ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს:

"კვარას" საქმე სრულიად განსხვავებულია. მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე. იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავაზებული რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან ხელშეკრულების გაწყვეტის არავითარი პირობები არ იქნებოდა გათვალისწინებული და ეს კლუბის გზავნილია მთელი საფეხბურთო სამყაროსადმი, რადგან ხვიჩას უახლოეს წლებში შეუძლია მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდეს".

"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ "ნაპოლის" დიპლომატიამ შედეგი გამოიღო, იდენტობის დაკარგვის გარეშე უკმაყოფილოები შემოირიგეს, რისი დადასტურება ჯუღელის უკვე განსხვავებული გამონათქვამია, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ქართველი დარჩება, კონტემ მისი სიმპათია მოიპოვა და 25 ივლისს შეკრებაზე გამოცხადდება.

სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას მტკიცებით, კვარაცხელიას სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ

ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.

გულშემატკივარი
მსოფლიოში უდიდესი ვარსკვლავები, ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ხვიჩას დღეს ვერავის შევადარებ, ის დაბადებით ფეხბურთელია, როგორიც იყო პელე, მესხი, სტრელცოვი, მარადონა..... კიდევ შეიძლება შევადარო ჰოლანდს, მაგრამ არცერთს სტილით. ასევე ძალიან მაგარი იყო რონალდინიო. წარმოუდგენელი ტექნიკით. გთხოვთ გამომეხმაუროთ
გულშემატკივარი
სრულიად გეთანხმები.
გაიგე?-ს!
ფეოლა გამოგრჩა, ძმავ!
გულშემატკივარი
მიქაუტაძეს ენაცვალოს ჩემი თავი. მისი ყველაფერი კარგი გამიხარდება, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, შემთხვევით გახდა ოქროს ბუცის მფლობელი. ღმერთმა მისცეს, წინსვლა, გამარჯვებები და სიხარული.
სიმართლე.
ასეთია აფერისტების ტაქტიკა. მიგიზიდავს, დაგაბავს და გიხმარს. გამოცდილი მაქვს, მაგრამ ეს ჩემი შეხედულებაა, დღევანდელ კაცობრიობაზე.
ჭიჭე!
მალე არჩევნებია. მამუკაც თქვენთანაა.
ირმა
აი რა არ მოგეწონათ ამ კომენტარში, რა თქვა ამ კაცმა ცუდი. ვისაც არ მოგეწონათ ხომ შეგიძლიათ დააკომენტაროთ თუ რა და რატომ არ მოგწონთ კომენტარში.
სოსო
ხვიჩა კვარაცხელია,უკვე გახდა ნაპოლის ლეგენდა და არაფერი აღარ აქვს დასამტკიცებელი, იქ,სადაც სანახევროდაც არ აღიარებენ მის ფასს.დროა უფრო დიდ კლუბში გამოსცადოს თავი და დე ლაურენტისის ცინიკურ ძალადობას თავი დააღწიოს.ხვიჩასთვის ეგ შეთავაზებაც შეურაცხმყოფელად მცირეა და კიდეც წასვლის არ დაშვება?ჯუღელი მართლაც ნაპოლის აგენტი უნდა იყოს,მაგაზე რომ დაეთანხმოს.კაპიტნობას ახარბებენ?გემის მფლობელი როცა დე ლაურენტისია,კაპიტნობა მის გემზე,რა სახარბიელოა?დროც გაჰყავს დე ლაურენტისს და დანახარჯებს,ამითაც იმცირებს.ხელფასს ხომ ყოველთვიურად გასცემენ.ვინც გინდა მიიყვანოს,მწვრთნელი თუ ფეხბურთელი,ხვიჩასთვის მნიშვნელობა არა აქვს,მის მიმართ ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს უპატივცემულობას.არ უნდა განაახლოს კონტრაქტი და ქვეყანას დაანახოს,რა კაბალურ პირობებშიც ჩააყენეს.ნორმალური ადვოკატი და აგენტი,აუცილებლად მოახერხებენ,რაიმე გამოსავლის პოვნას.ჯუღელმა კი,სხვა ფეხბურთელებს მიაქციოს ყურადღება და მათთან არ გაიმეოროს,აქ დაშვებული შეცდომები.დე ლაურენტისს,ის უკვე დამორჩილებული ჰყავს და ხვიჩას,სურვილის შემთხვევაშიც კი,ვეღარ დაეხმარება.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ხვიჩა უნდა გახდეს “ნაპოლის” და სრულიად ნეაპოლის ლეგენდა, ლაურენტისი, თუ პირობებს შეუქმნის და მხარდაჭერას არ მოაკლებს! სი ქგგალე გურს ხვიჩა! მთელი ერი შენთან ვართ! ✊
Kaxa
ხვიჩას ვუსურვებ ყველაფერს კაის დალოცვა არ მოლებ9დეს მის დიდ ოჯახთან ერთად. მე და ჩვენი ხედვით რამოდენიმე აზრით გვირჩევნია პსჟ გადავა ყვეკა გუნდში სადაც იწვევენ და გადავიდოდა და სხვა ატმოსფეროს და გუნდის სხვა საინტერესო უფრო გახდებოდა მე მის ადგილას გადავიდოდი სხვა გუნდში პირველს რიგში საფრანგეთის ჩემპიონატზეც
გია_544
მიქაუტაძე პირველი ქართველია, რომელიც "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა და საქართველოს ისტორიაში შევიდა! "მონაკოსთან" ჩემპიონების ლიგაშიც გაიბრწყინებს. ყოველი ბრუციანი აგენტის ჩარევის გარეშე )) კვარას უღელი - მამუკა ჯ_უღელი კვარას რუბინისდროინდელ წრეზე მეორედ უშვებს.... დამესიეთ ეხლა მამუკას ბოტები )))
გაიგე ანზორი?
პსჟ - იც გახდება კაპიტანი, და საერთოდ ხვიჩა ყველგან გამორჩეული იქნება, როგორც მარადონა იყო, ან მესია დღეს. ხვიჩა ხატავს ფეხბურთს, სხვები მხოლოდ თამაშობენ, ამიტომაც ჯობია ყველას. რომ გადავიდეს ლიგა1-ში ჟორჟი და ეგ 1 და 2 ადგილზე იქნებიან პირველივე წელს ბომბარდირთა დავაში. როგორმე უნდა გაეცალოს ნაპოლის, აფსუსია 1 წლის დაკარგვა. კონტე კი არა მენოტი, კაპელო და ფერგიუსონიც ვეღარ უშველიან მაგ გუნდს.
ფერნანდო
ოსიმენი ტრანსფერზე დააყენა და იმიტომ მოელაპარაკა დიდ ხელფასზე-რომლის გადახდაც არ მოუწევდა! აგენტმა რომ ვერ ივარგა, ეგეც უეჭველია!
inviz9
თუ კონტრაქტში ჩადებული პირობების გამო ხვიჩა ვერ მიდის მაგ სოფლის გუნდიდან დღსვე, მაშინ უნდა მოითმინოს და ყოველ შმთხვევაში კონტრაქტის გახანგრძლივებას არანაირ შმთხვევაში არ დათანხმდეს. ჯუღლმა კი ხელფასის სხვაობის ნახევარი თავისი ჯიბიდან უხადოს-მაგის ბრალია რომ ტყვედაა ხვიჩა ჩავარდნილი, მაგ მაფიოზას ლავრენტას ხელში ან კიდევ აიღოს გაზრდილი ხელფასი და გულის ამრევად ითამაშოს ისე რომ ლავრენტამ თვითონ მოინდომოს მისი სასწრაფოდ გაყიდვა
ჟორა გაბრიჭიძე
ვამბობთ რომ ლავრენტი ძუნწიაო, სულაც არ არის ძუწი. ვერ ხედავთ ოსიმენს 10 მილიონს რომ უხდის და სხვებიც არ არიან უკმაყოფილო? გამოდის, რომ სხვა რამეშია საქმე და ეს სხვა რამე, აგენტია. უფალმა ბრძანა "დააკაკუნე და გაგიღებენო", ანუ "მოითხოვე და მოგეცემაო". ვნახოთ რას მოითხოვს ამჯერად ხვიჩას აგენტი. საერთოდ კი ყველამ უნდა გაითავისოს ხოჭოლავას მაგალითი. იმედია უფალი არ გაგვწირავს და ხვიჩას არაფერი დაემართება, მაგრამ რომ დაემართოს რით უნდა იცხოვროს დარჩენილი წლები? ამიტომ კარიერის ამ მოკლე პერიოდში უნდა დააგროვოს იმდენი, რომ მომავალი გარანტირებული ჰქონდეს. ასე თუ აბნია წლები მინიმალურ ხელფასზე, რას დააგროვებს?
ჟორა გაბრიჭიძე
ძუნწობის კვადრატებო, მერე და მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელის ხელფასი 4,5 მილიონი ევრო უნდა იყოს? და მეორე, ერთი ფეხბურთელი ვერაფერი ვერ გახდება თუ გვერდით ძლიერი პარტნიორები არ ეყოლა და ლიგა არ მოიგო. ასეთი რამ კი ლავრენტის ხელში ნაპოლის არ ეღირსება.
ზაკო
ამ დისლაიქის დამწერის ტვინში ჩამახედა, რა თქმა უნდა თუ აქვს? მიზეზი თუ რატომ დაწერა ან რას არ ეთანხმება

გამოსასყიდი პუნქტი ახლაც არ არის, მაგრამ 110 მლნდ არ უშვებს პსჟ-ში. მერე რა რომ გამოსასყიდის პუნქტი არ იქნება ახალ კონტრაქტში, სხვა პუნქტებში რა წერია გაწყვეტაზე ეგ არის მთავარი. ხო დე ლაურენტისი ის კაცია რომ 110 მლნდ არ ყიდის და თან ხელშეკრულებას გააწყვეტინებს ნებისმიერ დროს უსასყიდლოდ, თან იმ დროს როცა სხვა გუნდი დღესვე 70% ით მეტს სთავაზობს. მეორე წელი ხომ ითამაშა 1 მლნდ, (მათთვის ვინც თვლის რომ ფულს გამოკიდებაა ამაზე საუბარი - 30 წელში პირველად კომპანია რომ მოგებით პირველი გახადო და მანც 1000 ლარს გიხდიდნენ, ხომ დაკარგავ მოტივაციას და იგრძნობ რომ არ ხარ საჭირო), ახლა გახდა თურმე მთავარი ფიგურა გუნდში, ოღონდ ოსიმენს ორმაგს გადაუხდიან მაინც. სანამ წერა-კითხვის მცოდნე აგენს არ აიყვანს, ხვიჩა ვერ გამოძვრება ამ სიტუაციიდან.
ც
მეგობარო გაიხარე!!! 100%
ამატაკი
ვინც რაც არ უნდა ამტკიცოს, ნაპოლის ჩემპიონობა ხვიჩამ მოუტანა. იტალიაშიც და ჩვენთანაც კი ათას რაღაცას მიედ-მოედნენ, აქაოდა ჯერ ოსიმენიო, მერე სპალეტიო, მერე არ ვიცი კიდე, ათას სისულელეს ქადაგებდნენ, მაგრამ გავიდა დრო და სიმართლე არ დაიმალა: თითქმის ყველამ ჩაისვარა. ხვიჩა იმ ჩაგდებულ სეზონშიც კი ბრწყინავდა, 10-ჯერ მოახერხა მატჩის საუკეთესოს წოდება მიეღო. ყველაზე მაგარ პიარის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი: საქმე საქმეზე რომ მიდგა, რაღაც ვერ ვხედავ ოსიმენზე გაცხოველებულ ტაციაობას, იგივე ხვიჩასაგან განსხვავებით. მიუხედავად ამისა ის მაინც სეზონში 10 მლნ კონტრაქტზეა და გამოსასყიდზეც უკლებენ. ამ ჩვენ ბიჭზე კი გეგონება ექსკლუზივი მიცეს ამ გაუმაძღარ ლაურენტისს. იტალიის ჩემპიონატს ყოველთვსი ვაფასებდი, მაგრამ ამ ყოველივეს შემდეგ ჯუღელის ნათქვამზე მეკეტება გონება, კიდე რომ ამას ამბობს: ლაურეტისი გადაწყვეტს ხვიჩას მომავალსო! ზოგჯერ ვფიქრობ იქნებ მე ვერ ვხდები მეთქი რამეს, მაგრამ აქაც რომ ვკითხულობ და სხვასაც რომ ვეკითხები, უმეტესობა ასევეა განწყობილი, ვეღარ ვხდები რა და როგორ ჯობია. არიან ისეთებიც, შენ ვინღა გეკითხებაო რომ იტყვის, მათთვის განვმარტავ: ეს ბიჭი მთელი ქვეყნის საუნჯეა, მთელი ახალი თაობის მაგალითი და სიამაყეა. სწორედ ამიტომ ვღელავთ ქართველების უმეტესობა მის აწმყოსა და მომავალზე.
David
რას ეპატრიოტებით მაგ წუწურაქებს? ჩემპიონობის შემდეგ ხელის გულზე უნდა ეტარებინათ, მაგრამ შემდეგი სეზონი ისევ კაპიკებზე ათამაშეს და რამდენიც დაკარგეს კი ხედავთ.ოსიმენისთვის დამატებული ხელფასი ხვიჩასთვის რომ გაენაწილებინა, შეიძლება ლიგაზე გამსვლელი ადგილი დაეკავებინათ, რადგან კვარაცხდლია პასიური აღარ იქნებოდა. არ უნდა დათანხმდეს ხვიჩა მისთვის მიუღებელ წინადადებას, სანამ ხელი არ მოუწერია ახალ კონტრაქტზე უპირატესობა მის მხარეზეა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს