სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე "ნაპოლი" და პსჟ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

პსჟ-მა უარი თქვა გარიგებაში ნახევარმცველ კან-ინ ლის ჩართვაზე, ნიგერიელში გამოსასყიდის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებენ და ისეთი ვითარებაა, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარიზელები თავიანთი თავდამსხმელებით - რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამუშით კმაყოფილები არიან.

მწვრთნელ ანტონიო კონტეს სასწრაფოდ უნდა რომელუ ლუკაკუ თავის გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ ვიდრე ოსიმენის საკითხი არ გადაწყდება, ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, არაა გამორიცხული, ვიქტორი ვერსადაც ვერ წავიდეს და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური გასამრჯელოს, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

gel-100
გურამ კომენტარზე შენი პასუხი რო ვნახე მომინდა კითხვა დამესვა შენთვის,,გასაგებია რომ ლუკაკუ ამ ბოლო დროს 100%-ფინიშერი ვეღარაა და ასაკის მატებასთან ერთად მომენტების გაფუჭებაც დაიწყო თუმცა მას თავისი უპირატესობები აქვს რაც გამოიხატება კორპუსის ჩადგმაში, სწორად გახსნაში და პარტნიორებისთვის სივრცეების გამონთავისუფლებაში რაც ნიშნავს იმას რომ ოსიმენივით იმის პრეტენზია არ ექნება რომ ყველა ბურთი რაც საჯარიმოში იქნება მან დაარტყას კარში და ყველა მომენტი მას დაასრულებინონ რაც მგონია კვარას სტატისტიკისთვის უკეთესი იქნება,,თანაც ვისაც ფეხბურთი სიღრმისეულად ესმის იმან იცის რო ოსიმენი საკმაოდ ბევრ მომენტს აფუჭებს და 100% ფინიშერი ნაღდად არაა რაც ბევრჯერ გამოჩნდა და კვარას ასისტები ოსიმაც საკმაოდ უფუჭა,,კვარასთვის და ნაპოლისთვის ლუკაკუ ჯობდეს იქნება ყოველ შემთხვევაში ოსიმენივით ყველა შეტევაში და ყველა კარში დარტყმის დროს ყვირილს და ხელების შლას არ დაიწყებს რატო მე არ დამარტყმევინეთ კარში და რატო ყველა შეტევას მე არ მასრულებინებთო, თავიდანვე ვიძახდი და ვიმეორებ ოსიმენი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და შეირგო თორე სუპერვარსკვლავი ნაღდად არაა რაც აქამდეც ჩანდა და საჩემპიონო სეზონის მერეც გამოჩნდა
gel-100
შენი ლოგიკით, აქ მოყვანილი არგუმენტებით და კონტეს სათამაშო სტილიდან გამომდინარე ნაპოლის მიქაუტაძე დააკვდებოდა მაგრად, რა ლუკაკუ ვინმეს შეგეწიათ ერთი სიტყვა გიოზე და ლავრენტას უეჭველი ჭკუაში დაუჯდებოდა გიოს კლასიდან და ფასიდან გამომდინარე,,დარწმუნებული ვარ გიო ბევრად მეტს გაიტანდა ვიდრე ლუკაკუ გაიტანს, თანაც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას აკმაყოფილებს გიო
მურთო
რაის 130 მილიონი აბა, იმის ფონზე რომ წინა სეზონში სერიოზული რეგრესი ქონდა!'100 მილიონიც არ ღირს დღესდღეობით
ამატაკი
კონტეს გაცხადებული აქვს ძირითადი სათამაშო სქემა - ( 3-4-2-1). დაცვის სამეული ბონჯორნოს და მარინის შეძენით საკმაოდ ხარისხიანად დააკომლექტა (გეგმაშია ერმოსოც). შეტევის ფაზა თანაბრად და მრავალფეროვნად ნაწილდება ცხრიანსა და ვინგერებთან ერთად ფლანგის ნახევარმცველებზე. ვინგერების როლი აქ ძალიან ფასეულია. ძირითადი იმედი რა თქმა უნდა ხვიჩაზეა. მარჯვნიდან პოლიტანო ან რასპადორი შეუწყვილდება(ნაკლებად აქვს ნგონგეს იმედი). სხვათაშორის რასპადორის ეძლევა შანსი მეტად გაიხსნას (არის კიეზას ვარიანტიც). ის შეიძლება დროდადრო ცხრიანზეც გამოიყენოს საჭიროებისამებრ, მაგრამ პოლიტანოს ადგილას თუ ათამაშდება, წესით მას მეტი სათამაშო პოტენციალი აქვს. ფლაგებიდან სპინაცოლა-დი ლორენცო ამ სქემაში იდეალურად გამოიყურება. მათთვის შეტევაში ჩართვა არ არის უცხო და საჭიროებისამებრ შეუძლიათ მარტივად გადაეწყონ 5 მცველზე. ლობოტკას როლი არ იცვლება, მისი საქმეა - ლოჯისტიკა, ხაზებს შორის კავშირი, ბურთის ჩვეული კონტროლი და დისპეჩერობა. ანგისას ძირითადი ფუნქცია სათამაშო დრაივის უზრუნველყოფაა. თუ ამ ჩანაფიქრს კონტემ თავისი შეუპოვრობით ხორცი შეასხა, ძალიან ბრძოლისუნარიანი და საინტერესო გუნდი უნდა გამოუვიდეს, რომელმაც წესით მრავალფეროვნად უნდა შეუტიოს როგორც ფლანგებიდან, ისე ვერტიკალურად. კონტეს გუნდებს ახასიათებს მკაცრი სათამაშო დისციპლინა, თუ შეიძლება ასე თქმა - მეტი დემოკრატიულობაც კი. ასე რომ ოსიმენის ადგილი ამ გუნდში საეჭვოა. და ბოლოს, კრეატივისა და გუნდის "ტვინი"-ს პასუხისმგებლობას კონტე ცალსახად ხვიჩას აკისრებს. მის გარეშეც დადებენ ალბათ კარგ შედეგს, მაგრამ დიდი მიზნებისათვის ბრძოლა ხვიჩასნაირი ბიჭების გარეშე არ არსებობს - რაც კონტემ შესანიშნავად იცის, ვაი "კვალიფიციურ" ხალხთაგან განსხვავებით.
ამატაკი
ერთი სიტყვით ლაურენტისსაც უნახეს მომენტი და რაც შეიძლება მტკივნეულად აწვებიან "მაზოლზე". მაგრამ მაინც აქვს გამოსავალი: ადგება და არაბებს შეტენის. აი ისინიც თუ გაუჩალიჩებენ, მაშინ ნაღდად მიართმევენ იმას, რასაც მისი არაკაცური ხრიკებით ნაღდად იმსახურებს : შეეტენება ეს 10 მლნ. ხელფასით ნიგერიელი, რომელიც დარწმუნებით არ მოიშლის ამ გუნდში "პრიმადონობას". რასაც კონტე არ გაუტარებს შანსი არაა. ის რასაც კონტე აკეთებს, ოსიმენს არ ითვალისწინებს. ის ე.წ. "ერთი შეხების" ფორვარდია, რომელიც ბაზარზე საკმაოდ ფასობს, მაგრამ არაა ძალიან მოთხოვნადი, ანუ უხეშად რომ ვთქვათ არაა "ფართო პროფილის". მას არც პასი აქვს და მითუმეტეს არც დრიბლინგი. კონტეს სჭირდება მოაზროვნე ფორვარდი, რომელსაც შეუძლია უბურთოდ სარგებლის მოტანა, სივრცეების შექმნა, საჭირო დროს ბურთის დაჭერა - ერთი სიტყვით მუშა, თავდახრილი, ამტანი ცხრიანი. ამ დახასიათებას იდეალურად შეესაბამება ლუკაკუ და ამიტომაც ითხოვს დაჟინებით. ხვიჩასთვის ის ზედგამოჭრილი პარტიორი შეიძლება იქცეს. სწორედ ამიტომ არც კი განიხილავს მის ტრანსფერს, მეტიც - კონტრაქტამდე ერთერთ პირობად ჩამოართვა ლაურენტისს.ვისზეც არის რეალური მოთხოვნა კი ვხედავთ, როგორ ითხოვდნენ ფრანგები კვარას, ხურდაში ოსიმენიც კი მიჰყავდათ. ეხლა კი მის ფასში თუ დაითრევენ ნიგერიელს კიდევ ჰო, სხვაგვარად მის სუპერვარსკვლავობაზე ზღაპრები ლაურენტისმა მოუყვეს ნაპოლის ფანობას,მაგისთვის დიდ ფულს არავინ სერიოზული არ გადაიხდის.
L.J .
Sami mcveli daimata gundma raga kidev mcveli????naxevarmcvelebi aklia gunds....
ვაჟა მასწავლებელი
მეჩვენება რომ, ოსიმჰენი მდიდარ "შინაბერად" იქცა და კაპრიზებს დაიწყებს თუ დროზე არ "შეაჩეჩეს" ვინმეს!
გურამ
სამაგიეროდ რამდენ პოტენციურ ასისტს გაუფუჭებს ხვიჩას
Kupra
ოსიმენის დარჩენა რამდენად კარგად აისახება გუნდის თამაშზე, ჯერ არ ვიცით. ფაქტია, წლის მეორე ნახევარი უმუღამოდ თამაშობდა ოსიმენი, აღარ აქვს ჟილკა, როგორც მაშინ, როცა ჩემპიონები გახდნენ. ეს ლაურენტისი ისე ექცევა ფეხბურთელებს, რომ ფეხბურთელებს უკლავს ყველანაირ მუღამს რა. შემდეგ წელს იმედია თავს დააღწევს ხვიჩა ამ გუნდს
გივი
რატომღაც მგონია რო ხვიჩასთვის ლუკაკუ უფრო კარგი ვარიანტია. უფრო მეტი სივრცეები ექნება და ლუკაკუს არასოდეს ჰქონია ამბიცია გინდა თუ არა ყველა გოლი მე უნდა გავიტანოო და საუკეთესოდაც მე უნდა მაღიაროთო... თან ლუკაკუს ამბავი რო ვიცი გუნდის წარუმატებლობას მთლიანად ლუკაკუს დააბრალებენ :დ
გოჩა
კვარას საქმე როგორ იქნება ეგ არის საინტერესო.. თუ დატოვა მაგ ხელფასზე დიდი უსამართლობა იქნება.. ძაან ცუდი კაცია ეგ პრეზიდენტი..
სვანსკი
ოსიმენის ლუკაკუთი ჩანაცვლებას ჯობდა მცველებზე ეზრუნათ
გელა
მეტის ღირსია ეგ გაქნილი ბიზნესმენი.მეტის მეტი-რეტის რეტიო. ბებერი ღორი.ხვიჩას 1.5 მილიონს უხდიდა და 120-150 დაადო ფასი.უნამუსო
Bs
ძალიანაც კარგი, ღირსია ეგ ბებერი წუწურაქი. და თუ ოსი დარჩება,, ნაპოლის თვის" უკეთესია, რადგან იმ ძროხა ლუკაკუს ნაღდად სჯობია. აი ამიტომ არ უნდა ჩააწერინო კონტრაქტში გამოსასყიდად უშველებელი თანხა.
ჯაკომო პელისტრი
თუ ასე მოხდა,დაძაბული ვითარება იქნება გუნდში!
რეალობა
აურელიო მალე მიხვდება, რომ 70 მილიონს ვინც შესთავაზებს, იმას დიდი მადლობა უნდა უთხრას.
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
2 მილიარდი "ნაპოლის" სანაცვლოდ - დახარბდება დე ლაურენტისი შეთავაზებას?
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა