საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ირლანდიის ეროვნულ გუნდში რამდენიმე თვე ეპატიჟებოდნენ. რადგან სფფ-სთან კონტრაქტითაა დაკავშირებული, მოცდა ამჯობინეს, დროებით დამრიგებელად ჯონ ო’ში დანიშნეს, მაგრამ როგორც ჩანს, ლოდინით დაიღალნენ და იმედიც გადაეწურათ.

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია საიტით იტყობინება, რომ ნაკრები 57 წლის ისლანდიელ ჰეიმირ ჰადლგრიმსონს ჩააბარეს, რომელიც გუნდს ერთა ლიგისთვის და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოამზადებს.

ჰადლგრიმსონი 2016-2018 წლებში თავისი ქვეყნის ნაკრებს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ისტორიაში ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე ავიდა (18). 2016 წელს ევროპირველობაზე ინგლისს სძლიეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, 2018 წელს კი პირველად მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა.

2018-2021 წლებში ის კატარის „ალ არაბის“ წვრთნიდა, ხოლო 2022-2024 წლებში - იამაიკის ნაკრებს.

G.LA
გადავიკითხე კომენტარები და უმეტესობას არ ვეთანხმები. ჩვენი ნაკრების თამაში ბევრ უცხო ადამიანსაც კი მოეწონა და მე არ ვიცი აქ ზოგიერთებს რა გინდათ. გინდათ ესპანეთივით დომინანტი ნაკრები გვყავდეს? კარგი გემოვნებაა….)) მაშინ რეალი, ბარსა, ატელეტიკო და სევილია ათამაშეთ კრისტალ ბეთ ჩემპიონატში, ვნახოთ ვინ დაუდგება ჩვენ ნაკრებს მერე. საქართველოს თავისი მოსახლეობის და ფინანსური შესაძლებლობების კვალობაზე მშვენიერი ნაკრები გვყავს. აზერების ყარაბახი ბიუჯეტი ალბათ მთელ საქართველოს გუნდებს გადაამეტებს და ესპანეთი საერთოდ რა მოსატანია. დავეშვათ დაბლა როცა გრანდებს ვედრებით. ევროზე გასვლას ვოცნებობდით და ახლა ჯგუფიდან გასვლას არ დაფასება დიდი უმადურობაა. სანიოლი კი მგონია აუვცილებლად დარჩება რაც სწორი მგონია. მიუხედავად ჩემი უკმაყოფილებისაც ზოგიერთ მის გადაწყვეტილებისა. მე და თქვენ რომ ბევრი გვესმოდეს აქ არ უკაკუნებდით კლავიატურას, ვიქნებოდით ვილის ადგილზე. ვერასადოს ვერ გვეყოლება მწვრთნელი და არც არსებობს ასეთი მწვრთნელი ბუნებაში, რომლის მიმართაც კრიტიკა და შენიშვნები არაა. მე პირადად მინდა მის დარჩენა ნაკრებში. მადლობა ვილი ჯიგარი ხარ. ❤️
ირაკლი
ისე საღოლ ნაკრებს, მართლა "ჭ" დონის "უმაღლესი ლიგა" რომ გვაქვს და ნაკრებმა რამხელა წარმატებას მიაღწია, საკლუბო გუნდებს არც ერთ ლიგის მსგავსი ტურნირი უშველის აშკარად.
იაგო
მეორე ნომერი რომ ხარ კონტრშეტევებზე მოგიწევს თამაში მე შენ გეტყვი ხავი და ინიესტა გვყავს ნახევარდაცვაში?
გიზოგ
თანამედროვე ფეხბურთი ეს რაციონალური ფეხბურთია. საქმე ის კი არ არის რამდენჯერ დაარტყავ, არამედ რამდენი გაიტანე. ამ მხრივ ჩვენ ფეხბურთელებს საყვედური არ ეთქმით. მომავალში კიდევ გავძლიერდებით ნახევარდაცვაში და ბევრი რამ გამოსწორდება. ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება ჩვენ ვთამაშობთ მხოლოდ ეთნიკური ქართველებით, რომელიც მსოფლიოში სულ 3 ან 3,5 მილიონი ვართ და ვეთამაშებით ნაკრებებს, რომელთა მოსახლეობა ათეულ მილიონებს ითვლის და მათში კიდევ თამაშობენ ალბათ ყველა რასის და კონტინენტის ფეხბურთელები. იმაზე მაღლა ახტომას ნუ მოვინდომებთ, რაც მიუწვდომელია. წარმატებები ჩვენ ბიჭებს! აი საკლუბო ფეხბურთი კი მისახედია თავიდან ბოლომდე. აქ ყველა კრიტიკა მისაღებია.
ჟორა ს
შენ ეტყობა იმედის დრონით უყურე ჩვენების თამაშს ევროპაზე.ყველა გუნდთან ყრუ დაცვაში ვიდექით,სად ვითამაშეთ შემტევი ფეხბურთი?
Master
ამ ევროზე ყველაზე მეტი ბურთი ჩვენ გავუშვით და თურქეთმა. ყველაზე მეტჯერ ჩვენ დაგვირტყეს. რომ ამაყობთ მამარდას ყველაზე მეტი სეივი აქვსო, განა ეს საამაყოა? ეს იმას ნიშნავს რომ დაცვა და ნახევარდაცვა ფაქტიურად არ გვყავს ხუთმცველიან ტაქტიკაში რომ ყველაზე მეტ ბურთს უშვებს რაზეა საერთოდ საუბარი? ჩვენი კალიბრისაა სლოვენია, მაგრამ მათი თამაში პორტუგალიასთან ცალკარა არ ყოფილა.ეიფორიაში ვართ, მარტო მამარდა, კვარა და მიქაუტაძე არაა ქართული ფეხბურთი. შეხედეთ ჩვენ კლუბებს, მორნარ ბარებთან უშანსოდ აგებენ. ანომალიაა საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლა, მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი რიგზეა ქართულ ფეხბურთში. პირიქით კატასტროფაა საკლუბო ფეხბურთი.ასაკობრივებმაც კატასტროფულად ჩაატარეს ელიტ რაუნდები.ვინმეს ახსოვს რომ მარტში დანიასთან 17წლამდელებმა შინ 0-7 წააგეს?
საბა-ს
სომხები რა შუაში ვართ, შენ ნორმალური თუ ხარ? მოდი და შემედარე საქართველოს სიყვარულში. ვირთხა შენ უფრო ხარ, სომეხი სალანძღავი სიტყვა რომ გგონია.
დავით
ვისთან ვითამაშეთ შემტევი ფეხბურთი? ჩეხეთთან ცალკარა თამაშს უყურე, თუნდაც პორტუგალიის მეორე გუნდთან?.
ზაკო
ჩვენს ნაკრებს სჭირდება მუდმივად ჯანმრთელი კიტე ან მისი სრულფასოვანი შემცვლელი სათადარიგოზე, ეს გამოჩნდა ამ ევროზეც, სადაც მან ითამაშა ნაკრები ფეხბურთს თამაშობდა,ამიტომ ვილიმ ეს ძალიან კარგად იცის და ტაქტიკასაც იმის მიხედვით არჩევდა. ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყვნენ ქარიზმატული და შემქმნელი ნახ.მცველები დაწყებული პაიჭაძიდან დამთავრებული ქინქლაძე ჯამარაულით,სწორედ ამის მერე დაიწყო ქართული ფეხბურთის უსახურობა, მაგრამ იმედია გამოჩნდებიან ახალ თაობაში ამ პოზიციის ფეხბურთელები. ბურთის ამომტანი და შეტევის წარმმართველნი.
jora
წადი პოლიტიკას მიხედე ////შენ ეტყობა ის პაკალენია ხარ ჩემი ძმა დააგორე მენისკი რომ გაწუხებდა შენ მასწავლე ფეხბურთი ბიჭოო???
ჟორიკა
ჟორაჯან ფეხბურთი არ გესმის გასაგებია მაგრამ თუ გითამაშია საერთოდ თუ ნანახი გაქვს და ესეთი აზრები გებადება გონებაში
საბა
ოეე ბიჯოო რაც შეგვიძლია იმას ვთამაშობთ.... შენ კლავიატურის უკან ვიღაც ვირთხა სომეხი ტვინს ნუ ტ.ნავ შენი ბრძნული აზრებით
ეჰ
თურმე ეს წლები შემტევი ფეხბურთი გვითამაშია)))))))))))) ალბათ მონღოლებთან თამაშის შთაბეჭდილების ქვეშ ხართ ისევ. ვისაც არ ეზარება თითო თამაშში 20-30-40-ჯერ მაინც უბრახუნებს ჩვენს კარში და ჩვენ ვუტევთო. კარგით რა? აბა ესპანეთი როგორ ფეხბურთს თამაშობს მაშინ?))
Levani
ეჰ,მახსენდება 4 წლის წინ რა დონეზე ვიყავით. ბელორუსის "კრასნოდარის" მცველი მაკარევიჩი ყავსო და ვითვალისწინებდით.
bd
გული მიგრძნობს ირლანდია ჩვენ ჯგუფში მოხვდება :)
buba
სავარაუდოდ არც სანიოლს უნდოდა წასვლა, თორემ...
ჟორა
სანიოლი ჩვენ გვჭირდება! ყველა თამაშში გოლი გავიტანეთ, ვითამაშეთ შემტევი ფეხბურთი ესე იგი სწორ გზაზე ვართ ...მივხედოთ ასაკობრივ გუნდებში რომ ბევრი ტალანტი გამოჩნედეს 4 წელი საკმაოდ დიდი დროა ამისთვის
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ