„ნაპოლიმ“ წინასასეზონო თერთმეტდღიანი პირველი შეკრება დიმაროში „მანტოვას“ 3:0 დამარცხებით დაასრულა. Areanapoli-ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელები ვარჯიშებზე გატანჯა, გუნდი დღეს ნეაპოლში დაბრუნდა, რამდენიმე დღე დაისვენებენ და შემდეგ მეორე შეკრებას კასტელ-დი-სანგროში დაიწყებენ.

გამოცემა წერს, რომ კონტეს ძალიან აკლდა ევროპის ჩემპიონატის მერე შვებულებაში გასული ფეხბურთელები, ერთი სული აქვს ხვიჩა კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს როდის ნახავს და გადაეხვევა.

კონტემ „მანტოვასთან“ ნამატჩევს მოკლე კომენტარი გააკეთა. „გამარჯვებები თვითრწმენის დამკვიდრებაში გვეხმარება. ბურთის უკეთ კონტროლირება გვჭირდება. ძალიან კმაყოფილი ვარ აგრესიულობით და მაღალი პრესინგით. აუცილებელია მუშაობა გავგრძელოთ, მოვუმატოთ და დარწმუნებული ვარ, ნაკრებებიდან ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, ამას ნამდვილად შევძლებთ.

სამზადისს აჩქარების გარეშე შევუდექით. გუნდი ადაპტაციას გადის. თანდათან ბიჭები უფრო მეტს გაიგებენ. მთავარია კოლოსალური ინტენსივობით ვითამაშოთ. არ მინდა გუნდი უკან იდგეს და მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. მეტი გამჭოლი გადაცემების გაკეთება გვმართებს“, - ციტირებს კონტეს Football Italia.

კვარაცხელია "ნაპოლის" 25 ივლისს შეუერთდება.

სოსო
თუ სეირნობს,გაუშვან და ისე გაიქცევა,დე ლაურენტისი,კვალსაც ვეღარ იპოვის.თუ ოსიმენი ვერ გაყიდეს,ვერც კულიბალს მოიყვანენ და რაკი ოსიმენს დიდი ხელფასი უნდა გადაუხადოს,შესაძლოა იძულებული გახდეს,კვარა გაყიდოს.კონტეს რა უნდა ერთია,მაგრამ დე ლაურენტისი მძიმე გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება.ან ოსიმენი უნდა გაყიდოს იაფად,ან კიდევ კვარა.ცუგცვანგშია.
ამატაკი
ნაპოლის და სხვა ნებისმიერი გუნდის წარმატებული სტარტი, თუგინდ მთლიანად სეზონი მეტწილად დამოკიდებულია შემადგენლობის ძირითადი ბირთვის ჯერ ფსიქოლოგიურ და მერე ფიზიკურ მდგომარეობაზე. რაც ასე თუ ისე თითქმის მოგვარდა და საკმაოდ წარმატებულად - დაცვის ხაზია. ნახევარდაცვა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ფლანგები გასაგებია, ხოლო ცენტრში ვინ შეუწყვილდება ლობოტკას ჯერ არ არის საბოლოოდ გარკვეული. მართალია არიან ანგისა,კაიუსტე, ფოლორუნშო, მაგრამ ჯერ არ ჩანს კონკრეტულად ზელინკის შემცვლელი. ერთერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი - შეტევის ხაზი, ყველაზე პრობლემურია. პოლიტანო-ნგონგე რამდენად არის საკმარისი დიდი ამოცანებისათვის -საეჭვოა. მარცხვნივ კვარას დროდადრო ალბათ რასპადორი ჩაენაცვლება. აქ პრობლემების ბუდე ცენრტრფორვარდის პოზიციაზეა. ლაურენტისის იმედები ოსის სარფიანად "მისუხარებაზე" არ მართლდება. კვარას კონტე ცოცხალი თავით არ თმობს,არადა ოსიც რომ დაიტოვო და ლუკაკუც შეიძინო, ბლომად ფულია საჭირო. პრინციპში კვარა ამ გუნდის ერთადერთი ტოპ ვარსკვლავია, ვინც რაც არ უნდა იქაქანოს, ეს ამბავი დამდგარმა რეალობამ ძალიან ნათლად აჩვენა. მხოლოდ მასში იხდიან რეალურად დიდ ფულს. ჯუღელის გადამკიდე, ლაურენტისს მისი შენარჩუნება მუქთად სურს. უკვე საკმაოდ გათვიცნონიერებული ხვიჩა (23 წელი) წაყვება ჯუღელი-ლაურენტისის "პრედლაჟენიებ"-ს, თუ თავად გადაწყვეტს თავის ბედს? თუ დამიჯერებთ ეს იქნება ნაპოლის მომავალი სეზონის გადამწყვეტი საკითხი.
კისისხეველი
აშკარაა, კონტე ცდილობს ფეხბურთელები მაგრად დატვირთოს, ეს ჩანს ვარჯიშების ინტენსივობის მიხედვით. ამის ფონზე ძალიან მაინტერესებს ის ფეხბურთელები, რომლებმაც გასული სეზონი ჩააგდეს, როგორ ითამშებენ ახალი ჩემპიონატის თამაშებს.
აკო
შეიძლება გვარდიოლას და ანჩელოტის დონის არ არის მაგრამ ძალიან ძლიერი მწვრთნელია. რთული ხასიეთის კაცია მაგრამ ფეხბურთელებთან მუშაობა და მათი პოტენციალის ბოლომდე გამოყენება შეუძლია. თან ვაფიქსირებ რომ ეს ჩემი აზრია და შეგიძლია საწინააღმდეგო აზრზე იყო.
gel-100
აკოს სწორად მიაჩნია კონტე მაღალი დონის მწვრთნელად და ესეც არის, კლოპის გვარდიოლას და ანჩელოტის დონე თუ არა მათ შემდეგ ნამდვილად დგას, აი შენ კი სუფთა სირი ხარ თუ სხვანაირად ფიქრობ
გიორგი
ნამეტანი ნუ ვიპროფესორებთ მეგობრებო, გამოჩნდება ყველაფერი
ლექსო
ძნელია იმის თქმა,რომ ნაპოლი მაინცდამაინც ისე მაგრად ითამაშებს,რომ ჩემპიონი გახდება,მაგრამ იმის მჯერა,რომ რეჟიმში იქნებიან და დისციპლინა ექნება.ბოლოსდაბოლოს კონტეს ინგლისური გამოცდილება აქვს და იცის რა მოთხოვნებია იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო.
აკო-ს
შენ კონტე ის მწვრთნელი გგონია რომელთანაც ფეხბურთელი გაიზრდება??? ალბათ ანჩელოტი ან გვარდიოლა გგონია შენ კონტე ან კლოპი.ან კონტეზე გაქ დიდი წარმოდგენა.
აკო
ჩემი აზრით კვარას ნაპოლიში დარჩენის ერთადერთი დადებითი მხარე კონტესთან მუშაობაა.
სპორტალი
დამთავრდა ხვიჩას სეირნობა მოედანზე. აწი ყველას მკაცრად მოეთხოვება
ჯუდო
კონტე მაგარი კაცია,აი ნახავთ თუ არ გააჩემპიონებს.
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება