საქართველოს ნაკრების სავარაუდო კანდიდატმა, "ჟირონას" 20 წლის მცველმა ანტალ იაკობიშვილმა, უნგრულ M1-ის ეთერში თავის მომავალზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტალ იაკობიშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას განიხილავენ, რაც ჩვენთვის მის პიროვნებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ის ამჟამად უნგრეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად ასპარეზობს. ამა წლის თებერვალში მან "ჟირონასთან" კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. გასულ სეზონში იაკობიშვილმა ლა ლიგის ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კი ესპანეთის თასზე ითამაშა.

"თუ მზად ვიქნები, შემეძლება პირველ გუნდში დავრჩე, მაგრამ თუ შემატყობენ, რომ ჯერ ამისთვის მომზადებული არ ვარ, იჯარით გამიშვებენ. "ჟირონას" უნდა, რომ პროფესიონალურ დონეს რაც შეიძლება მალე მივაღწიო.

იჯარით ესპანეთის მე-2 ლიგაშიც ვიასპარეზებ, რათა უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება დავაგროვო, რაც შემდეგში გამომადგება.

2-3 კვირაში უფრო მეტი გვეცოდინება. ახლა ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და გუნდში ჩემი იმედი აქვთ", - თქვა იაკობიშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ჟირონას" წინასასეზონო მზადებისთვის 7 შეხვედრა აქვს ჩანიშნული და იაკობიშვილს თავის გამოჩენის საშუალებაც იქ ექნება.

ზ.ზ
რაც მეტი მაღალი დონის ფერბურთელი გვეყოლება მით უკეთესი.
გენა
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი...
Gio
აირჩევს რა, არავისთან არა გვაქვს სახვეწარი. ივარგებს-ითამაშებს, არ ივარგებს და სულ კარგად ბრძანდებოდეს
ეეე
თუ ისრაელს აირჩევს ენას არ ამოვიღებ და წარმატებას ვუსურვებ, მარა უნგრეთი თუ ამჯობინა საქართველოს ვერაფრით გავამართლებ.
გოგა
ჟირონას ფეხბურთელია და ვისთან ერთად გადის წვრთნებს უნდა იცოდე
ilar10N YouTube
კაი ჯანზე კია. იმედია ჩვენს ნაკრებს აირჩევს.. ხვიჩასთან თამაში ყველას უნდა ))
გია_544
" გასულ სეზონში იაკობიშვილმა ლა ლიგის ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კი ესპანეთის თასზე ითამაშა " - ყოჩაღ, საქართველოს ნაკრებს გააძლიერებ )
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?