ნამატჩევს ფოიეში ბოლთას სცემდა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი მონჩო ლოპესი. მას პოლონელი კოლეგის იგორ გრიშჩუკისგან განსხვავებით სახეზე ნერვიულობა არ ეტყობოდა. ქართველი ჟურნალისტების წინაშე მშვიდად ილაპარაკა...

ნამატჩევს ფოიეში ბოლთას სცემდა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი მონჩო ლოპესი. მას პოლონელი კოლეგის იგორ გრიშჩუკისგან განსხვავებით სახეზე ნერვიულობა არ ეტყობოდა. ქართველი ჟურნალისტების წინაშე მშვიდად ილაპარაკა:

- პირველ რიგში, მინდა კალათბურთის ფედერაციას მადლობა მოვახსენო, სასტუმროდან დაწყებული, სავარჯიშო პირობებით დამთავრებული, ყველაფერი შესანიშნავი იყო. საქართველოს ნაკრებს და დარბაზში შეკრებილ ურიცხვ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას ვულოცავ. მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, დაცვაში კარგად იდგა და უკანასკნელ წუთებამდე გამარჯვების შანსს ინარჩუნებდა. დიდი პრობლემები შეგვიქმნეს საქართველოს ნაკრების ტანმაღალმა კალათბურთელებმა. მეოთხე შეხვედრა წავაგეთ და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მინიმალური შანსიღა დაგვრჩა.

საპრესკონფერენციო აბრასთან ლოპესი იგორ კოკოშკოვმა შეცვალა:

- რთული მატჩი იყო. ამას ველოდით კიდეც, რადგან, ვიცოდით, რომ პორტუგალია მებრძოლი გუნდია და კარგი მსროლელები ჰყავს. საქმეს ისიც ართულებდა, რომ სტუმართა რიგებში ყველა თითქმის თანაბარი სიმაღლისაა... გუნდური თამაშისა და დაცვის წყალობით მეორე-მესამე პერიოდებში მეტოქეს გავასწარით, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ყოველი მატჩი 40 წუთს გრძელდება, კონცენტრაცია დავკარგეთ და ხელმეორედ მოგვიწია გასწრებაზე ზრუნვა. დღესაც დავრწმუნდით, რომ ა დივიზიონში იოლი მატჩები არ არსებობს.

სხვებთან ერთად გამარჯვებით ვიქტორ სანიკიძეც გახარებული იყო:

- მატჩს დადებითად შევაფასებ. მართალია, არცთუ დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ არც მეტოქე იყო სუსტი. მაყურებლის მხარდაჭერით პორტუგალია საბოლოოდ მაინც გავტეხეთ. ახლა ბულგარეთთან დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ. სოფიაში ურთულესი ბრძოლა გველის და მოედანზე მაქსიმალურად კონენტრირებულები უნდა გამოვიდეთ.

ზაზა ფაჩულიამ მატჩის ესთეტიურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება:

- სანახაობრივი თვალსაზრისით შეხვედრა შეიძლება ლამაზი არ გამოდგა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ჩემს მიერ ჩატარებულ თამაშებს შორის ყველაზე საინტერესო იყო. ძალისმიერი მატჩი გამოდგა, რაც უხეშ თამაშში გადაიზარდა. ამაზე პორტუგალიელთა მიერ მიღებული ჯარიმების რაოდენობაც მეტყველებს. უფრო ბინძური მატჩებიც მინახავს. თუ პროფესიონალი ხარ, სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს პორტუგალიასთან მატჩზეც ვკითხეთ და სტუმრად გასამართ ორ შეხვედრაზეც...

- ველოდი, რომ მძიმე ბრძოლა იქნებოდა. ასეც მოხდა, პორტუგალია შეკრული გუნდია და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. დღეიდან ბულგარეთსა და პოლონეთზე ვფიქრობთ. ბულგარეთმა ამ შესარჩევში უკვე დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია, ხოლო პოლონეთი პირველ ტურში თბილისში წაგების შემდეგ ყველა ღონეს იხმარს, რომ რევანში აიღოს. დარჩენილია ხუთი მატჩი და ახლა მთავარია, გუნდს ენერგია ბოლომდე შერჩეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა