2024 წლის ოლიმპიადაზე კვიპროსის დელეგაციის ერთ-ერთი მედროშე ელენა კულიჩენკო სკანდალში გაეხვია. ბერძნულმა პორტალმა eReportaz-მა ჩაატარა გამოძიება და მივიდა დასკვნამდე, რომ კვიპროსის ნაციონალურმა კომიტეტმა იცოდა, რომ გოგონას OnlyFans-ზე აქაუნთი ჰქონდა და მისი წაშლაც მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

ახალგაზრდა სპორტსმენი წარმოშობით რუსია, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მან მოქალაქეობა შეიცვალა და კვიპროსის სახელით ასპარეზობს. ის სიმაღლეზე ხტომაში გამოდის და მსოფლიოში შედეგებით ახლა მე-7 ადგილს იკავებს.

კვიპროსის 16-კაციანი დელეგაციიდან მან დროშა სპრინტზე დაბრკოლებაში სირბილში ევროპის ჩემპიონ მილან ტრაიკოვიჩთან ერთად უნდა გამოიტანოს.

თავად კულიჩენკომ, ადვოკატების მეშვეობით, განაცხადა, რომ კადრები მისი არ იყო და ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო შექმნილი. მედიასაშუალების ცნობით, მას არ უცდია ანგარიშის წაშლა და არც პოლიციას დაუკავშირდა. ინფორმაციისთვის, აქაუნთზე არის სამი ვიდეო და 75 ფოტო.

სპორტსმენი თავისმა ძმამ, ვლადიმირმა დაიცვა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ყველაფერი დასავლეთიდან მოსული ყალბი ამბავია, რათა მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედონ. ჩემს დას არასდროს არანაირი აქაუნთი არ ჰქონია და შესაბამისად, წასაშლელადაც არავინ დაკავშირებია.

პრინციპში, ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი ვითარებაა, რომელიც პროპორციულად ააფეთქეს. ოლიმპიადაზე გამოსვლამდე მხოლოდ ერთი კვირა რჩება და, ბუნებრივია, აქ ძალიან გადამწყვეტია ფსიქოლოგიური მომენტი. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, მაგრამ მთავარი კონკურენტი იმ დისციპლინაში, სადაც ელენა გამოვა, უკრაინის მოქალაქე მაგუჩიხია, რომელიც რუს სპორტსმენებს ეწინააღმდეგება. მისი გამარჯვება დასავლეთისთვის იმიჯის მომენტია.

მაინტერესებდა, იყო თუ არა მართლაც რაიმე აქაუნთი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ანუ ყველაფერი მოგონილია, უბრალოდ ყალბი ამბავია, რომელიც მთელ ინტერნეტში გავრცელდა. ვინმე სარგებლობს ამით?!

ოლგას შესახებ დაწერეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, რომ ის არის "რუსი ოლიგარქის ქალიშვილი", რომ "ადვოკატები უკვე რაღაცაზე კამათობენ", რომ "რუსმა სპორტსმენმა უარი თქვა მოქალაქეობაზე". ეს არ არის სიმართლე. მთელი ჩვენი ოჯახი რუსეთშია, ასე რომ, ჩემს დას აქვს შესაძლებლობა, იასპარეზოს სხვა ქვეყანაში და ის ამას აკეთებს", - თქვა სპორტსმენის ძმამ.

პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ოფიციალური გახსნითი ცერემონია ხვალ გაიმართება და ვნახოთ, წარადგენს თუ არა კვიპროსის დროშას კულიჩენკო.

ტარიელი
Walter White არ გაინტერესებს ტავში რაიმე ტუ გაქვს ? რას როშავ იცი ?!
Brad Pitt
გადასარევი არა @ რას დაათრევენ ამ რუს ბანძოჩკებს იქით აქეთ
odala
KKK, მეც მასე მგონებია ბევრჯერ, რომ მომეჩვენა, მაგრამ მერე თან და თან მივხვდი, რომ ჩასწორებაც შეუძლიათ შენიშვნის შემდეგ და ხშირად ზუსტად ეგრე ხდება. როცა მიწერ, მერე მიდიან და ასწორებენ სტატიას. შეიძლება სულაც არ მოგეჩვენა და მართალი იყავი.
ჟორა გაბრიჭიძე
თუ ვალიევა და ზაგიტოვა თათარ-მონღოლების შთამომავლები არიან, იმიტომ არ არიან ანგელოზებივით.
ჟორა გაბრიჭიძე
თქვე კრეტინებო, ფრენბურთელ გოგონებს ოფიციალურად ევალებათ გახდილებმა ითამაშონ მილიარდობით მაყურებლის წინაშე (ფორმაა ასეთი მათთვის დამტკიცებული) და ამ გოგონას თამამი სურათი გაგიკვირდათ?
გრუზინ
ჩემი დროშაც ატარე რა
Walter White
კი გინდა რომ უკრაინას უკბინო, მაგრამ არ გამოგდის. ფესვები ყველა რუსს უკრაინული აქვთ ( ისე რომ იცოდე), ხოლო თუ რუსი ქალების ნაწილი არის ლამაზი, მაშინ აუცილებლად უკრაინული სისხლი ურევიათ, თორემ დანარჩენი ნაწილი თათარ-მონღოლთა შთამომავალია ( თავისი სპეციფიკური სილამაზით)
მწვრთნელი
რას ერჩიან! კანფეტივით გოგოა!
გოჩა
გადასარევი მედროშეა ჩემი აზრით
ამათსას რას გაიგებ
გვარი კი აქვს უკრაინული და....
SLR
თქვენ თუ კითხვა არ იცით, თქვენი პრობლემაა: ის სიმაღლეზე ხტომაში გამოდის და მსოფლიოში შედეგებით ახლა მე-7 ადგილს იკავებს.
kkkk
ბოდიში, მართალი ხართ, არ მივაქციე ყურადღება, გწერებიათ ნამდვილად სტატიის დასაწყისში
Lord
თუ ინგლისელობას იჩემებთ მაშინ აქაუნთი კი არა ექაუნთია.თუ ქართულად გადაწყვიტედ წერა მაშინ -ანგარიში
საბა
მადლობა მაგრამ სტატიის ს დასაწყისში უკვე წავიკითხეთ
kkkk
ყველაფერი დაწერეთ და რა სპორტის სახეობაში გამოდის გოგო არ დაგიწერიათ, თუ არ იცით გეტყვით რომ სიმაღლეზე ხტომაში გამოდის
მწვრთნელი
ამ ბერძნებმა ხომ მეტის მეტი იციან ხოლმე! დროშა, რომ არ გამოიტანოს ისე არ წავა,თუ!?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა