გავლენიანი და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "მერსისაიდელებმა" და ჩვენებურმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს. "ვალენსიას" ქართველი კიპერი თანახმაა, 1 ან 2 სეზონი განათხოვრებით რომელიმე გუნდში ითამაშოს, (სავარაუდოდ, "ბორნმუთში") ალისონის წასვლის შემდეგ კი "ენფილდზე" ძირითადი მეკარის სტატუსი ირგუნოს.

რომანო გვაუწყებს იმასაც, რომ გიორგის აგენტი და "მერსისაიდელთა" წარმომადგენლები ახლა ვალენსიაში იმყოფებიან, სადაც ბოლო დეტალებს აგვარებენ, მაგრამ საბოლოო თანხმობა "ღამურებს" ჯერ არ მიუციათ.

საინტერესოა, რა გუნდია "ბორნმუთი" და ვინ არიან დღეს მისი მეკარეები. "ალუბლების" კიპერი ნორბერტო ნეტო იცავს, რომელსაც სწორედ "ვალენსიაში", "ფიორენტინაში", "იუვენტუსსა" და "ბარსელონაში" უასპარეზია.

გუნდში ასევე ირიცხებიან 24 წლის უილიამ დენისი და 25 წლის მარკ ტრავერსი. "ბორნმუთმა" გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა და ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ "კერკეტ კაკლად" და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე კლუბად ითვლება.

მერაბი
ინგლისის პრემიერ ლიგა დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, და იქ ნებისმიერ გუნდში თამაში უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ვალენსიაში.
gomako
იმიტომაც ატრიალებენ წაღმა უკუღმა მაგ შენ პრემიერლიგის ვითომ გრანდებს ესპანელები დოღლიგაა მაშ რა ჩემი პუტინია
იფფფ
ბორნმუთი თამაშობს ლამაზ ფეხბურთსო)) ვახ რა
Rezo
ოჯახში ილაპარაკე ეგრე
ბუხრისძირას
რა მაინტერესებს იცი დ,,, გყაავს,.შენნაირების აზროვნებით რო ფიქრობდნენ ბევრი ფედერაციაში სიჭინავას დროს იმიტო ვიყავით ყინულივით გაჩერებული ერთ ადგილას.DĎDDĎDDĎD.
სოსო
თვითონ ვალენსიაა დაინტერესებული,რომ გაყიდოს და ვალები გაისტუმროს.მამარდა კი,ტყუილად არ გახდა ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.დღეისათვის,მას ფეხით თამაში, პროგრესის მიუხედავად,მაინც საგრძნობლად აქვს გამოსასწორებელი,გამოსვლებზე,თითქმის გააქრო,საუკეთესო მეკარეებისაგან ჩამორჩენა,კარის ხაზზე კი,უკვე დიდი ხანია,საუკეთესოებშია.ინგლისურ ფეხბურთში გამოსვლებზეც მოუხდება ხშირი თამაში და ფეხითაც.ასე რომ კიდევ უფრო დაიხვეწება.ვალენსიაში თუ რამე შეეძლოთ ესწავლებინათ,ამდენ ხანში,უკვე ისწავლიდა.ამ მხრივაც ურჩევნია გადასვლა.ახალი მწვრთნელი ხომ ახალ ცოდნასაც გულისხმობს.ინგლისური, ალბათ ცოტა მაინც ეცოდინება.მე იმისი მეშინია,შეგუების პროცესში შეცდომები არ მოუვიდეს და იქაც არ დაკარგოს ადგილი.კარში ძირითადი მეკარის ადგილის დაბრუნება ხომ საკმაოდ ძნელია,ერთხელ თუ ამოვარდი.მერე, უკვე შანსს უნდა ელოდო და შესაძლოა მთელი წელი აღარც მოგეცეს.
რრრ
ვერაა რა ეს ხალხი, დაგიჩემებიათ დარჩეს ვალენსიაში, დარჩეს ვალენსიაში, თავად ვალენსიას უნდა მამარდას დარჩენა? ეგ რომ უნდოდეს დიმიტრიევსკის კი არ მიიყვანდა, ფული უნდა ვალენსიას ფული გაიგეთ. ვაახ
,კახაs
ბუხრისძირას რომ იჟექით შენდა პეპი ეტყობა მაშინ გითხრა ვგიჟდები მამარდაზეო.DDDDDDD
ზაზა
ლაშა ძმაო, ამ შენს კომენტარს გაგახსენებ 2 წელიწადში. ოღონდ მერე არ შეგრცხვეს.
ზურა
დილეტანტებო, რატომ გგონიათ ბორნმუთი ვალენსიაზე ნაკლები გუნდი ? ან ზოგადად, ნებისმიერი ინგლისური გუნდი, ქვედა ლიგისაც კი, 85-ე წუთზე 0-4-ს რომ აგებდეს, თუ მიუშვი, იმ დარჩენილ წუთებში 3 ბურთს შეგიგდებს. მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ეპატიჟებიან და თქვენ აქ რას იპრანჭებით ? "დაკარგული სამოთხის" დროიდან ჩვენს უკუდო ამპარტავნებას საშველი არ ადგება. ლივერპული მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდების სამეულშია - გადახედეთ მის ტიტულებს, "ენფილდზე" კი სხვა ქვეყნების გულშემატკივრებს ჰკითხეთ, თქვენ თუ არ გაგიგიათ

წარმატებები მამარდ! გისურვებ ლივერპულის ლეგენდა გახდე! უდიდესი კლუბი, უდიდესი ქომაგით!
eqsperti
დაღუპეს ბიჭი
გულშემატკივარი
"ბრორნმუთში" მეორე მეკარედო? რავა, ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საქართველოს უნდა ეთამაშოს და ამას, ამიტომ უწყობენ გიორგის?
,კახა
თუ მსოფლუოში ყველაზე ძვირი მეკარეა, რა ბორნმუთი, და რა იჯარა. არც გასაცოდავენული ლივერპული მემეტება გიოსთვის. ერთი წელიც მოიცადე გიო ვალენსიაში და სიტის პირველი მეკარე გახდები ედერსონი რო წავა. თან გვარდიოლას მაგრად მოწონხარ.
Chaach
მამარდა თავიდანვე ამბობდა, რომ დარჩენა უნდოდა.. ვალენსია ჩქარობა გაყიდვას სავარაუდოდ, ხოლო აგენტი და მამარდა ოპტიმალურ გამოსავალს ეძებენ ესაა და ეს. 1 წელი ბორმუთში კიდე ხოო მარა 2 ნამეტანია!
ლაშა
მამარდას ძალიან უნდა ინგლისი და ნახავს თუ რა ცუდია იქ თამაში, ამაში სულ მალე დარწმუნდება. მე სამწუხარო რეალობას ვიძახი, თორე ღმერთმა ხელი მოუმართოს!
Rezo
სირცხვილია! რა იჯარით, რა ბორნმუთში? ყოფილიყო სადაც იყო, ჯობდა. არ უტყდება თვითონ? გუყიდი, მარა არ გათამაშებ. თუ კარგად მოიქცევი, კანფეტს გაჭმევ. პარალელი მორაგბე მატკავასთან. მონპელიესი არ გადავიდა შავი ლომიდან, იმიტომ რომ ეგეთივე დამამცირებელი შეთავაზება იყო.
ზურაბა შეგნებული
მთლად ეგრეც არაა საქმე ეს ინგლისლებმა ყველაზე კარგად უციან
Gagguuu
შენ სად თამაშობ ლომოო ტაბახმელაში თუ სართიჭალაში
გიორგი
მშვენიერი გადაწყვეტილებაა , უძლიერეს ლიგაში სუსტდაცვიან გუნდში თამაში მეკარის გასაზრდელად იდეალური ვარაინტია. ზუსტად 1 წელიწადში მამარდას სულ სხვა დონე ექნება.
goga
მსოფლიოში ყველაზე ძვირი მეკარე იჯარით მიდის სადღაც ლიგის შუაადგილოსან გუნდში.
Bs
იყო ადრე.
დავით
რატო თანხმდება მამარდა ვერ ვხვდები აქ რაღაც მახინაციაა
Გაბო
დოღ ლიგა ლა ლიგაა.ბარსას და რეალის გარდა რომელი გუნდი თამაშობს იქ ფეხბურთს? ვალენსიას თამაშს მამარდას ხათრით ვუყურებდი და თან ვიტანჯებოდი ისეთი უაზრო თამაშები იყო.
დათო77
ალისონი დასვით სკამზე !!!
ika
იმისი რავთქვი საქართველოში ხალხი ფეხბურთის გაგებაში ან გარტყმაში თუ იყოს.
ქომაგი
ვალენსიაში იყოს რა შეჭამეს ეს ბიჭი ბოლობოლო კანისარესი თამაშობდა იქ ძალიან კარგ ადგილზეა.ისე წერემ ეს ჟურნალისტები უნდა წავიდესო გეგონება ყაზახურ ჟეტისუში ამ ორდაბასიში თამაშობდეს და ვალენსია დონე არ იყოს.ბევრი ქართველი მეკარე გახსენდებათ ვინც ვალენსიაში თამაშობდაა?დაანებეთ თავი ამ მეკარეს.
ცუდად მენიშნა 1-2 წელი
ამის საქმე ისეა: თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო.
xuta
დაიკარგა ეს კაციც!
L.J .
Parkadze bavariam me4 bundesligis gundshi gaanatxovra rac dzalian cudi mgonia...:(
მეზღვაური
ალისონი ისეთ ხოდზეა, რომ არამგონია სადმე წავიდეს,2027წლამდე აქვს კონტრაქტი,სადღაც 2026წელს შეეცდებიან გაყიდონ ალბათ,უფასოდ რომ არ გამოუვიდეთ გაშვება. საქმე ისაა,რომ ბორმუთშიც კონკურენციაა. ეს ნეტო ვალენსიის ყოფილი მეკარეა,ბარსაშიც იყო 2 სეზონი ტერ შტეგენის დუბლიორი,რამდენიმე მატჩი ითამაშა.ახლა ბორმუთის კაპიტანიცაა. მოკლედ თუ ეს თემა გამოვა კარგად უნდა აწონონ გიომ და მისმა წრემ ყველა დეტალი. ჩვენი იმედია ეგ ბიჭი და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
gomako
მამარდ ეხლა ამ დოღლიგას უნდა გვაყურებინო?! თუ გარანტიას აძლევენ მომავალ სეზონზე ლივერპულის ძირითადში ღირს ცდა ნუ ვალენსია ისეთ საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს დაიტანჯა კაცი მაგრად კი გამოიჯეკა წარმატებები ყველა ქართველს სადაც ჩაკვეს თამაშებს ვუყურებთ დოღლიგა 2-ში, იქ მამარდას სეივებსაც ავიტანთ დოღლიგა 1-ში
tngh
"ვალენსია" ძალიან კარგი გუნდია...
tngh
"ვალენსია" ძალიან კარგი გუნდია...
ქიტესა
ძალიან მცდარი ნაბიჯი იქნება. განაგრძოს ვალენსიაში და ალისონი როდესაც წავა, მაშინ გადავიდეს ლივერპულში.
tngh
"ვალენსია" ძალიან კარგი გუნდია...
ბადრი
არ მომწონს მე ეს ამბავი. რაღაც ბუნდოვანია. სად ვალენსია და სად რაღაც ბორნმუთი, 80 პროცენტმა ალბათ არ იცის რა კლუბია. მარტო ეს ღირს რამედ როგორ ჟღერს- "ესპანეთის ვალენსია".
ვენეციის კომისია
აბა პრემიერლიგის წესებით ახლადშეძენილი მოთამაშის ეგრევე პრემიერლიგის კლუბში განათხოვრება აკრძალულიაო და ამიტომ ბორნმუთი გამოირიცხაო?
gionat
ბრორნმუთში 1-2 წელი??? თან იქაც აპრიორი ძირითადის მეკარედ არ წავა? რაღაც ცუდი ზღაპარია ....
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა