გერმანელებმა "იუვენტუსს" შეუთვალეს ფინანსურად არ გვიჭირს იმდენად, რომ ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს შეველიოთო
გასულ უქმეებზე "ჰამბურგის" გულშემატკივრები მხოლოდ თავიანთი საყვარელი გუნდის "დორტმუნდთან" მარცხის გამო როდი ნერვიულობდნენ - შაბათს, იტალიურ და გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსს" ჩრდილოგერმანული გუნდის 24 წლის ჰოლანდიელი გარემარბის ელჯერო ელიას გადაბირება უნდა.

პრინციპში, ეს ძველი ამბავია, რადგან "ბებერი ქალბატონი" დიდი ხანია, ელიათია დაინტერესებული. ახალი ის არის, რომ "ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, "იუვემ" კონკრეტული წინადადებით მოგვმართაო.

იტალიური სპორტული პრესის ფლაგმანის, "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაცით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა "ჰამბურგს" ელიას სანაცვლოდ გუშინწინ რვა მილიონი ევრო შესთავაზეს. არნესენმა კი ტურინელებს უარი შეუთვალა და ამბობს, ელიას გაყიდვა ნამდვილად არ გვინდა და არც ფინანსურად გვიჭირს იმდენად, რომ ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს შეველიოთო.

ჰოლანდიელი გარემარბი ელჯერო ელია "ჰამბურგმა" 2009 წელს "ტვენტედან" გაცილებით ძვირად, 10 მილიონ ევროდ შეიძინა და მას მერე ამ ფეხბურთელმა მხოლოდ თითო-ოროლა მატჩში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. საერთო ჯამში კი, ელიას ჰამბურგული კარიერა ჯერჯერობით უარყოფითადაა შეფასებული. ელჯეროსთვის ჰამბურგში გატარებული პირველი სეზონი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა (5 გოლი, 7 საგოლე პასი), სამაგიეროდ, გასულ სეზონში ხეირიანი ვეღარაფერი გააკეთა (მხოლოდ ორი გოლი და "კიკერის" საშუალო შეფასება 4.38). სწორედ ამიტომ განეწყვნენ ექსპერტები მის მიმართ ასე პესიმისტურად. ელიამ პარასკევს, ბუნდესლიგის პირველ ტურშიც ცუდად ითამაშა, HშV-მ "დორტმუნდთან" 1:3 წააგო, ელიამ კი "კიკერისგან" ყველაზე ცუდი შეფასება, ექვსიანი დაიმსახურა.

გუშინ ელიას წესით ჰოლანდიის ნაკრებში, ინგლისის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა ლონდონში მომხდარი ჯგუფური ჩხუბის გამო გადაიდო და ელჯერო თანაკლუბელ ჯეფრი ბრუმასთან ერთად "ჰამბურგში" დარჩა.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ჰამბურგისგან საბოლოო უარის მიღების შემდეგ, "იუვენტუსმა" აქცენტი "ფიორენტინას" პერუელ გარემარბზე, ხუან ვარგასზე გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ "იუვემ" მანამდე "ლევერკუზენიდან" საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, "რომადან" კი თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი შეიძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე