ამერიკის თასის ფინალში არგენტინამ კოლუმბია 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი, რაც რეკორდია.

სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრების შესვლით გამოწვეული პრობლემის გამო მატჩი საათისა და 23 წუთის დაგვიანებით დაიწყო. „მარკას“ ცნობით, ნამდვილი საგიჟეთი იყო, შეხვედრას იმაზე მეტი (7 ათასით) მაყურებელი დაესწრო, ვიდრე არენა იტევს. ცხელოდა, ტემპერატურა 33 გრადუსი იყო, პირველ ტაიმში კოლუმბია დომინირებდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. 36-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერი მესი არიასთან შეჯახების შედეგად დაშავდა, მაგრამ სამწუთიანი პაუზის შემდეგ თამაშის გაგრძელება შეძლო.

შესვენება 24 წუთი გაგრძელდა, რადგან შაკირამ მინი-კონცერტი ჩაატარა. მეორე ტაიმში არგენტინა მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თამაში უფრო ლამაზი სანახავი გახდა, დი მარიას დარტყმული ბურთი მეკარე ვარგასმა მოიგერია. 65-ე წუთზე მესიმ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. შემდეგ არგენტინელი გონსალესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. მეორე ექსტრა ტაიმში კი, 97-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მაიამი. „ჰარდ როკ სტედიუმი“

არგენტინა - კოლუმბია 1:0 (ძირ. დრო 0:0)

გოლი: მარტინესი (112)

. არგენტინამ ზედიზედ სამი ტოპ-ტურნირი მოიგო და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა.

. 37 წლის მესი XXI საუკუნეში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ფინალში თამაში სასტარტოდან დაიწყო.

ზაკო
2025-ის აგვისტო დაანონსეს
დავით 67
2016წლის ევროს ფინალი გამახსენდა. იქ რონალდუმ იტირა, როდესაც ტრამვა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. ამ ორი ლეგენდის ცრემლებს ვენაცვალე. ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე ფეხბურთი. რამხელა სიამოვნება მიანიჭეს მილიარდობით ადამიანებს. ფეხბურთის ჩლუნგ ეგრეთწოდებულ ფანებს ვერ გაუგიათ რომ არ შეიძლება თუ რონალდოს ფანი ხარ მესის აგინო ანდა პირიქით თუ რონალდო უფრო მოგწონს მესის აგინო. არადა ასეთები ბევრი გვყავს საქართველოში. აქ ერთი უსახელო ეგრეთწოდებული მესისტი ჩემს კომენტარებს უსაფრდება ვირთხასავით და ვითომ მაკრიტიკებს, რადგან ხშირად დამიწერია რომ მე რონალდო უფრო მომწონს. დაახლოებით ასეა ქოცი თუ არ მოგწონს ე.ი ნაცი ხარ ანდა პირიქით. რას იზამ სხვანაირად მათი გონება ვერ მუშაობს. და კიდევ ვინც ვერ ხვდება თუ რატომ ტირიან ლეგენდები, მათ ვეტყოდი საკუთარი საქმისადმი დამოკიდებულებას "პოხუიზმი" ჰქვია. უფრო სწორად თავიანთ პროფესიას ( მითუმეტეს თუ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში არიან) არაფრად აგდებენ. არა აქვს მნიშვნელობა მუშა ხარ თუ ექიმი, მძღოლი ხარ თუ მასწავლებელი. უამრავი ექიმი ვიცი ვინც თავიანთი პაციენტები გადაურჩენიათ, წლების შემდეგაც უტირიათ. მაგალითად რამაზ დათიაშვილი
ვახო
მაინტერესებს, ფინალისიმა იქნება? თუ იქნება როდის?
მთლად მასეც ვერ არის
1000-ში ერთი რო იბადებოდეს ლეოსნაირი ფეხბურთელი, ახლა ყველა ჩემპიონატში და ყველა გუნდში მესისნაირი ფეხბურთელები ითამაშებდნენ :D :D თაობაში 1 ან 2 თუ დაიბადა ლეოსნაირი ფეხბურთელი უკვე კარგია :)))))
ასეა!
ლეო შენს ცრემლებსაც ვენაცვალე და შენს საფეხბურთო კარიერასაც! ბედნიერი ვარ შენს ეპოქას რო მოვესწარი! შენაირი ფეხბურთელი ათასში ერთი თუ დაიბადება! არგენტინას რა ვარსკვლავთცვენა ფეხბურთელები ყავდათ და ყავთ? დაწყებული მარადონათი და დამთავრებული ლეო მესით! უმაგრესია!
ოთო
ზოგიერთები რატო უყურებთ ფეხბურთს ვერ გავიგე, გაძალებთ ვინმე?
კარგ, ადამიანს ზაკოს!
ზაკო! ჩავიკითხე შენი კომენტარები და მართლაც ყოჩაღ! აქ ზოგიერთებს არ მოეწონათ "ლეოს ცრემლები" და თურმე არ შეიძლება ლეგენდებმაც წამოიტირონ, ტრავმა მიიღონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაგალითად ლეოს გამო ვუყურებდი განვლილ ფეხბურთის მატჩებს (ბარსაშიც) და ეხლაც არგენტინის ნაკრების გუშინდელ თამაშსაც და როცა იძულებით გაიყვანეს ექიმებმა (თორე ლეოს სდომებია გაგრძელება) სიმართლე გითხრა რაღაც მუღამი დამეკარგა ყურების. კიდევ კარგი მოიგეს არგებმა და მაგით მაინც გაახარეს ლეო! ბოლოს "კოლექტიური masterebis" გასაგონად: ვისაც არ გევასებათ ლეგენდების ყურება, გაიარეთ რა?

და ამ "ორგანიზებით" აშშ მ უნდა უმასპინძლოს მსოფლიოს??!!
ზაკო
ცრემლებსაც დაფასება უნდა, იმიტომ რომ ყველაზე სუფთაა რაც ადამიანის სხეულიდან გადმოდინდება, არ ააქვს მნიშვნელობა მტერია თუ მოყვარეა
masteris
ბიჭო, საიდან ასეთი: სიბოროტე, ღვარძლი და კაცთმოძულეობა? დდდ.
ვულოცავ არგენტინას !
გამიხარდა არგენტინის ნაკრების გამარჯვება, მაგრამ ჩამიშხამდა ლეოს გამო, ძალიან შემეცოდა, ბედი არ გინდა? მაინცდამაინც ამ ფინალში არ მიიღო ტრავმა? ხოდა ეგ ცრემლებიც მაგის გამოძახილი იყო.
ზაკო
დიდები რომ არიან და დღემდე ბოლომდე იხარჯებია მინდორზე, ბოლობდე თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე დგანან და უბრალოდ ძალიან მაღალი სპორტული ჟინი აქვთ, იმიტომაც არიან მწვერვალზე ამდენი ხანი, აი ზუსტად მაგიტომ არის მათი ცრემლებიც ნამდვილი და არა არტისტული, ემოციაც მაგიტომ აქვთ ბოლომდე და როცა ეს ემოცია აღარ ექნებათ მინდორსაც თავაწეულები დატოვებენ, ხოლო ჩვენ დიდხანს მათი მონატრება გვექნება
ზაკო
უკვე მე-4 წელია საფეხბურთო ღმერთი არგენტინის ოლიმპზე ტრიალებს, ისე ღმერთის ხელიც ხომ მაგათია
ზაკო
სუპერ-კოპა! ორი უდიდესი, ერთნაირი ისტორიის მქონე საფეხბურთო ქვეყანა! მხოლოდ ამ ორმა ქვეყანამ შეძლო სამი დიდი ტურნირის ზედიზედ მოგება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი vs მსოფლიოს ახალი ვარსკვლავის წინააღმდეგ, მესი-იამალი. ყველას ვულოცავ არგენტინის და ესპანეთის გაჩემპიონებას და ყველას ვუსურვებ მომავალში საქართველოს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ევრო-მსოფლიო არენებზე, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ ბიჭებს და კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს, საოცარი ზაფხულია სპორტის მოყვარულებისთვის
გიგა
ვულოცავ არგენტინას კოპას მოგებას! ძალიან გული დამწყდა ლეომ ტრავმა, რო მიიღო და ამის გამო, რო ვეღარ შეძლო ბოლომდე ეთამაშა. ეს კოპა ბოლო იყო ლეოსთვის და ამის გამოც იყო, რო ცრემლები ვეღარ შეიკავა, არადა როგორ უნდოდა კოპა ისე ჩაეთავებინა, რო გოლი გაეტანა! არა უშავს ლეო! შენ იმდენი ლამაზი სანახაობა გვაჩუქე ფეხბურთის ფანებს, რო მაგას რა დაგვავიწყებს? ყველაფრისთვის მადლობა ლეგენდავ! ასევე " შეუმჩნეველ" დიდებულ ფეხბურთელს დი მარიასაც ვუხდით დიდ მადლობას!
Master
რა ატირებთ ამხელა ლეგენდებს,მესი და რონალდოს? ტიპებს ყველაფერი უნახავთ, ყველაფერი მოუგიათ 40-ს უკაკუნებენ უკვე და პატარა რამეზე ტირიან. ნაკრების კაპიტნები, რომლებიც მაგალითები უნდა იყვნენ,ცხარე ცრემლით ტირიან და სხვების დასაწყნარებლები ხდებიან. წადით ბიძია წადით, სიბერემ გულჩვილობა იცის, ვერ ხვდებიან რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმო, მესი, რონალდუ, მოდრიჩი. თუნდაც ჩვენი კაშია, ნაკრებმა ყველაზე მეტი კარში დარტყმა მიიღო და ნაცვლად იმისა რომ დაცვის სისუსტეზე, სიბერეზე და გადახალისება ვსაუბრობდეთ,ამ ფაქტით ვამაყობთ...კაპიტანს კი გაუტკბა სიბერე.შეხედეთ ესპანეთს ახალგაზრდები რას აკეთებენ. აგერ ნახავთ მსოფლიოსაც ითამაშებენ მესი, რონალდო და მოდრიჩი და თავიანთი გუნდების პრობლემები იქნებიან.
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
ესპანეთი VS არგენტინა: ეპოქების გადაკვეთა ნიუ-ჯერსიში
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა