3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა.

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში იასპარეზა 28 სპორტსმენმა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა +102 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ).

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ).

მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც შეძლო ათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

აღსანიშნავი და სამაყოა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იზეიმა ოლიმპიური ჩემოპიონობა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი რომელმაც ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა, ლეგენდარულმა ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია ვინც სამჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ისტორიულია გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალიც. გენო გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ღირსეულად წარადგინა საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.

წყარო: geonoc.org

კახა
მარტო 5 ოქრო კრივში აიღეს
გიორგი
ოლიმპიური ოქრო კარგია, მაგრამ ცოტა კრიტიკულად რომ შევხედოთ: 1. ოლიმპიური მედლები ძირითადად ერთიდაიგივე სახეობებში გვაქვს 2. ოქროები ფედერაციის საქმეა, სპორტის სამინისტროს საქმე არის ის რომ სპორტი გახდეს მასობრივი და ხელმისაწვდომი მოსახლეობის ფართო მასებისთვის 3. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასევე ანტირეკორდი დაფიქსირდა, მგონი პირველი ოლიმპიადაა უმედლოდ
გიორგი
მე ცოტა უფრო მაქსიმალისტი ვარ და სიის ქვემოთ ყურებას, სიის ზევით ვიყურები და ვხედავ 26 მლნ.-იან ავსტრალიას 18 ოქროთი და ჯამში 53 მედლით (მე-4 შედეგი), 17 მლნ.-იან ჰოლანდიას 15 ოქროთი და 34 მედლით (მე-6 შედეგი), 5 მლნ.-იან ახალ ზელანდიას 10 ოქროთი და 20 მედლით (მე-11), უზბეკეთს, კი 40 მლნ-იანი მაგრამ 8 ოქროთი და 13 მედლით. ასევე პატარა ქვეყნები - შვედეთი, ნორვეგია, ირლანდია. მაინცდამაინც სომხეთს ან ინდოეთს ნუ გამოვეკიდებით, სადაც სპილობურთის მეტი სხვა სპორტი არ იციან
ი1
მშვილდოსნობაში რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გამოვდივართ 1996 წლიდან არ აგვიღია. 1992 წელს აღებული მდელები არ ითვლება ჩვენს ანგარიშზე, მითუმეტეს, გუნდურიმიუო და სხვებიც იყვნენ ხათუნა ქვრივიშვილის გარდა. ჩვენს ანფარიშზეა 13 ოქრო, 15 ვერცხლი, 19 ბრინჯაო, ჯამში 47 ძიუდო 5. 7. 3. 15 ჭიდაობა 4 7. 10. 21 ძალოსნობა 4. 1. 3. 8 ბოქსი. 0. 0. 2. 2 სროლა. 0. 0. 1. 1
დავითი
უზბეკეთი 10 ჯერ დიდია ქვეყანა საქართველოსთან შედარებით 37 მილიონი მაგრამ მაინც მაგარი შედეგი დადეს
ჯონი
ცურვა და მძლეოსნობა გვჭირდება
G.LA
ოლიმპიორი მონაგარის ცხრის გადახედეთ და ვიამაყოთ ყველამ ერთად საქართველოს გამოსვლით. ქვეყნებს არ ჩამოვთვლი თვითონ შეავლეთ თვალი ჩვენ 3 ოქროს და ჩვენს დაბლა მყოფ ქვეყნების მონაგარს. ყოჩაღ ჩვენ ნაკრებს. ვულოცავ მედლება ყველა მათგანს და უმედლოებს მოუწოდებ კიდევ უფრო დიდ შრომას, რადგან მომავალის იმედით უჯეთესი გამოსვლა შეგვიძლია. მადლობა ყველა სპორტსმენს ვინც საქართველოს დროშის ქვეშ იბრძოლა. წარმატება და გამარჯვება ყველა მათგანს.
alexix
ესაა 8 ოლიმპიადის მონაგარი: ძიუდო – I, III, III, I, II, I, I, II, III, I, II, II, II, I, II, II, (16) თ. ჭიდაობა – I, III, III, III, I, II, III, II, II, III, III, I, III, II, I, II (16) ბ.რ. ჭიდაობა – III, III, III, II, I, II, III, III, II, (9) ჩოგბურთი – III (1) კრივი – III, III, III, (3) მშვილდოსნობა – III (1) ძალოსნობა – I, III, I, II, I, III, I, III, I, (9) ტყვიის სროლა –III (1) როგორც შიდაობასა და შტანგაში ვართ, ისე სტაბილურად უნდა წამოვწიოთ ერთი 3-4 სახეობა მაინც, თორემ ასე დიდხანს თითო-ოროლა მედლის ამარა ვერ ვიქნებით სულ
მაო
ნამდვილად კარგი შედეგია და იმედია კიდევ უფრო უკეთაც ვიასპარეზებთ მომავალში! ასევე შეუძლებელია არ აღვფრთოვანდეთ უზბეკეთის სპორტსმენების ტრიუმფით.მათ რვა ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავთ:ტაეკვანდოში,ქალთა ძიუდოში და რაც სრულიად საოცარია,მამაკაცთა კრივის შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში ჩემპიონები უზბეკი მოკრივეები გახდნენ.ყოჩაღ მათ!
ბრაზი
კარგია ეს,ნამდვილად გასახარი.ამავდროულად,აუცილებელია სერიოზული მუშაობა,სპორტის მრავალმხრივი,პროგრამული,დიდი მხარდაჭერა სახელმწიფო დონეზე და უკვე მომდევნო ოლიმპიადაზე სრულიად შესაძლბელი გახდება ამ შედეგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. წინ,საქართველო!!!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა
"თუ კარგი წინადადება იქნება" - გატუზო რუსული კლუბის გაწვრთნის სურვილს გამოთქვამს
"სიამაყე გვერდზე გადადე და წადი" - დომენეკმა შევალიეს რჩევა მისცა
თუ ალისონი წავა - მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს