"ჩელსის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დიდი ალბათობით, კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბელგიელმა ნეაპოლურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი მას შემდეგ გაოფიციალურდება, რაც "პარტენოპეის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. თავის მხრივ, ნიგერიელს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა სურს და კლუბები ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

დი მარციოს ცნობით, ლუკაკუს ანაზღაურება "ნაპოლიში" ბონუსების გარეშე 6 მილიონი ევრო იქნება. "პარტენოპეი" კი კვარაცხელიას ამ მომენტისთვის 5.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით "ნაპოლისა" და პსჟ-ს შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

სვანსკი
ლუკაკუ ოსიმენს სისწრაფეში ბევრად ჩამორჩება,პირველ ტაიმამდე გაძლებს,რა ქნას ასაკიანი კაცია )))) ეგ ყველაფერი "ლაურას" მაიმუნობა მგონია ჟურნალისტებისათვის გადაგდეული ძვალი
გიორგი
შენ მეგობარო მგონი ფსიქოლოგი გჭირდება. მაგრა გააქვს ნერვები. შენ რა გონია აქ შენ ჭკვიანი ხარ და იქ ხვიჩასთან ძინავთ? მიხედავენ მეგობარო რამენაირად თავის საქმეს შენ დამშვიდი:) 5 მილიონი ექნება თუ ასე მაგის საქმეა შენ დამშვიდი. შენ უყურე და გოლები ითვალე. ისენი თავის საქმეს და ფულს თვითონ დაითვლიან.
Miqautadze-ს-ს
კი ბატონო, ეგ შეეძლო ალბათ ჯუღელს და შეეშალა - არ ველოდით ესეთ რამესო, თუ რაღაც.. მე ჯუღელის ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები (არც მიმაჩნია მაღალი დონის აგენტათ), მარა ის მაღიზიანებს, ყველას მარტო მასზე რომ უნდა ხელების შეწმენდა.. თუნდაც ახლა რა ხდება იმას შევხედოთ: ახლა ხომ 'გაიასნებულია' ყველაფერი, რატომ არ უფორმებენ იმასთან თუნდაც მიახლოებულ კონტრაქტს, რასაც იმსახურებს?! ესეც ჯუღელის ბრალია ალბათ, ხო? )) სანამ ვარდისფერ სათვალეებს არ მოვიხსნით და ხელებს არ დავიკაპიცებთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად და სოლიდურობისთვის, სულ ასეთ დღეში ვიქნებით, თუ უარესში არა..
გელა
ეს ლუკაკუ ნასკებივით იცვლის კლუბებს.
რეალობა
თუ მისაღები გამოსასყიდი თანხა არ იქნება ახალ კონტრაქტში, ხვიჩამ არ უნდა მოაწეროს ხელი.
Miqautadze-ს
და ის მაინც არ შეეძლო ჯუღელს, რომ როდესაც პირველად აფორმებდა კვარა ნაპოლისთან კონტრაქტს, გამოსასყიდი თანხის (მაგ. 100 მილიონის) ჩაწერა მოეთხოვა ლავრენტასთვის?! ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ აურელიო ცივ უარს იტყოდა მისთვის უცნობ ფეხბურთელში ამხელა თანხის დაფიქსირებაზე (მით უმეტეს, ხვიჩაზე სერიოზული ეჭვები ჰქონდა)?! მაგრამ ამას ხომ ელემენტარული მოფიქრება სჭირდება, ჯუღელისნაირისთვის კი დღევანდელი ქათამი ხვალინდელ კვერცხზე უფრო მნიშვნელოვანია - სწორედ ამიტომაც არის კვარა ამჟამად დაბმული ნაპოლიში
1234....
ან ხვიჩას აგენტსა და ნაპოლის მიუჩინეთ თავისი ადგილი, ან ნუღარ......
dew
არაა ჩვენი საქმე კვარას რამდენი ექნება ხელფასი მიხადავს მისი ოჯახი მაგ საკითხს!! ჩვენ ხალხმა, საქართველოში ხელფასი პენსია რამდენია იმას მივხედოთ და ვიდარდოთ. კვარას პირადი საქმეა ნუ ერევით არაა ეგ ჩვენი საქმე. ჩვენ როგორც გულშემატკივრებმა წარმატება ვუსურვოთ ოქროს ბურთან ერთად! მოკლედ ჩვენი საქმეა გულშემატკივრობა მინდორზე სტადიონიდან
Pele
37 clis msuqani lukakus metí xelpasi eqneba.komentari zedmetia
Miqautadze
როდესმე თუ გამოფხიზლდებით ეს დასავლეთუმეები, საინტერესოა რა - გაიგეთ რომ მეორეხარისხოვან ხალხად მივაჩნივართ ამ დასავლეთში და შენ არავინ ისე არ მოგეპყრობა, როგორც ჰოლანდიელს! პლიუს კანონმდებლობაც ისეთია ფეხბურთში, რომ ევროკავშირის მოქალაქის აყვანა უფრო მომგებიანია. ჯუღელს რომ სტავკები აეწია სულ არ აიყვანდნენ კვარას - მითუმეტეს, რომ გამოჭერილი ყავდათ, ომის გამო! რაღაც მაშინ არ მახსოვს თქვენი წიკვინი ფულზე, კონტრაქტს რომ აფორმებდა - პირიქით, მე და ჩემნაირები ვამბობდით, ყველაფერზე თავი არ დაუქანოს ნაპოლისო და თქვენნაირებს კიდე დუჟი გქონდათ მომდგარი - ოღონდ ნაპოლიში აღმოჩნდესო და არაფერს არ დაეძებდით - პირიქით, რომ ჩაშლილიყო ეს ტრანსფერი, გინებით აავსებდით ჯუღელს, ეს რა შანსი დაგვაკარგვინაო, ასეთი უცხვირპირო ხალხი ხართ თქვენ. ვიღაც იკითავს, არაბები და ზანგები არ მიაჩნიათ მეორეხარისხოვან ხალხად, იმათ რაღატო აქვთ მაღალი ხელფასებიო: კი, ისინიც ასე მიაჩნიათ, მარა აქ რამოდენიმე მომენტია: პირველი ის, რომ ეშინიათ, რადგან ბევრნი არიან და მაგრადაც მრავლდებიან, მეორე ის რომ ისტორიული ზანგების ჩაგვრის გამო, კომპენსაციას ცდილობენ, მესამე ის რომ რასების აღრევა თანამედროვე ტრენდია და ამის ტირაჟირება ხდება ზოგჯერ, მეოთხე ის რომ, რიგი არაბული/აფრიკული ქვეყნები (მაროკო, ალჟირი და ა.შ) ძალიან ახლოსაა ევროპასთან და მეტი კავშირებია ყველა დონეზე, მეხუთე ის რომ ბევრს აქვს ევროპული მოქალაქეობა უკვე და ა.შ. და ა.შ.
Zaza
ეს არის შედეგი როდესაც აგენტის მაგივრად რუსეთ/უკრაინებში ვითომ წარმატებული დელეცი გყავს! ეს არის სრული უპატივცემულობა ფეხბურთელის! გაუგონარი ამბავია ამხელა დამსახურების, პოტენციალის, შესაძლებლობების და ბოლობოლო სტატისტიკის მქონე ფეხბურთელს ასეთი ხელფასი ქონდეს და კლუბს ახლები მოყავდეთ 6-ჯერ დიდი ანაზღაურებით! გუშინ გამოქვეყნდა ლა ლიგის ფეხბურთელების ხელფასები და ფრენკი დეიონგს აქვს 37 მილიონი წელიწადში! კვარას 1 მილიინი!!! წარმოიდგინეთ კვარას მაგარი ევროპელი აგენტი რო ყავდეს ვინ გაუბედავდა ამას?! იმაზე აღარ ვლაპარაკობ როგორ უპატივცემულოდ ექცეოდნენ მთელი ეს 2 წელიწადი. ბოლო სეზონში 1 პენალტი არ დაარტყმევინეს არადა ესეც მოლაპარაკების საგანია რასაც აგენტები აგვარებენ. ელმასის წასვლის შემდეგ 7 ნომრიანი მაისური არ მისცეს (კვარას მაგრად უნდოდა)! მამა და აგენტს ბოდიშები ახდევინეს კლუბის ტელევიზიის ეთერში გამოთქმული მოსაზრების გამო! ოსიმენმა კი საერთოდ აგინა ჯუღელს პირდაპირი მნიშვნელობით. პრეზიდენტი ულტიმატუმებით ელაპარაკება და “რაზბორკებს” უწყობს ნაკრების უმნიშვნელოვანეს შეკრებაზე… ეხლა წარმოიდგინეთ რაზე ფიქრობს, რაზე იშლის ნერვებს და როგორ იქნებოდა ნორმალური აგენტი რო ყავდეს…. კვარა გენიაა მაგრამ მას პირობები ჭირდება რაც ჯუღელის ხელში არ ეღირსება! შედეგად კარიერაში თავისი შესაძლებლობების 100% მაგივრად რამდენის ჩვენებას მოახერხებს 20% 30% თუ 50% არავინ იცის. თუ უნდა 100% მიუახლოვდეს და მართლა სუპერ ვარსკვლავი იყოს აგენტიც ვარსკვლავი ჭირდება! ყველას შევახსენებ რომ გენრიხ მხიტარიანის დამ (ახალგგაზრდა გოგომ) აიღო და მინო რაიოლას მიწერა სოცქსელებში - მხიტარიანის და ვარ და გთხოვთ ჩემი ძმა წარმოადგინეთო. აღარ ჩამივთვლი იმ გრანდებს სადაც ამ ფეხბურთელმა ითამაშა კარიერის განმავლობაში. ხვიჩას უფროს ძმას მივმართავ, შენ ხარ ოჯახში საღადმოაზროვნე და ავტორიტეტის მქონე ადამიანი. აიღე ხელში სადავეები და მოაგვარე ეს საკითხი. არაა ლოდინის დრო. უპოვე მაგარი აგენტი, დაუკავშირდი, შეხვდი, მოელაპარაკე და გადაარჩინეთ ხვიჩაც, თქვენი თავიც (ოჯახი, ნათესავები, ახლობლები, გარემოცვა), და ქვეყანაც!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო