67 წლის ასაკში ჩეხური ჰოკეის ლეგენდა , გასული საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ოლდრჟიხ მაჰაჩი გარდაიცვალა
67 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხური ჰოკეის ლეგენდა, გასული საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ჩეხოსლოვაკიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ოლდრჟიხ მაჰაჩი.

იმ პერიოდში ჩეხოსლოვაკიის ნაკრები სსრკ-ის გუნდთან ერთად დომინირებდა მსოფლიო ჰოკეიში. მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე მუდმივად მეოთხე ნომრით მოთამაშე მაჰაჩი ხისტი თამაშითა და ძლიერი შორეული დარტყმით გამოირჩეოდა. ძირითადად ის 70-იანი წლების კიდევ ერთ ლეგენდასთან - ფრანტიშეკ პოსპიშილთან წყვილში თამაშობდა. თავისი ქვეყნის ნაკრებში 1967-78 წლებში მაჰაჩმა 293 მატჩი ჩაატარა და 37 შაიბა გაიტანა.

ჩეხმა მცველმა მსოფლიოს 11 ჩემპიონატსა და სამ ოლიმპიადაზე ითამაშა. 1972, 1977 და 1978 წლებში ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, პლანეტის პირველობაზე ვერცხლის ოთხი და ბრინჯაოს სამი მედალი აქვს მოპოვებული. ის არც ოლიმპიადაზე დარჩენილა მედლების გარეშე: 1968 და 1976 წლების თამაშებზე ვერცხლი მიიღო, 1972 წელს - ბრინჯაო. ასევე დიდი მიღწევაა მაჰაჩისთვის 1976 წელს კანადის თასის ფინალში გასვლა, სადაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა ორ მატჩი წააგო NHL-ის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ კანადის ნაკრებთან.

ოლდრჟიხ მაჰაჩი პოსპიშილთან ერთად 1999 წელს შეიყვანეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"