ქართველი დიდოსტატი ნაზი პაიკიძე 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე რუმინელ ირინა ბულგამას დაუზავდა
ქართველ დიდოსტატ ნაზი პაიკიძეს 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც ინდოეთი მასპინძლობს, დიდი შანსი ჰქონდა ლიდერებთან, თუ არ შეამცირებდა, ერთქულიანი სხვაობა შეენარჩუნებინა. იგი თეთრი ფიგურებით ეთამაშებოდა რუმინელ საერთაშორისო ოსტატ ირინა ბულგამას, რომელსაც რეიტინგში 123 პუნქტით უსწრებს. 30-ე სვლაზე მეტოქეები დაზავდნენ.

სამაგიეროდ, წარმატებას მიაღწიეს ლიდერებმა: რუსმა ოლგა გირიამ კუთა ენდშპილში 72-ე სვლაზე აჯობა პოლონელ კლაუდია კულონს, ხოლო პერუელმა დეიზი კორიმ შავი ფიგურებით 33-ე სვლაზე დააყრევინა ფარ-ხმალი აზერბაიჯანელ გულნარ მამადოვას. გირიასა და კორის 8 შესაძლებლიდან 7-7 ქულა აქვთ და უახლოეს მდევრებს - შვედი ირინა აგრესტის მძლეველ ელენა სემიონოვას (რუსეთი) და ირინა ბულმაგას თითო ქულით უსწრებენ.

5,5 ქულით მე-5 ადგილზეა პაიკიძე, ოღონდ იგი მხოლოდ უკეთესი კოეფიციენტით უსწრებს მეტოქეებს, თორემ ასპარეზობის კიდევ ხუთმა მონაწილემ მოაგროვა 5,5-5,5 ქულა. ოცწლამდელებში საქართველოს ჩემპიონმა ქეთი წაწალაშვილმა გუშინ შავი ფიგურებით ბულგარელ ანი კრუმოვას სძლია და 4,5 ქულას მოუყარა თავი.

დღეს მე-9 ტურში მეწინავეთაგან ერთმანეთს შეხვდებიან: ელენა სემიონოვა (6)-ოლგა გირია (7), დეიზი კორი (7)-ნაზი პაიკიძე (5,5), ირინა ბულმაგა (6)-გულნარ მამადოვა (5,5), კლაუდია კულონი (5,5)-როუთ რადმინი (ინდოეთი), ნარმინ კაზიმოვა (5,5)-კუბრა ოზთურქი (5,5), ლხამსურენ უუგანბაიერი (5,5)-ირინა აგრესტი(5)... ქეთი წაწალაშვილი (4,5)-მაე ფრეინა (ფილიპინები, 4,5).

ვაჟთა ტურნირში ლიდერობა დაკარგა ალექს რომბალდონიმ, რომელმაც გუშინ შავი ფიგურებით სომეხ რობერტ ჰოვანისიანთან წააგო. ეს უკანასკნელი 7 ქულით მეწინავეობს. ასევე, 7 ქულა აქვს ინდოელ გირიკ კუშიკს, რომელმაც შვედი ნილს გრანდელიუსი დაჯაბნა. 6,5-6,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს რომბალდონი და სამველ ტერ-საჰაკიანი ინაწილებენ.

ოთხ მოჭადრაკეს 6-6 ქულა აქვს. დღეს სწორედ ამ რვა მონაწილის დაპირისპირება იწვევს დიდ ინტერესს. ისინი ასე დაწყვილდნენ: გირიშ კუშიკი (7)-რობერტ ჰოვანისიანი (7), სამველ ტერ-საჰაკიანი (7)-ივან ლოპეს სალგადო (6), ალექს რომბალდონი (6,5)-დარიუშ სვიერჟი (6), ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი)-ედჰიბანი (6).

შეჯიბრების დამთავრებამდე 5 ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს