"გალათასარაის" 37 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა დრის მერტენსმა "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში თავის ყოფილ გუნდზე, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- შეიძლება თუ არა "ნაპოლიში" კონტესთან დაბრუნდეთ?

- არა, ჩვენ ამაზე არასოდეს არ გვილაპარაკია. თუმცა მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია, აქვს ქარიზმა და შესაფერესი ადამიანი გუნდში შესაფერის დროს მივიდა. ფეხბურთელებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რაც ნორმალურია. "ნაპოლი" ევროტურნირებზე არ მიიღებს მონაწილეობას, ეს კი უპირატესობა იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბევრს იმუშავებენ.

- გასულ სეზონში "ნაპოლის" ჩავარდნა რამ გამოიწვია?

- არ ვიცი, შესაძლოა, სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ზეიმი ძალიან გაუგრძელდათ (იცინის). ეს ამ შემთხვევაში გასაგებია: ასეთი მოვლენა აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ სიტუაციის მართვა უნდა შეგეძლოს. როდესაც აქედან წავედი, ვგრძნობდი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. "იუვენტუსის" მრავალწლიანი დომინირების შემდეგ იტალიაში არ იყო სხვა საჩემპიონო კლუბი, ხოლო "ნაპოლი" ძლიერი გახლდათ.

- რამდენადაც ოსიმენი წასვლასთან სულ უფრო ახლოს არის, "აძურის" მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია გახდება. თქვენ ის მოგწონთ?

- ვის არ მოსწონს? ხალხი სტადიონზე მისნაირი ფეხბურთელების სანახავად მიდის. სანახაობრივად თამაშობს და შთამბეჭდავია. 2023 წლის ჩემპიონის ტიტული დიდწილად მისი დამსახურებაა.

- ახლა ვინაა სკუდეტოს მთავარი ფავორიტი?

- სხვებზე მეტი შანსი "ინტერს" აქვს. ჩემი აზრით, ისევ გაიმარჯვებენ.

ამატაკი
ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა დი ლორენცოს აგენტმა. მოყვა ყველა იმ სისაძაგლეზე რაც კლუბმა ჩაიდინა დი ლორენცოს წინაშე. გირჩევთ გაეცნოთ ვინაიდან ჩვენთვის ეს ინტერვიუ საინტერესოა და აი ამ მხრივ: ერთერთ ეპიზოდში ის ამბობს , რომ კონტეს მასთან საუბარში არასოდეს უთქვამს ფრაზა " დი ლორენცო უბრალოდ დარჩება გუნდში", ამას ვერ მაკადრებდაო. გესმით?! ვერ მაკადრებდაო და ასე რომ მომხდარიყო ამას არასოდეს მივიღებდი და ჩავებმებოდი ბრძოლაში სიკვდილამდეო. ვერ დავიწყებ მტკიცებას , რამდენად შეასრულებდა ეს კაცი თავის სიტყვას, მაგრამ საინტერესოა თავად კონტექსტი. ეხლა შეადარეთ ჩვენი ჯუღელის ქცევა , თავისი ტერმინოლოგიით და დასკვნები თავად გამოიტანეთ, ყველამ თავისი სინდისითა და წესიერებით ხვიჩასა და ზოგადად ქართული ფეხბურთის, მთლიანად ქართულის გათვალისწინებით.
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
დრის მერტენსი შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს
"ნაპოლიმ" სერიოზული დანაკლისი განიცადა - მისი ბომბარდირი კონკურენტ გუნდში გადავა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
10-წლიანი სიყვარულის დასასრული - "ნაპოლის" ფანების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე ტოვებს
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"გალათასარაი" მერტენსით და ტორეირათი გაძლიერდა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"ნაპოლიდან" აბარგებულ მერტენსს მორიგ იტალიურ გრანდში გადასვლის შანსი გამოუჩნდა
"რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა" - ლუკაკუმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "პარტენოპეიში" ადაპტაციის გავლაში დაეხმარა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა