"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დიმაროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის ამოცანებზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ვაჩვენებთ, რომ ძალიან ზუსტი ხედვა გვაქვს იმისა, რა უნდა გავაკეთოთ, ვმუშაობთ როგორც დღევანდელი დღისთვის, ასევე მომავლისთვის. რაფა მარინი ახალგაზრდა და პერსპექტიულია, იმედი გვაქვს, დიდი ხანი იქნება ჩვენთან. თუმცა, მთავარია აწმყოზე ფიქრი და სპინაცოლას გადმობირების დიდი შანსით ვისარგებლე.

გასული სეზონის დამთრგუნველი სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტა. ეს ყველა ასპექტში იმედის გამაცრუებელია, მაგრამ მე ამას დავასრულებ. ყველა გავაფრთხილე, რომ წარუმატებლობა არ დაივიწყონ. ეს უფრო გამოცდილებს გაგვხდის. სკუდეტო ყველამ ერთად მოიგო და ყველამ ერთად დაკარგა. ჩემი დაბრუნების შემდეგ ამის უკან შემობრუნება ძნელია, თუმცა კლუბისა და ფეხბურთელების დახმარებით სირთულეებს დავძლევთ. ბოლო ჩემპიონატი გუნდისთვის რაღაც აბსურდული იყო, საჭიროა ჩემპიონთა ლიგაზე სააღლუმო გზით დაბრუნება. ესაა მიზანი.

ოსიმენი საუკეთესო მოთამაშეა, პროფესიონალია, კარგა ხანი ველაპარაკე. იცის, ვიდრე აქ არის, საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით მუშაობა მართებს. მომავალი არ მაღელვებს, მთავარი დღევანდელობაა. ის ჩვენი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, არ ვიცით, დარჩება თუ არა, პროგნოზები არ მაღელვებს.

კვარაცხელია და დი ლორენცო - პრეზიდენტი მათ დატოვებას დამპირდა და სიტყვა შეასრულა. ეს კლუბის დამსახურებაა, რომელიც სწორი მიმართულებით მოძრაობს. ეს ორი კარგი ბიჭია. დი ლორენცო ნეაპოლთან მთელი ცხოვრებითაა დაკავშირებული, ძალიან იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მე დავამშვიდე, რამეთუ არ შეიძლება ამდენი წლის ნაშრომი წყალში გადაყარო. სწორედ ეს ავუხსენი.

ორ დღეში "ინტერთან" ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელია. რეალობა ასეთია და თუ პროგნოზებს აკეთებთ, გონიერებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ თქვათ ის, რაც სინამდვილეს არ შეესაბმება. სხვაობა არის, რაც ვიცით, ზილენსკიც "ინტერში" გადავიდა.

ვიმუშავებთ სამ და ოთხმცველიან დაცვაზე. სატრანსფერო ბაზარზე ამის გათვალისწინებით ვიმუშავეთ. ბონჯორნოს ორივე ფლანგზე ეხერხება გარჯა, დი ლორენცოსაც. შევეცდებით ფეხბურთელების მახასიათებლების გაუმჯობესებას და ისეთი ხარისხის მოთამაშეებს გამოვიყენებთ, როგორებიც "კვარა" და პოლიტანიო არიან. პასიური გუნდი არ მჭირდება. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას უნდა ვიცოდეთ, თავი როგორ დავიცვათ.

ზილენსკის გარეშე - ლობოტკასა და ანგისას წყვილი ერთ-ერთი ძლიერია, კაიუსტეს პოტენციალი გააჩნია და მისგან მაქსიმუმის მიღებაა აუცილებელი. კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბების საშუალება ფოლორუნშოსაც აქვს. ამაზე მუშაობა მოგვიწევს. მოცემულ მომენტში ნახევარმცველის დამატების მოლოდინი არ გვაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სეზონის ბოლოს უკეთესი იქნება".

ჭიჭიკო
დაანებეთ თავი ამ ბიჭს, სასწაულებეს აკეთებს ხვიჩა და ვიღაც ჯუღელმა, დე ლაურენტისმა და კონტემ ნუ ჩააოხრეთ საქმე
ლაშა
აგენტზე ბევრია დამოკიდებული მარა მთლად აგენტები ყველაფერში დამნაშავეები ვერ იქნებიან. ისინი კლიენტის ნებას წარმოადგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას კლიენტი იღებს. მერე მეორეა და ჩვენი ფეხბურთელები ტოპ კლუბებში ახალი ამბავია. ადრეც იყვნენ მარა კანტი კუნტათ რო იტყვიან. არ იციან მაგალითად ვაჭარ დელაურენტისნაირ ხალხთან როგორ ილაპარაკონ. თავიდან მილიონი ორი მილიონი ჩვენი ფეხბურთელებისთვის რომლებიც იწყებენ მაგარი ფულია და მაგ დროს უგებენ მახეს. მე ესე მგონია
რა ლოგიკაა
წუწურაქი ლაურენტისი შესაფერის ხელფასს არ აძლევს და ხვიჩას აგენტს ადანაშაულებ?
გაიგე ანზორი?
არაფერი გამოუვა კონტეს. ახლადმოსულებმა შეიძლება თავებიც მოიკლან თამაშით, მაგრამ ძველები ითამაშებენ ზუსტად ისე როგორც თამაშობდნენ შარშან. არც ოსიმენი და ხვიჩა მოუმატებენ და მით უმეტეს არც დი ლორენცო, ანგისა თუ ლობოდკა. კაიუსტე ხომ ცალკე საღადაო თემაა. ამ ბიჭებმა თავისი უკვე ითამაშეს ნაპოლიში. ეხლა ყველას წასვლა უნდა. 10 ტურის შემდეგ კონტეც დაადგება იმავე გზას, რომელსაც დაადგნენ გარსია და კოლცონა. ასე რომ ტყუილად ფაფხურობს კონტე. ინტერი, მილანი და იუვე კი არა, მადლობა თქვას სახლში ემპოლი - ტორინოები თუ დაამარცხონ.
დათო
ხვიჩას აგენტია საცემი ამ დღეში ჩაგდებისთვის.
dato
საფრანგეთი უფრო ძლიერი ჩემპიონატია ან იტალია რატომ არის სუსტი? ) ხალხმა ვინც ნაპლის გამო დაიწყეთ სერიას ას ყურება და მარტო ნაპლის თამაშებს უყურებთ არ გესმით სერია ას ხიბლი და სიძლიერე )
რა მაფიაა?
ნახევარმცველის დამატებას არ ველოდებითო... სუ გაგიჟდა... ამდენი მცველი ძაან კაია, მარა ზელისნკის წასვლის მერე მარტო ლობოტკას და ანგისას იმედადაა ეს ჩემისა?? კაიუსტე უალტერნატივო სასტარტო რჩება, წრეზე მიდიან მგონი :-/
ჭიჭიკო
ეს რა მაგარი მრწვთელი ყოფილა კონტე, ტიპი ვერ ანსხვავებს რომ ხვიჩა პლეიმეიკერია, დი ლორენცო - გუნდის ზურგი, ოსიმენი - ტიპური ფინიშორი
C
ოსიმენი თუ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია ნაპოლიში run ხვიჩა run . ესეიგი მწვრთნელი უბერავს, მგონი გადასვლის დროა მართლა როგორმე
რა ვიცი აბა
1 წელში კონტეს "მუშა" ფეხბურთელების გუნდში ისე უნდა გაიბრწყინოს რომ 130 მლნ ვინმემ გადაიხადოს - როგორ არის ეს რეალობასთან ახლოს? კონტეს გუნდებში ვინმე გახსენდებათ კვარას მსგავსმა რომ გაიბრწყინა? სულ სხვა სტილს ათამაშებს და კვარას ბურთთან ეფექტური და ლამაზი მოპყრობა საერთოდ არ აინტერესებს.
გიო-ს
ნეტავ შენ პროფესორის მნიშვნელობა იცოდე
ქართული
ნუ ითარსებით ერთი რა! ჯუღელი ვინცაა და რაცა გასაგებია, მაგრამ კვარა არსადაც არ ჩაიკარგება, რა! უნდა ივარჯიშოს და ითამაშოს მაქსიმალურად და ერთი წლის მერე გადავა გრანდში. თუ ეს ერთი წელიწადი 6-7 მილიონი ექნება ხელფასი ბონუსებიანად, ესეც არაა ცუდი. ეხლანდელ ხელფასზე ოთხჯერ მეტია. თუ ამ ერთ წელიწადში კონტემ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და ლიგაზე გაიყვანა, შეიძლება არსადაც არ წავიდეს, ისევ მოითხოვოს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი და კიდე ერთი წელი დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია, რომ ივარჯიშოს და მაგრად ითამაშოს.
გიო
გამომივიდა პროფესორი კვარა შეუბერე რა გუნდშიც არ უნდა იყო გულშემატკივრობთ!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ამ გუნდიდან რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს უნდა წავიდეს. საერთოდ რომ არც ითამაშოს 3 წელი კიდე. ნაკრებს მთავარია გამოადგეს.
ისემც!..
ესე იგი, ოსიმენი ყველაზე ძლიერია. პოლიტანო და ხვიჩა ერთ ხარისხში გაჰყავს...გაიქეცი, კვარა, გაიქეცი!!!

კვარა, შენს თავს უნდა დააბრალო პირველ რიგში, ჯუღელი რომ აირჩიე აგენტად. 2029 წლამდე 130 მლნ გამოსასყიდით გააფორმებ კონტრაქტს და მორჩა, ჩაიკარგები. 5 წელი იტალიის სუსტი ჩემპიონატის საშუალო გუნდში, რომელიც ვერასდროს დასახავს ამბიციურ პროექტს. 28 წლის კი შენს პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელი ვეღარ მოუმატებს - არსებულის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს და ნაპოლიდან ვერონაში ან ტორინოში თუ წახვალ მაგ დროს. იმედია ვცდები, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან სამწუხარო პერსპექტივაა ნაპოლიში დარჩენა.
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
"ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია" - ლუჩანო "ნაპოლის" კაპიტანს ართმევს?
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა" - კასანომ "პარტენოპეის" ფეხბურთელზე ისაუბრა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ამას მხოლოდ კონტე თუ მოახერხებდა" - "ნაპოლის" კაპიტანი სკუდეტოს მოგების შემდეგ
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს