ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უიღბლო კლაისტერსი

უიღბლო კლაისტერსი

ბელგიელმა მუცლის კუნთის ტრავმის გამო, ტორონტოში ქალების ტურნირში ჩინელ ჟიე ჟენგთან პირველი მოგებული სეტის შემდეგ თამაში მიატოვა
ტორონტოში ქალების ტურნირის მორიგი დღე კიმ კლაისტერსის მარცხით იყო გამორჩეული. მონრეალის მსგავსად, აქაც წვიმდა, მაგრამ ყველა მატჩის დასრულება მოხერხდა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ 15 მატჩიდან მხოლოდ ერთში გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება, სამი შეხვედრა კი ვადაზე ადრე დასრულდა ერთ-ერთი ჩოგბურთელის ტრავმის გამო.

მათ შორის გახლდათ ბელგიელი კიმ კლაისტერსიც. როგორც იცით, მას აპრილიდან მოყოლებული სხვადასხვა სირთულის ტრავმა აწუხებს და სრული დატვირთვით თამაშს ვერ ახერხებს. ბელგიელმა თითქმის მთლიანად გამოტოვა გრუნტის სეზონი, შემდეგ კი უიმბლდონზეც უარი თქვა.

და აი, როგორც იქნა, კლაისტერსი დაბრუნდა კორტზე. მისი მეტოქე იყო ჩინელი ჟიე ჟენგი. გაჭირვებით, მაგრამ პირველი სეტი კიმმა მოიგო, მეორეში კი სამი გეიმი იყო გათამაშებული, როცა მუცლის კუნთის ტრავმის გამო ბელგიელმა თამაში მიატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ნაწილობრივ აქვს გაწყვეტილი მუცლის კუნთი. ამ წაგების გამო კლაისტერსმა 1000 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ორშაბათიდან კლასიფიკაციაში მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდება - მას რუსი ვერა ზვონარევა გაუსწრებს.

არადა, ყველა მოუთმენლად ელოდა მესამე წრეში კლაისტერსისა და სერენა უილიამსის დაპირისპირებას, მაგრამ ეს შეხვედრა აღარ გაიმართება. რაც შეეხება ამერიკელს, მან უპრობლემოდ გაიარა პირველი წრის ბარიერი - 46 წუთში გაუსწორდა უკრაინელ ალიონა ბონდარენკოს - 6:0, 6:3. პირველი სეტი 16 წუთში (!) დასრულდა, მეორეში კი თავიდან 3:3 იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. შთამბეჭდავი გახლდათ ამ მატჩში "ვინერსების" შეფარდება - 19:0 სერენას სასარგებლოდ.

დღის ერთ-ერთი მთავარი სიუპრიზი იყო მასპინძელი ალექსანდრა ვოზნიაკის იოლი გამარჯვება შაარ პეერზე. კანადელმა 43 წუთში გაანადგურა მეტოქე - 6:1, 6:0. ვოზნიაკმა აქტიური მოქმედებით 54 ქულა მოიგო, რაც შთამბეჭდავი შედეგია.

იტალიელი რობერტა ვინჩი 1:3-ს აგებდა პირველ სეტს და 0:2-ს მეორეს, მაგრამ მაინც შეძლო ბელგიელი იანინა ვიკმაიერის დამარცხება - 6:4, 6:2. ახლა ის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიოს პირველ ჩოგანს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდება.

WTA

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

I წრე

ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11)-იუჯინ ბუშარი (კან) 6:2, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-ელენა ვესნინა (რუს) 6:4, 6:1; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-დიმინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16) 7:5, 4:6, 1:3 ციბულკოვას უარი; ანა ივანოვიჩი (სერ)-შუაი ჟენგი (ჩინ) 6:1, 6:1; შუაი პენგი (ჩინ)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:1, 7:5; რობერტა ვინჩი (იტა)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:4, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ხისელა დულკო (არგ) 6:3, 6:4; ფლავია პენეტა (იტა)-მარია კირილენკო (რუს) 6:3, 6:1; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-სარა ერანი (იტა) 7:5, 6:1; სერენა უილიამსი (აშშ)-ალიონა ბონდარენკო (უკრ) 6:0, 6:3; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 2:0 დოკიჩის უარი; პეტრა მარტიჩი (ხორ)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 1:6, 6:4, 6:4; სტეფანი დუბუა (კან)-კატრინ ვორლე (გერ) 7:6(4), 6:1; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-შაარ პეერი (ისრ) 6:1, 6:0.

II წრე

ჟიე ჟენგი (ჩინ)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 2) 3:6, 2:1 კლაისტერსის უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!

კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია

კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს