ იყო პენალტი? რომ დაესწრო ბურთზე, სხვა საკითხია. კი ბატონო, სცადა დაბლოკვა, მაგრამ ვერ მოასწრო და შეცდა. ჰო, კიდევ ეს მაინტერესებს: ვინც ფიქრობს რომ დარღვევა არ იყოო, თვლიან რომ ყველა თერთმეტმეტრიანი (ნაღდი) მაშინ არის, როცა დამცველი სპეციალურად არღვევს, რომ პენალტი დადონ?
zura222
ფეხბურთს ვარი კი არა შენისთანა იდიოტები ანადგურებენ @ ვარი რომ არ იყო რამდენი უსამართობა მოხდა და კიდევ რამდენი მოხდებოდა ვინ დათვლის ! აბა ერთი შენი გუნდს სასარგებლო გადაწყეტილება მიეღო მმაშინ სხვანაირად იჭიკჭიკებდი PP
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
მონდომებაც ამას ჰქვია - ჩავიმ ნიდერლანდელებს ასეთი პირობა დაუდო
74 წლის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
ოფიციალურად: ჩავი ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელია
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა