ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"იბერია 1999" ისევ დამარცხდა - ქართული კლუბების ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

"იბერია 1999" ისევ დამარცხდა - ქართული კლუბების ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ბაშაქშეჰირთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა ქართულ გუნდს 0:1 ჰქონდა წაგებული, თურქეთშიც მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ყველაზე რელური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთს კოხრეიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ მაკარიძესთან პირისპირ მეტოქის ორი ფეხბურთელი - დავიდსონი და პელკასი გავიდა, ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ანგარიში ვერ გახსნეს. თუმცა, მალე თბილისელთა კარი პიონტეკმა დალაშქრა. მერე საჯარიმოდან პელკასმაც გაგვიტანა. 90-ე წუთზე ჯინჯოლავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ბაშაქშეჰირი“ ირლინდიის „სენტ პატრიკსს“ დაუპირისპირდება.

სტამბოლი. „ფათიჰ თერიმი“

ბაშაქშეჰირი - იბერია 1999 2:0

გოლები: 1:0 პიონტეკი (50), 2:0 პელკასი (62)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (სიხარულიძე 73), ნონიკაშვილი (ხაჩიძე 84), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 62), გ. მამაგეიშვილი (დადიანი 84), ი. ტაბატაძე (ახვლედიანი 62), სილა

• ზაქარია

Transfermarkt-ზე ვნახულობდი უცხოეთში მოთამაშე ქართველებზე ინფორმაცის. აღმოავჩინე რომ 250 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან თითქმის ნახევარი უცხო ქვეყანაში თამაშობს დაახლოებით 120 კაცამდე. ოღონდ ყველა კი არ თამაშობს მაღალი დონის კლუბებში, პრაქტიკულად ამათი ნახევარი საშუალო დონის გუნდებში ან ამაზე უარეებში თამაშობენ. 10-15 წლის წინ ეს პრობლემა არ იყო იმდენად, რადგან ქართველები ასე მასიურად არ მიდიოდნენ უცხოეთში, ყაზახეთში, ბოსნიში, ან პოლონეთის და რუმინეთის მეორე დივიზიონებში. აქედან 30 კაცი რომც დარჩენილიყო შეიძლება ეროვნული ლიგა 1 თავით უკეთესიც ყოფილიყო, ისეთი მაინც იქნებოდა 10-15 წლის წინ იყო და ქართული გუნდები კონფერენს ლიგის პლეი-ოფებამდე ზოგჯერ მაინც მიაღწევდნენ. ამასთან არცერთი "ტოპ" ქართული გუნდი ვერ ახერხებს გრძელვადიანი გეგმით მუშაობას ლამის ყოველ 1-2 წელიწადში ცვლიან წვრთნელებს და გუნდის ბირთვს. ასე ანდორის გუნდებსაც ვერ აჯობებ. სტაბილური სიცუაციია კლუბში არის კრიტიკულად აუცილებელი.

• Იბრუხას

იბრუხ საქართველოს ჩემპიონატის 90 % ვესწრებოდი სტადიონზე საბერძნეთთან თამაშამდე.საბერძნეთთან ერთი ბილეთი 80 ლარი რო დამიფასა გადამყიდველმა იმის მერე ვთქვი-აღაროსედეს არ დავესწრები არც საქართველოს და არ ჩემპიონატის თამაშებს! ვიცი ამით არავის არაფერი დაუშავდება და ისევ ივლის სტადიონზე მხოლოდ ნაკრების თამაშებზე(ისიც სანამ ნაკრებს ფეხი დაუცდება)კატეგორია ვისაც ფული აქ და ხალხი მხოლოდ იმის გამო რო ფეისბუქზე სურათები დადოს,მაგრამ ჩემთვის მთავარია რო მე არაფერი დამიშავდება და არც არაფერს დავკარგავ.

• Leqsos

მოდი მაშინ ამას გეტყვიი აზრზე არარიან არცერთი კლუბიი ყველა არის ანდორას ჩემპიონატის დონის კლუბებიი…კლუბი რომელიც 400000€წამყვან ფეხბურთელს გაყიდის და ის უხარია ის კლუბები ვერასდროს მიახწევს წარმატებას გამორიცხულია როგორც დინამო თბილისიი ისეა ყველა გუნდი ერთი ტორპედოს იმედი მქონდა და ერთმანეთზე უარესები არიან ყველაა ვისუნდა უბალეშიკო ეგენი სტადიონზე მისვლის ღირსებიც არ არიან…მიდი ეხლა ჩეხეთან სტადიონზე და ნახავ ბალეშიკობას რატო იმიტომ რო დაგვანახეს შედეგიი ეს არის რეალობა და ეგეთ კომენტარებს დანებე თავი გთხოვ ჯერ შედეგი დადონ და მერე დაინახავ ბაკეშიკობას და ბილეთი რო არიქნება …მე მაგალითა აზრი დავკარგე მაგათ ეემხედვარე ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ნახავ ძმაო ჩემპიონთა ლიგაზე რო გავუდეთ რა ჩემპიონატი გვექნება მაგრამ ეგ რიდის იქნება შეეიძლება ესე თუ გაგრძელდა არც არასდროს დადგეს ეგ დღეებიიი….

• Jora-giorgi

ნაკრების პრობლემა როგორც მოგვარდა ნახავთ ეხლა სექტემბერში,ხომ არ დაგავიწყდათ წინა შესარჩევი-ბოლოდან მე- 2 ადგილი ჯგუფში და მხოლოდ კვიპროსის მაჩანჩალა ნაკრებთან მოგებული თამაშები ან კიდევ ესპანეთთან 1-7, 1-4 და თურქეთთან 1-3-სულ ეხლახანს იყო ეს თამაშები და შემადგენლობაც იგივე......ასე რომ ჯერ გადახტი და ჰჰოოპა მერეო.....არ არსებობს ბუნებაში შემთხვევა როდესაც ასეთი დონის ჩემპიონატის ქვეყანას მაგარი გუნდი ყავდეს სტაბილურად-გამორიცხულია, რა თქმა უნდა იქნება ხმაურიანი მოგებები პერიოდულად, ისე როგორც პორტუგალიასთან, მაგრამ მდგრადი შედეგის მიღწევა ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელია...არ ვიცი!შეიძლება ვცდებოდე კიდეც, ღმერთმა ქნას....

• ლექსო

თურქეთში რა განწყობა, რა ატმოსფერო, რა მომზადებაც არის შეადარეთ ქართულს - ტრანსლაციაც კი არ გვქონდა! თბილისურ თამაშზე ხალხიც არ მივიდა, ვინც მივიდა იმათმა ხმის ამოღება არ იკადრეს! ერთი წესიერი მატჩისწინა პრესკომფერენცია და მზადების სიუჟეტიც არ გაკეთებულა!!! (არადა ამდენი უსაქმური არხი და ტვ გვაქვს! ალბათ ჩვენი ჭურნალისტები ძალიან დაიღალენ და შვებულებები აქვთ! ) და მერე ვინმეს უკვირს რატო ვერ ვიგებთ?! ნახეთ აზერების "ზირა", სომხური "ნოა" რა გარემოში თამაშობენ და როგორი გულშემატკივრობა აქვთ ყველა მხრიდან!!!! აქ მარტო სუპერთასის დონეა, ბარსა უნდა ჩამოვიდეს, ან თუ რამე სვეცკობაა მერე მიაწყდება სრული ჯომონდი და ელიწა! მოკლედ რაა ამ ქვეყნის კუდაბზიკობაა მოურჩენელი და დიდი პრობლემა!!!!!

• დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს

ქართული პრობლემა ნაკრებში მოგვარდა, ახლა დროა კლუბებშიც მოაგვაროთ - ვილი სანიოლმა სირბილის მწვრთნელი მოიწვია ასისტენტად და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხნით ჩამოდიან, მაინც გააუმჯობესეს სირბილი. კლუბებმაც სთხოვეთ სანიოლს და მოგიძებნით სირბილის კარგ მწვრთნელებს!

• ვისტი

ჩემი აზრით წელს ერთადერთი გუნდია იბერია რომელმაც "არ ჩაისვარა" და თავისი რესურსი ბოლომდე გახარჯა. გამოვარდა გუნდთან, ვისთან გამოვარდნაც იბერიასთვის არ ტეხავს. ჲბერიას კოეფიციენტების ხარჯზე ფიქრობდით ეროვნული ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდის გაყვანას? დანარჩენი ყველას ვუერთდები "უკან პასების", "ფეხების მანდრაჟის" და "ხინკლის მენეჯმენტის" პრობლემებში.

• ვილი

აქ ვერ დვწერთ იმ ეპიტეტს, მარა რის ლევანი? სილაგაძე რომ გყავს ტოპ-მენეჯმენტში?

• მწვრთნელი

ნოდო, შემდეგი სეზონიდან 3 გუნდით გამოვალთ! 49 ადგილზე ვართ უეფას რეიტინგში!

• სიმართლის მოყვარული

ქართულ საკლუბო ფეხბურთს პრინციპში არაფერი ეშველება ასეთი დაფინანსების სისტემაში. სახელმწიფოს მუქთა ფული შეიძლება ახალგაზრდების აკადემიებს ხმარდებოდეს, როგორც ხორვატიაში, მაშინ იმათსავით ათეულობით კარგ ფეხბურთEლს გავზრდით. ახლა რაცჩვენ სისტემა გვავს, რომ კლუბებს აძლევენ უაზროდ, ეს მავნებელია სისტემისთვის, მაგას სჟობს სულ შეუწყვიტონ და ისლანდიასავით ნახევრად პროფესიული ჩემპიონატი გვქონდეს. საქმე ისაა, რომ მუქთა ფული მაგნიტივით იზიდავს მუქთახორებს, რომელიც ცდლობს შეტეოს მენეჯერად, სიდერი შეტენოს ბუღალტრად, ბიძაშვილი მძღოლად, მოკლედ მაქსიმალურად ეფექტუეად გამოხრას ეს მუქთა ფული. ჯკუბის შედეგი კი სულ არ ადარდებს. ეს მუქთა ფული თუ არ იქნება, ამ მუქთახორებს არ ექნებათ ფეხბურთთან გაკარების ინტერესი, და დაგვრჩება შესაძლოა კიდევ უფრო სუსტი, მაგრამ პატიოსანი ხალხით დაკომპლექტებული გუნდები,

თავად რისი ლომი ხარ, გაგვეცანი აბა..

• Karche ra

გაუჭირდებოდათ..ეხლა იტყვიან კარგად ითამაშეს მაგრამ წავაგეთო არ გაგვიმართლაო და ეგეთები ვაი თქვენს პატრონს ვინც ეგრე ფიქრობთ...

ეს რა მოსვლია იბერიას, და ყველა ქართულ გუნდს, მანამდე ხო ყოველ წელს გავდიოდით

• რაბუ

ქართული საკლუბო ფეხბურთი აღარ არსებობს დიდი ხანია. იმის ნაცვლად რომ ამას მიხედოს მთავრობამ(არ მითხრათ ახლა არ ეხებათო, რაც უნდათ ყველაფერი ეხებათ) ლეგენდების თამაშს მთავაზობს ბათუმში. პური და სანახაობა. რა ჯანდაბად მინდა ლეგენდა გასკდა გული ამდენი ჩასვრით.

• ნოდო

ერთია გამოვარდნა მაგრამ მეორე ქვეყანამ რამდენი ქულა აიღო და რეიტინგში როგორ შეგვეცვლება პოზიცია

• ასიანი

ლევან კორღალიძე არის უნიჭო მწვრთნელი რით ვერ მოვიშორეთ ეგ კაცი ვერ გამიგია დაილია მწვრთნელები, დროზე წავიდეს კორღალიძე გუნდიდან უნამუსობასაც აქვს საზღვარი!

• ელიასი

უუუუფფფ! მორჩა, გათავდა, როგორც იქნა, ამათი წვალება (და ჩვენიც, რაც მისასალმებელია; აბა, რეიზა უნდა გვიხაროდეს წვალება, წამება და სხვა საძაგლობები, მაზოხისტები ხომ არ ვართ ბოლოს და ბოლოს). აგვისტოს შუაწელი მუდმივად გადაულახავი ბარიერია ამ საცოდავებისთვის. კალაკობი ოცივე თითს, როგორც ყოველთვის, თიკა ბოკუჩავასკენ გაიშვერს, რომელმაც ბაობაბების შემდეგ თურმე მშობლიური ფუტბოლ-კლუბების გასახმობადაც მოიცალა.

• იბრუხ მართალი

იბერიას რა უნდა მოთხოვო ბაშაქშეჰირთან, არც მქონდა იმედი გასვლის. ვინც ასეთ დღეში ჩააგდო ფეხბურთი საქართველოში იმის კისერზე იყოს. ვითვალოთ ახლა სომხური და აზერული გუნდი რამდენი დარჩა ევროტურნირებზე. ღმერთმა გაუმარჯოს, იმიტო რომ დამსახურებულად არიან სადაც არიან და სათანადოდ ხედავენ საკლუბო ფეხბურთს. ერთი ნათელი წერტილი, ერთი ნორმალური გუნდი როგორ არ უნდა იყოს ქვეყანაში. დინამოს კიდე, სტადიონს კი არ უნდა დემონტაჟი თვითონ გუნდს უნდა და ხელმძღვანელობას. ვინ როგორ უბერავს ამ ქვეყანაში ვერ გაიგებ.

• ჯორჯო ბიძია

ერთი იბერიას თამაშის ბილეთებს ვყიდულობდი ისიც გამოვარდა..აბა ნაკრების თამაშის ბილეთებს ბობოლები მე რას მაყიდინებენ..მადლობა იბერიას რომ არსებობს!!!

• ანტიფეხბურთი

უკან პასების ლომები.

უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს

იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ

"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო

იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა

2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა

"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა

"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს

სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს

"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა

კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო

კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა

ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება

პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა

პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს

ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა

პსჟ-მა დონარუმას გუნდიდან მალე წასასვლელად მისი სატრანსფერო ფასი დაწია

Geo Team: იური ტაბატაძე ესპანურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ

[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

გიორგი ტაბატაძე დანიის სუპერლიგის გუნდის ფეხბურთელი გახდა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა

"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი: მთავარი ბრძოლები წინაა

კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა