ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

"კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს - ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო" - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

"კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს - ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო" - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

<p><p><p>„ტუტოსპორტი“ დღევანდელ ნომერში წერს, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იცის, როგორ დაამყაროს ურთიერთობა ხვიჩა კვარაცხელიასთან, თუ ფეხბურთელი უკმაყოფილო იქნება, გვერდით დაისვამს და იქამდე ელაპარაკება, ვიდრე მის სახეს ღიმილი არ დაუბრუნდება. აღნიშნულია, რომ კვარაცხელიაზე პსჟ-ის მიერ შეთავაზებული წლიური 11 მილიონი ევროს ოდენობის გასამრჯელოს გამო ზეწოლა ძლიერია და აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის მიერ შეთავაზებული 5.5 მილიონის ნაცვლად 8 მილიონს ითხოვს. აღნიშნულია, რომ „ნაპოლიმ“ ტრანსფერში პსჟ-ის 110-მილიონიანი წინადადება უარყო და ალბათ, „კვარა“ დარჩება.</p><p>Areanapoli-ს ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის შემდეგ ჯუღელმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანს შემდეგი განუცხადა: „რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ე.ი. ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო. ასეთი სურვილი მაქვს. სერიოზულად, ეს მე არ მეხება, ეს მხოლოდ „ნაპოლის“ საქმეა. ხვიჩას ბევრი შეთავაზება აქვს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გადასაწყვეტია. თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ მათთვის კარგ თანხად უნდა გაყიდონ, მაშინ გაყიდიან. თუ იტყვის, რომ უნდა დარჩეს, დარჩება. კონტრაქტი კონტრაქტია, ეს ჩვენ გვესმის“.</p><p>ჟურნალისტმა მაურიციო დე ჯოვანიმ Marte-ს ეთერში საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ „ნაპოლის“ წარმატება მომავალ სეზონში კვარაცხელიას და დი ლორენცოს საკითხზეა დამოკიდებული, ისინი, სავარაუდოდ, გუნდს არ დატოვებენ, თუმცა საკითხავია - როგორი განწყობით დარჩებიან.</p><p><p></p></p><br></p>

  • roma bejanidze

    ზამთარში გადავა. დარწმუნებული ვარ.

  • Რაგბის ფანი

    უნდა გამოახძადოს, რომ 3 წელი ძველი კონტრაქტით რჩება და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუშით წავა უფასოდ. დე ლაურენტისი მყისიერად დაიტკბობს ენას.

  • საბა

    100% მეტსაც გეტყვი, მომავალი ორი წელი უნდა დარჩეს ნაპოლიში. უნდა გამოვიდეს სიყვარულში გამოუტყდეს და თქვას რომ თანახმაა კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს. აი მერე ნახე ლაურენტისის ჩაჯმა

  • მამუკა

    აქ უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ნაკლებ უბედურებაზე უნდა იფიქრო. ანუ დარჩენის შემთხვევაში ხვიჩამ კონტრაქტით უნდა გააგრძელოს თამაში ისე, რომ ძალიანაც არ მოიკლას თავი და მხოლოდ ნაკრების თამაშებზე იფიქროს. სამი წლის გასვლის მერე, ანუ 2025-ში, მას უკვე უფლება ექნება კონტრაქტის დარღვევის ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს, ანუ უკვე აღებული ხელფასის რაღაც ნაწილს გადაიხდის და შეიძლება 2-3 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცენ. ამის მერე, ხელები გაეხსნება. თუმცა მგონია, რომ აქამდე არ მივა საქმე, რადგან ფეხბურთელს თუ გუნდში თამაში არ უნდა, ვერც ლაურენტისი დააძალებს, რადგან ასე ვერაფერს მიიღებს და გუნდში სიტუაცია აერევა. რაც მის ფასსეც იმოქმედებს, რაც ლაურენტისს არ უნდა აწყობდეს.

  • Gio

    კი მაგრამ ვინ დეგენერატს ჩააბარეს ეს ბიჭი ? ასე ყველაფერში ბედოვლათობა შეიძლება ? ესე იგი რა, ქართველს რო არაფერში არ უნდა გაუმართლოს და არსად რო არ ყავს პატრონი. კი მაგრამ ვინაა ეს ჟუღელია თუ ვიღაც ? რა კონტრაქტი გააფორმა ასეთი, მტერია ხვიჩასი ? მე მეორე ასეთი არ გამიგია რო ამ დონის ვარსკვლავი ასე ვიღაც კლუბის მონა გახდეს, წასვლა უნდოდეს და ვერ მიდიოდეს, რაღა ჩვენიანს უნდა დაემართოს ყველა უბედურება ? მეც არ მიკვირდა რატო ვერ ითამაშა ევროზე თქო, კაცს ეს სადარდებელი ქონია გულში და რა ედრიბლინგებოდა თურმე ? ის ჟუღელია თუ ვიღაც გასაპანღურებელია.

  • ამატაკი

    დაიდო ნობელ არუსტუმიანის ინტერვიუ, სადაც ფიგურირებს ხვიჩას მამა და აგენტი-მამუკა ჯუღელი. ინტერვიუ რათქმაუნდა გულდასმით გადამუშავდა იტალიური მხარის მიერ, შესაბამისი დასკვნებით. რა სამწუხაროა! პირდაპირ გული ჩაგწყდება იმ რეალობით, სადაც ვართ. ასეთ მნიშვნელოვან ამბავზე ასეთი ზედაპირული, ზერელე მიდგომა. მაშინ როცა ამხელა პრობლემა წარმოშვა ელემენტარულმა უცოდინრობამ და ზედაპირულმა მიდგომამ საქმისადმი, როცა არ დაფიქსირდა გამოსასყიდი რაიმე ნიშნულის თანხის სახით. რა მასშტაბის პერსპექტივის განიავებასთან გვაქვს საქმე, ხომ წარმოგიდგენიათ? რომ დაფიქსირებულიყო სადღაც თუგინდ 60-70 მლნ, ხომ ხვდებით რა შესაძლებლობები იხსნებოდა. მართლა ასარჩევად ექნებოდა საქმე ხვიჩას, გნებავთ ბარსა, გნებავთ ლივერი და ნებისმიერი სხვა. ამის მაგივრად დღესაც დგას ეს კაცი და იძახის ლაურენტისის ხელშია ყველაფერი, როგორც ის იტყვისო და გულწრფელად კმაყოფილია თავისი ნამოქმედარით. არანაირი წუხილი, არანაირი მონდომება სიტუაციის გამოსწორების. აი ასეთია სამწუხაროდ ეს თაობა! მარტო ჯუღელი ხომ არაა ესეთი. ეს ის საქმოსნებია, 90-იანებში ორ-სამ თვეში რომ აპირებდნენ ბიზნესების აწყობას თვეში 40%_იანი სესხებით . ამ ხალხის ხელში აღმოჩნდა მთელი თაობის და განა მარტო, მთლიანად ქვეყნის ბედი. 30 წელი რა არ მოაწიეს ამ მართლაც ღვთისაგან დალოცვილ ქვეყანას. სხვაგვარად ამათ ხელში წესით ვერ უნდა გადარჩენილიყო. რამდენი საუნჯის, ნიჭის განიავება მოახერხეს, ხომ წარმოგიდგენიათ? მაგრამ ღმერთს ვუმადლოდეთ, რომ საბედნიეროდ ჯიში და სისხლი არ გადაგვარებულა და სწორედ ხვიჩას თაობა არის ამის დასტური. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აწუხებთ წინა თაობების ეს მიამიტური , არასერიოზული ხედვები . სწორედ რომ სულზე მოგვისწრო ამ თაობამ და რაღაცა მაინც შემორჩათ, რის საფუძველზეც ნიჭითა და საქმისადმი სწორი მიდგომებით შეძლებენ წარმატებული ქვეყნის აშენებას!

  • გიორგი

    როგორც ვატყობ ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა უნდა. ეს გასაგებიც არის - ჩემპიონთა ლიგაზე თამაში + მეტი შემოსავალი, მაგრამ "ნაპილი" არ უშვებს. ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს? ჩემი აზრით ახალი კონტრაქტი არ უნდა დადოს. მომდევნო 1 წელი ითამაშოს ძველი ხელფასით, რაც მოქმედ კონტრაქტში უწერია. კონტესთან იმუშავებს (არ არის ცუდი მწვრთნელი), სიტუაციას დააკვირდება, იქნებ ოთხეულში მოხვდენ (ჩემპიონობა ზღაპარი მგონია). შემდეგ წელს კი, 2025-ში, აუცილებლად გაყიდიან. იგივე პსჟ-ში ან სხვა ძლიერ გუნდში.

  • სოსო

    მაინც მგონია,რომ თუ კვარამ კატეგორიულად არ დაუმტკიცა დე ლაურენტისს,რომ არ სურს დე ლაურენტისთან თანამშრომლობა და რომ მზად არის არც თვითონ მიიღოს ნორმალური ხელფასი,მაგრამ არც დე ლაურენტისს ახეირებს და არ ითამაშებს ძველებურად,ის ნაკლებ ფასად არ გაყიდის.არ ითამაშებს და არ ათამაშებს?ზამთრამდე ხვიჩას ფასი,50 მილიონამდე დავარდება და როცა ნახავს,არ გატყდებაო,სხვა რა გზა ექნება დე ლაურენტისს?-გაყიდის.ხვიჩაც იზარალებს,მაგრამ დე ლაურენტისს,გაცილებით დიდი ზარალი ელოდება და გუნდშიც დამძიმდება სიტუაცია.რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებიც ნაწილობრივ დაზარალდება,რადგან ხვიჩა ფორმას ვერ შეინარჩუნებს,მაგრამ 5 წლით კიდევ ნაპოლიში დარჩენას,მაინც ეს დემარში სჯობია.არც ნაპოლის ფანების აზრსა და განწყობას უნდა გაუწიოს დიდად ანგარიში,რადგან ორ წლის განმავლობაში,მათ მხოლოდ ხილი იხილე და მებაღეს რას კითხულობო,პრინციპით უყურეს ხვიცას მიმართ და უნამუსო დამოკიდებულებას და არც ახლა იმაღლებენ ხმას.მათაც უნდა გაიგონ,რომ მეწველმა ძროხამ კარგად რომ მოიწველოს,კარგადაც უნდა გამოკვებო.

  • სოსო

    ჯუღელს რაც ეხება,ის რომ ნორმალურად გაეკეთებინა,ხვიჩა ამ დღეში არ იქნებოდა!შეცდომას შეცდომაზე უშვებს და სულ უფრო ამძიმებს ხვიჩას მდგომარეობას.სერია ას დონეს,მხოლოდ ფეხბურთელი კი არა,მისი აგენტიც უნდა შეესაბამებოდეს.

  • ეს პლეერი მოაშორეთ!

    მე ვწყვეტ კონტრაქტს ნაპოლისთან! იბრძოლონ იმაზე რაც უკვე მოგებული ჰქონდათ )) რამე უფრო საინტრესოს ვადევნებ ყურს. ქართველი ბიჭები ისე მოედნენ ევროპას, რომ ინტრიგასა და სანახაობის გარეშე არ დავრჩებით ) ყველა ქართველს მხარს დავუჭერთ ქომაგები!

  • მამუკა

    ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი ინება ხვიჩასთვის მომავლი სეზონი, ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და გინდა არ გინდა ფიქრობ ამ მოკლე დროში რაღაც კაპიტალი დააგროვო, რომ შემდეგი 50 წელი შენც ნორმლურად იცხოვრო და შენმა შვილებმაც, წარმომიდგენია ეხლა როგორი რთულია ხვიჩასთვის შინაგანად როცა იცი რომ ხელფასს გთავაზობენ 11 მილიონს და შენ ამ დროს 1,5 მილიონზე უნდა ირბინო შემდეგი 3 წელი იმის გამო რომ თავში იქნა შეცდომა დაშვებული.

  • ჟორა

    რა სკუდეტო, რის სკუდეტო. გუნდი რომ მოხუც გასუქებულ ლუკაკუს გუნდში აიყვანს, მაგას ჩემპიონატის მოგება უნდა? საერთოდ კი პსჟ-ეც ვერასდროს ვერ მოიგებს ლიგას, რადგან ძალიან სუსტი ჩემპიონატი აქვთ და გუნდი სეზონზე 2-3 დაძაბულ თამაშსაც ვერ თამაშობს.

  • ქართველი

    ამხელა ქვეყანა ჩვენ გვიკიხავს მორალს სამართებლივ ინსტიტუციებთან დაკავშირებით და თვითონ ვერ მიუხედიათ თაღლითი, კრიმინალი ლაურეატისთვის. უბრალოდ სირცხვილია

  • ჯუდო

    რა ტრაგედიას ქმნით,ნაპოლიში თამაში არ ეკადრება?თუ არ ეკადრება თვითონ ხვიჩამ დაამტკიცოს.ფაქტია რომ ისე ვეღარ თამაშობს, როგორც თამაშობდა

  • ზაკო

    კონტე ნაპოლის 4-ში შეიყვანს, ჩემპიონობის რა ვთქვა,მარა ეს ბიჭი ცოდოა ჯერ ყანა აგენტის და მერე ჩათლახი ლაურენტას ხელში, წარმატებები ყველა ვარიანტში და იღბალი მომავალში, ისე არც ის შეიხია დიდად სანატრელი, ფულებს კი იხდის, მაგრამ ფეხბურთელებს ისიც მაქსიმალურად წურავს და მერე კარგ კლუბებშიც აღარ უშვებს, მაგ. ვერატი, ნეიმარი და კიდევ შეიძლება ჩამოთვლა

  • ამატაკი

    ერთი მხრივ თუ არის კიდევ რესურსი, რომ ხვიჩამ კიდევ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთი ითამაშოს, კონტე ერთერთი საუკეთესოა იმათგან, ვისაც ძალუძს მეტი ტაქტიკური განსწავლულობა შესძინოს. მეორე მხრივ არის კლუბის და განსაკუთრებით ლაურენტისის განწყობა ამ დონის ფეხბურთელის მიმართ. დი ლორენცოსაც ახლად გაფორმებული, ბევრად უკეთესი სამწლიანი კონტრაქტი აქვს კლუბთან, მაგრამ სულაც არ ქონდათ მასთან კატეგორიული ტონი, გინდა თუ არ გინდა დარჩებიო. პირიქით, ტონს დაუწიეს და ეხვეწეს კიდეც. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ დი ლორენცო თავად განსაზღვრავდა საკუთარ მომავალს. ჩვენ შემთხვევაში კი ბევრად მედიდურად და კატეგორიულად იქცევიან. ამ გაბღინძულ პრეზიდენტს ისე მოაქვს თავი, თითქოს გრანდს აშენებდეს, ამასობაში მთავარი ვარსკვლავისათვის შესაფერის ანაზღაურებას ზევიდან გადმოჰყურებს. გრანდები ხვიჩას მოთხოვნილ ხელფასს რიგით მოთამაშეს უხდიან. 5,5 მლნ.-ად უნდა 100 მლნ. ფეხბურთელი შეინარჩუნოს და ვითომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და ყველგან ასე იქცეოდნენ. სამწუხარო ის არის, რომ ამის "გაპრავებაში" მხარს უბამენ მისი დაქირავებული მედიის წარმომადგენლები, არც ფანობა იჩენს დიდად თავს. ისინი კი არა და ზოგიერთი ქართველიც კი უბამს ამ საკენკს მხარს, ისაო და კონტრაქტი უნდა შესრულდესო. იმდენი მაგათი ..... რამდენიც გაგანია ევროპელ ვარსკვლავზე რომ იყოს საუბარი, კაი ხანია კუდის ქიცინი ექნებოდათ ატეხილი, კონტრაქტი არა კვახი!

  • მანფრედ კალცი

    ამ ხათაბალაში, საკუთარი წილის გაზრდის გამო, ხვიჩა გააბა ჯუღელმა. რაც დროზე დააღწევს თავს ჩვენი ბიჭი ამ კაცს, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და გულშემატკივრისთვისაც.

  • ჟორა

    თუ დარჩება ყველანაირ რეკორდზე უნდა იმუშაოს ჯარიმები ამან ურტყამს და ა.შ.

  • რიკი

    სულ რომ მარადონა და პელე გააცოცხლო ესენი სულ მცირე შემდეგი 10 წელი ვერაფერს მოიგებენ. როდესაც სეწოლა დიდია ნაპოლის ნაირი საშუალო გუნდები ვერაფერს ვერ აკეთებენ სპალეტისთან გაუვრადათ იმიტომ რომ არავინ ელოდებოდა და ლაღათ თამაშობდნენ. კონტე მთლიან სეზონს ვერ ჩაამთავრებს.

  • დდდ

    საქმეც ეგ არის - დარჩებიან, მაგრამ როგორი განწყობით?!... ბულბულები გალიაში არ მღერიან...

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი

"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა

ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს

"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ

დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა

ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა

დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული

[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს