დასანანი მარცხი იწვნია საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრებმა. ლიკა ქაჯაიასა და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა გუნდმა აზერბაიჯანთან დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარე მატჩი 68:74 დათმო. არადა, საქართველოს რომ მოეგო, ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებდა, ახლა კი ყველაფერი ხვალინდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს საქართველოსა და ალბანეთს შორის რომელი გუნდიც მოიგებს, პლეი-ოფშიც ის გავა.

აზერბაიჯანმა საქართველოს დამარცხებით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, ალბანეთმა კი სომხეთს მოუგო და საქართველოს მსგავსად, თითო მოგება-წაგება აქვს. შესაბამისად, ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობაც მათ შორის მატჩში გადაწყდება, რომელიც 25 ივლისს, თბილისის დროით 19 საათზე გაიმართება.

საქართველომ აზერბაიჯანს პირველი პერიოდიც მოუგო და მეორეც. დიდი შესვენებისთვის ჩვენი ნაკრები 46:37 იგებდა, რაც არაა პატარა უპირატესობა. მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებს ჩავარდნა ჰქონდა, მხოლოდ 8 ქულა მიითვალა, როცა აზერბაიჯანელებმა 18 ჩააგდეს და ბოლო პერიოდის წინ მინიმალური სხვაობით – 55:54 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტ პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა აზერბაიჯანელებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება – 68:61. ჩვენი გოგონები ეცადნენ და ჩამორჩენა 3 ქულამდე – 68:71 შეამცირეს, თუმცა მეტის მისაღწევად დრო აღარ ეყოთ.

საქართველოს ნაკრებში 9 ქულით, 10 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით სალომე სვანი გამოირჩა. მარიამ მუქერიამ 15 ქულა მოაგროვა. 15 მოხსნა და 4 ქულა ეთერ შონიას ანგარიშზე დაგროვდა.

GBF.GE

ჟორა გაბრიჭიძე
ეს როგორ, აზერბაიჯანელები კალათბურთს თამაშობენ?
zura222
გველესიანს მარტო ქალთა ფეხბურთზე კი არა კალათბურთზეც უნდა ეთქვა --არაა ქართველი ქალების საქმე სპორტი საერთოდ (ფიზიკური დატვირთვის სპორტი მაქვს მხედეველობაში) მარტო ჭადრაკში ტყვიის სროლაში და მშვილდოსნობაში უნდა გამოდიოდნენ ! ამ სახეობებში გვაქვს ქალებში მიღწევები !
დავით 67
სპორტი ჯანმრთელობაა, უნდა ივარჯიშოთ, სიგარეტი არ მოწიოთ, ალკოჰოლსაც ნუ მიეძალებით. არაუშავს თუ პროფესიულ დონეზე არ გექნებათ პრეტენზია.
აქაცა
16 წლიანებში, მოგვიგეს 40 ქულაზე მეტით. აქ , 18 წ-ში ... მოკლედ, "პროგრესი" აშკარაა ! :))) დასკვნა: 1. აზერბაიჯანმა ძალიან გაგვისწრო ; 2. ქალთა კალათბურთის (უახლოესი მომავლის) სამწუხარო პერსპექტივა ! ------- პ.ს. ამ ასაკში რა ფაქტორებია გადამწყვეტი : ბავშვი + მწრთვნელი + ელემენტარული პირობები !
აქაცა
16 წლიანებში, მოგვიგეს 40 ქულაზე მეტით. აქ , 18 წ-ში ... მოკლედ, პროგრესი აშკარაა ! დასკვნა: 1. აზებაიჯანმა ძალიან გაგვისწრო ; 2. ქალთა კალათბურთის (უახლოესი მომავლის) სამწუხარო პერსპექტივა ! ------- პ.ს. ამ ასაკში რა ფაქტორებია გადამწყვეტი : ბავშვი + მწრთვნელი + ელემენტარული პირობები !
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე