"შახტარის" განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს არ შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ირაკლის სანაცვლოდ "შახტარმა" "სელტიკის" 5 მილიონიანი და იტალიური კლუბის 10 მილიონიანი წინადადება დაბლოკა.

ირაკლი აზაროვი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დონეცკის შახტარს არ დატოვებს.

"Geo Team-ის ინფორმაციით, ირაკლი აზაროვის წარმომადგენლებს და დონეცკის "შახტარის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინელებმა ფეხბურთელის მხარეს უთხრეს, რომ ყველა შეთავაზებას დაბლოკავდნენ.

"შახტარი" ირაკლი აზაროვზე იმედებს ამყარებს და მას ახალ სეზონშიც სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელ წევრად განიხილავს.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "შახტარმა" მიმდინარე წლის ზაფხულში ირაკლი აზაროვზე 2 შეთავაზება დაბლოკა: "სელტიკის" 5 მილიონიანი, ხოლო იტალიური კლუბის 10 მილიონიანი!

შახტარმა ირაკლი აზაროვი 2023 წლის ზაფხულში 3 მილიონად იყიდა. 22 წლის მცველს უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს", - წერს Geo Team-ი.

არტ
ძალიან კარგი რომ სელტიკში არ გაყიდეს. შახტარი უკეთესი გუნდია ვიდრე სელტიკი და როგორც ტრამპლინი ტოპ5 ლიგაში გადასასვლელად აშკარად ჯობია სელტიკს. თუ რეგულარულად ითამაშა ძირითადში, ფიზიკურადაც მოამაგრებენ და ტაქტიკურადაც გაიზრდება. ჩემპ ლიგაზე რეგულარულად ითამაშებს.რაც შეეხება "იტალიურ გუნდს" კაცმა არ იცის რა გუნდი იყო, სერია a თუ სერია b, ძირითადში მოიაზრებდნენ თუ არა, საერთოდაც იყო კი ეგ ვარიანტი? ასე რომ მთავარია ირაკლიმ გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა და ნაკრებშიც დაბრუნდება ( მისი ევროპაზე არწაყვანა არასწორი იყო ,ამაში დარწმუნებული ვარ.) და საკლუბო წარმატებებიც ექნება. წარმატებები ირაკლი!
ჭიჭიკია
მესი არა ნესვი
სოსო
ირაკლი აუცილებლად მონახავს გზას და საქართველოს ნაკრებშიც, მრავალ თამაშს ჩაატარებს.ჯერ ყველაფერი წინ აქვს!ასევე გოჩოლეიშვილიც.რატომღაც კიდევ მოლოდინი მაქვს,რომ აზაროვს ნახევარდაცვაში ამოსწევენ,რაც შეტევაში მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს.
Bs
შანს არ უშვებ ხელიდან რომ უკრაინელებს არ უკბინო ,,დიდ ლოყაზე" კი გეტყობა ვინც ხარ და რასაც ცდილობ
მესი
Slava ukrainiii
ნიკი
კონკრეტულად აზაროვის შემთხვევაში 10 მილიონის არ მჯერა, მაგრამ საერთოდ შახტარსაც და კიევის დინამოსაც აქვთ თავმოყვარეობა და იციან ვინ რას წარმოადგენს, ამიტომაც ჩვენსავით ნორმალურ ფეხბურთელებს წიწილების ფასში არ ჰყიდიან. აბა რა იყო ხვიჩას 10 მილიონად ან მამარდას 800 ათასად გაყიდვა? დღეს ხომ ხედავთ მათი რეალური ფასი რა იყო. გასაგებია ჩვენი ჩემპიონატიდან უმაღლეს ფასში ვერ გაყიდი ფეხბურთელს. შახტარი და კიევის დინამო რეგულარულად თამაშობენ ევროს ჯგუფებში და შეუძლიათ მოითხოვონ წესიერი ფასი. ავიღოთ კალაძეს მაგალითი ჩვენგან რა ფასში იყიდეს და რა ფასში გაყიდეს. წიტაიშვილი ნამდვილად არ არის კიევის დინამოს ძირითადის დონის ამიტომაც უშვებენ იჯარით იქ სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება და თავს წარმოაჩენს. ვაჩიბერაძემ რამდენი გუნდი გამოიცვალა ვერსად ვერ წარმოიჩინა თავი.
ეეე
შახტარი არის პრორუსი დონბასის გუნდია, მაგად არაფერი აქ საერთო უკრაინასთან.
ეეხ
და ეს 10 მილიონად შეფასებული მოთამაშე ევროპაზე არ წაიყვანეს
Yoko Ono
სიაფანტი ბაზარია, ერთი პსჟ იხდიდა ხვიჩაში 110-120 მლიონ და ფულის გიჟმა ლაურენტისმა უარი ტQვა და მეორე, გაკოტრების პირას მყოფი შახტარი იტყოდა მამალი ინდაური წონა აზაროვში გადახდილ 10 მილიონზე უარს.
G.LA
სელტიკს შახტარი ჯობია ბევრად ირაკლისთვის. შახტარის ძირითადად მოიაზრება და ლიგაზე ბევრად უკეთესად შეუძლია თავი წარმოაჩინოს. მჯერა ნაკრებშიც ვიხილავთ. წარმატება ირაკლის.
zura222
აი ესაა ჩვენი "მეგობარი" უკრაინა @ ასე ბლოკავენ ქართველ ფეხბურთელებს ყოველთვის @ ლიპატრიას ტრანსფერიც ასე დაბლოკეს წიტაიშვილის ამბავი ყველამ იცის რასაც უშვრებიან ! ხოჭოლავას ულტიმატუმი წაუყენეს ან ნაკრებს აირჩევ ან სკამზე დაგსვამთო და იმანაც უარი თქვა ნაკრებზე @ ვაჩიბერიძე გაქანებული ომის დროს დაბრუნდა უკრაინაში "მეტალისტში" და იმ ნაბ...ბმა იმით გადაუხადეს მადლობა რომ სკამზე დასვეს და არც სხვაგან არ უშვებენ @ კალათბურთში რეებიც იკადრეს ჩვენებთან ეს ყველამ ვიცით @ ეს სპორტზე და სხვაზე კიდევ--შარშან როგორ დაბლოკეს უკრაინაში ერისიონის და რუსთავის გასტროლები @@ და ჩვენი იდიოტები ისევ " მეგობრებს" და "პარტნიორებს" ეძახიან @@
ტოტტი
არმგონია უარი ეთქვათ უკრაინელებს 10 მილიონზე
Dato
Saidan 10, gekopat iluziebi, Seltik ar ikneboda cudi, ar girs 5
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე