"არსენალის" ახალშენაძენი, 17 წლის ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ამბობს, რომ მისი კერპი ჯანფრანკო ძოლაა
"არსენალის" ახალშენაძენი, 17 წლის ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ამბობს, რომ მისი კერპი ჯანფრანკო ძოლაა და ერთ მშვენიერ დღეს მისნაირად თამაშზე ოცნებობს.

რასაკვირველია, აქ მამის ხელი და გემოვნება იგრძნობა. ალექსის მამა მარკ ჩემბერლენი "ჩელსის" "ჩია გენიოსს" ეთაყვანებოდა და შვილს უნერგავდა, რომ მიბაძვის ობიექტი სწორედ ის უნდა იყოს. ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, რომელიც "მეთოფეებს" "საუთჰემპტონიდან" შეუერთდა - ჩრდილოლონდონელებმა მასში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადეს - ამბობს:

"ძოლას მამსგავსებდნენ კიდეც, რადგან პატარაობაში წრიპა ვიყავი. მეც ყოველთვის აღფრთოვანებით შევყურებდი მის თამაშს. ის ბურთს დიდებულად ფლობდა და ნაირნაირი გოლების გატანა შეეძლო. მახსოვს რა დიდებულად იყო შეთამაშებული ჯიმი ფლოიდ ჰალესბაინკთან. თუკი ოდესმე ძოლას დონეზე ვითამაშებ თავს უბედნიერეს ადამიანად ჩავთვლი.

მე ტანდაბალი თავდამსხმელები მიყვარს. რასაკვირველია, მსოფლიოში საუკეთესოდ ლიონელ მესი მიმაჩნია. ფაქტია: ის ჩვენი სამყაროდან არ არის. მის დონეზე, ალბათ ვერასდროს ვითამაშებ".

ზემოთ ალექსის მამა ვახსენეთ. ის ახალგაზრდობაში თავად გახლდათ ფეხბურთელი. მარკ ჩემბერლენს ნათამაშები აქვს ისეთ გუნდებში "პორტსმუთი" და "სტოკი" რომ გახლავთ. მეტიც, მან რვაჯერ ინგლისის ნაკრების მაისურაც კი მოირგო. რად უნდა ლაპარაკი, რომ გარემარბი ვაჟის ჩამოყალიბებაში მშობელს დიდი როლი აქვს მიღებული.

"მამას მოვლენებზე თავისი შეხედულებები აქვს და მე მას, რასაკვირველია, ვუსმენ, თუმცა, რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩემი ცხოვრება თავად უნდა ვმართო. მამაჩემის თამაში მაინც და მაინც არ მაქვს ნანახი. იმ წლებში, ის ფეხბურთელი რომ იყო, ტელევიზია ამდენს არ იღებდა.

მამა მხოლოდ ერთი-ორ ჩანაწერში ვნახე და ეს არის. ის რამდენჯერმე ნაკრებში ათამაშეს. ერთი-ორ შეჯიბრებაშიც გაუმარჯვია და რამდენიმეჯერ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მიუღია. ეს პრიზები მას სახლში კედლებზე აქვს გამოკრული და ამით მე მახსენებს, რომ კარიერაში მიზნად ტიტულების მოპოვება უნდა დავისახო. ჩემთვის მოუყოლიათ, რომ მამა ახალგაზრდობაში ჩინებული გარემარბი იყო, რომელიც მოგვიანებით ნახევარდაცვაში გადაიყვანეს.

სხვათაშორის უკვე ბევრმა მითხრა, რომ მე და მამაჩემი თამაშის სტილით ერთმანეთს ვგავართ, თუმცა მე თავიდან შუა ნახევარმცველი ვიყავი და ფრთაზე მხოლოდ ერთი წელიწადია რაც გადამიყვანეს. საქმე ის გახლავთ, რომ "საუთჰემპტონის" პირველ გუნდში მე ყველაზე ჩია ვიყავი და მწვრთნელებმა მიიჩნიეს, რომ პირველი ლიგის დონეზე მოედნის ცენტრში სათამაშოდ ათლეტიზმი არ მეყოფოდა. თან, საკმაოდ სწრაფი გახლავართ. ასე რომ, ფლანგზე თამაშს იოლად შევეგუე და დღეს ვერც კი გეტყვით, რომელია ჩემი საუკეთესო პოზიცია. ვინ იცის, იქნებ წლები რომ მომემატება ისევ დამაბრუნონ მოედნის შუაში".

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ზაფხულის პირველი ნახევარი ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად შვეიცარიაში გაატარა, სადაც "ჩელსის" ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯოშ მაკეჩრანს დაუმეგობრდა. "მეთოფეთა" ახალი ბიჭი ამბობს:

"ჩვენ დავამარცხეთ ჩერნოგორია 1:0, შვეიცარია 3:2 და ფრედ ვითამაშეთ ესპანეთთან - 1:1. ესპანელებს მართლაც საუცხოო გუნდი ჰყავდათ, მაგრამ მათ ჩვენ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით გვაჯობეს. 19 წლამდელთა ნაკრებში გამოსვლა ძალიან მომეწონა.

დიდებულია, როდესაც შენი ასაკის საუკეთესო ბიჭებთან ერთად ხარ და თამაშობ. ჩემს გარშემო იყვნენ ბიჭები, რომლებიც პრემიერლიგის გუნდებში თამაშობენ და ვარჯიშებზეც პრემიერლიგის სტანდარტებს აჩვენებდნენ. მათ წინააღმდეგ თამაში პირველ ლიგასთან შედარებით სხვა იყო. ისინი გაცილებით ტექნიკურები არიან და შეტევაში გამწვავება შეუძლიათ. რაც შეეხება ჯოშ მაკეჩრანს, ის დიდი ფეხბურთელი გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც