SKY-ს მტკიცებით, დღეს „ჟირონასთან“ ამხანაგურ მატჩში შეიძლება მონაწილეობა „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მიიღოს.

ოსიმენმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და სავარაუდოდ, მწვრთნელი ანტონიო კონტე შეცვლაზე შეუშვებს. მას ჯერ წინასასეზონო არცერთ სპარინგში არ უთამაშია. გამოცემის ცნობით, პსჟ მზადაა ნიგერიელში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ეს თანხა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ეცოტავება.

რადიო „სპორტი“ ირწმუნება, რომ ოსიმენის შეძენის სურვილი „არსენალმა“ გამოთქვა და „ნაპოლის“ ტრანსფერში პსჟ-ზე მეტ თანხას სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელი პარიზელებს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვით ის იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ლონდონურ გუნდში გადასვლის შემთხვევაში. მოკლედ, ძალიან ჩახლართული სიტუაციაა.

Calciomercato იტყობინება, რომ კონტე „ჟირონასთან“ იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომლითაც „ბრესტთან“ თამაში დაიწყო: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

დაპირისპირება საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი ყურება smart tv-ზე იქნება შესაძლებელი - ფასი 6.99 ევრო.

ლადო
რაის 7 ევრო ვისაც სურვილი გაქვთ შედოთ Liveball და უყურეთ უფასოდ....
სტუმარი
Smart tv რა არის? საიტია? ზუსტად როგორ იწერება?
დდდ
ვისაც შვიდ-შვიდი ევრო ვერ გვასხია, შეიძლება, რომ რუსულ საიტებზე ვუყუროთ?!.. შვიდ რუბლს არ გვახდევინებენ...
ამატაკი
მე ვეთანხმები იასონას კომენტარის ძირითად ხაზს, რომ ოსიმენი არ არის ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ოსიმენის ღირებულება რომ გაბერილი იყო, ძალიან კარგად გამოჩნდა წელსვე. იმასთან მიახლოებულის გადახდაც არავის სურს, რისი იმედიც ლაურენტისს ჰქონდა და შესანიშნავად აპიარებდა.ოსი "ერთი შეხების" ფორვარდია, რომლის შესაძლებლობებიც ამით შემოიფარგლება. მას არ აქვს პასი და არც დარტყმა აქვს დაყენებული. "არაფრიდან" მისი გოლი მხოლოდ "რომა"-სთან მახსენდება საჩემპიონო სეზონში და მორჩა. კვარამდე სეზონში, ოსიმენის ფასი შეძენის ღირებულებასთან მერყეობდა. ის კონტესთვის არაა საოცნებო თავდამსხმელი. მას არ აქვს კონტესთვის უმნიშნელოვანესი თვისება: თამაშის ხედვა და უბურთოდ სარგებლის მოტანა. ამასთან პრეტენზიულია და საზიანოა გასახდელისთვის. მხოლოდ შიშველი ათლეტიზმი არ არის იტალიური ფეხბურთისათვის გადამწყვეტი. მგონია რომ ის ინგლისში უფრო ნახავს ადგილს და მხოლოდ იქ. აი პსჟ - ს ვარიანტი ძალიან სარისკოდ მოჩანს და ამიტომაც ყოყმანობს ენრიკე მისი შეძენისას. ლუკაკუს რაც შეეხება, მისი პრობლემა მხოლოდ წონა და ასაკია. ფორვარდისთვის ღირებულ თვისებებით ჯამში, ოსიმენი მასთან ახლოსაც ვერ მივა. კვარასთვის ლუკაკუსთან თამაში ბევრად კომფორტული უნდა გამოდგეს. ის არაა ოსიმენივით მამალაყინწა და მუდმივად მისკენ არ ქაჩავს. ამასთანავე შავ სამუშაოსაც არ თაკილობს, უბურთოდ შეუდარებელი ფორვარდია. ყოველ შემთხვევაში კონტე მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ასე რომ , კვარას გულშემატკივრებს ოსიმენის "დაკარგვით" არ უნდა გვქონდეს სანერვიულო, პირიქით.
რობი
მინდა ვიქტორა რომ დარჩეს ნაპოლიში და ლაურენტისმა უხადოს 10+ მლნ :) თანაც ხვიჩას ჯიმა და მეგობარი ჩემი აზრით ძალიან კარგი ბომარდირია
ქუთაისი
იასონა, არა ხარ მართალი... ოსიმენის სიტუაცია სწორედაც რომ საინტერესოა ჩვენთვის... ოსიმენი მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, თუ საუკეთესო არა... მისი ტიპის და დონის ცენტრფორვარდი კი შეიძლება ითქვას რომ არც არის მეორე... ჰოლანდი ძლიერია, მაგრამ მას არ აქვს ისეთი უნარები რაც ოსიმენს... ის ძალიან არის დამოკიდებული პარტნიორებზე, რადგან ტექნიკაში მოიკოჭლებს... ამიტომ, ჩვენთვის, კვირას გულშემატკივრებისათვის, რა თქმა უნდა საინტერესოა, მომავალ ჩემპიონატში მასთან ერთად მინდორზე ოსიმენს ვიხილავთ, თუ ლუკაკუს... რაც შეეხება კონტეს, ის როდესაც გუნდში მივიდა, ოსიმენის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და ის იყიდებოდა...ამიტომ მასზე კონტემ პრეტენზია ვერ განაცხადა... თორემ, სხვა შემთხვევაში, მის შენარჩუნებასაც ისევე მოითხოვდა, როგორც მოითხოვა კვარას და დი ლორენცოს შენარჩუნება.. ოსიმენი რომ დარჩეს, მომავალ სეზონში ის იქნება უაღრესად მოტივირებული და კონტეს ხელში იქნება კიდე უფრო ძლიერი ვიდრე გვინახავს ადრე... ამიტომაა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანიც ოსიმენის ტრანსფერის ირგვლივ სიტუაცია... სად ოსიმენი და სად ლუკაკუ... მაგრამ, მგონია რომ, ოსიმენი გაიყიდება, სამწუხაროდ.
იასონას უდარი
ოსიმენს პრობლემა ექნება თუ არა,არ მადარდებს მისი ამბავი და რატომ გვაჩეჩებთ? ყველა ქართველის ინტერესია ქართველების გამოსვლები და მათი წარმატება,ვიღაც ნიგირიელი ობამასნაირი საერთოდ არ გვადარდებს.დარჩება თუ წავა,ნაპოლის და კონტეს პრობლემას ვერ შეუქმნის,მაგის კაცი არ არის ანტონიო რო ვიღაც ობამასნაირმა ბოგანომ პრობლემა შექმნას.მთავარია რო კვარამ შეუბეროს და თავისი თამაში ითამაშობს,არ გავ***რი ოსიმენს. სად არიან ის ნიგერიელი დებილები,ვის კომენტარებსაც ქართული საიტები აზიარებდით და პოპულიზმს ეწეოდით,აახვევინა კონტემ მათ ობამასნაირს? კაცმა კონტრაქტს ხელი მოაწერა იმის გაგების მერე,რაც პრეზიდენტმა პირობა მისცა,კვარა დარჩებოდა და იქნებოდა გუნდში. ხედავთ,კვარა უკვე მწვრთნელების ბედს წყვეტს,როგორც ერთი მაგარი ბიჭი აკეთებდა ესპანეთში. არავინ გაიგოს ისე რო თვითონ ერევა,უბრალოდ ყველას სურს გუნდში ყავდეს კვარაცხელია. ჩვენთვის საამაყოა ეს ფაქტი,თუმცა ამაზე არ უნდა გაჩერდეს კვარა,არც რომელიმე ქართველი.კვარა არის ბრილიანტი,კიდევ ბევრი დაიბადება საქართველოში მსგავსი ბრილიანტი.ჩვენ უბრალოდ ვუქომაგოთ და დავტკბეთ მისი ყურებით.
რეალობა
Video - ხვიჩა ნაპოლის გულშემატკივრებთან https://youtu.be/VsXxasaY0no?si=JhTogAvYyQ7rDZMr
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?