"ვალენსიას" ხელმძღვანელობამ "ნიუკასლიდან" არგენტინელი ფაბრისიო კოლიჩინის შეძენა გადაწყვიტა
საფეხბურთო ექსპერტები თანხმდებიან, რომ "ვალენსიას" შარშან უმთავრესი პრობლემა დაცვის ხაზში ჰქონდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ცენტრალური მცველები სცოდავდნენ.

ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში შეათანხმა "ლილიდან" ადილ რამის გადაბირების საკითხი. ეს უკანასკნელი ხომ საფრანგეთის ჩემპიონთა დაცვის ლიდერი იყო და გუნდის სტაბილური თამაშის ერთ-ერთი გარანტია გახლდათ. რამის გარდა "ღამურებს" კიდევ ერთი კვალიფიციური ცენტრალური მცველი სჭირდებათ.

ამ მიზნით მას "ნიუკასლიდან" არგენტინელი ფაბრისიო კოლიჩინის შეძენა გადაწყვიტეს. არგენტინელს ისინი კვირაში 40 ათასი ევროს ანაზღაურებას სთავაზობენ. 29 წლის ფეხბურთელს "კაჭკაჭები" 5 მილიონ ევროდ აფასებენ.

ფაბრისიოს საინტერესო კარიერა აქვს: მილანმა ის 1999 წელს შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი მან ესპანეთში - "ალავესში", "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალში" იჯარით გაატარა. "როსონერიში" მან სულ 1 მატჩი ჩაატარა. 2004 წელს კოლოჩინიმ "დეპორტივოს" მიაშურა, სადაც 4 წელიწადი გაატარა. 2008 წელს კი ნისლიან ალბიონს მიაშურა და მას მერე "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაშობს.

კოლოჩინის გარდა "ვალენსიას" ერთი კარგი ცენტრალური მცველი სათადარიგოთა სკამზეც უნდა. ლაპარაკია "სპარტაკიდან" არგენტინელი ნიკოლას პარეხას შეძენაზე. ფეხბურთელი ვერც მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში ხვდება. ნიკოლასი და მისი მენეჯერი უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ კლუბის გენერალურ მენეჯერსა და მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს, მაგრამ მისგან ტრანსფერზე თანხმობას მაინც ვერ ეღირსნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო