სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა ხანში კარგი კომბინაცია ლობოტკამ ვერ დააგვირგვინა. მერე ხვიჩა მეკარე მონტიპოსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მის მიერ დარტყმული ბურთი ტშატშუამ დაბლოკა. თან "კვარას" მცველი შეეჯახა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და რასპადორიმ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლივრამენტომ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და მასპინძლები დააწინაურა. „ნაპოლის“ მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ანგისამ ბურთი ხარიხას გაარტყა. 75-ე წუთზე კი მოსკერა მცველებს გაექცა და მერეტის კარი დალაშქრა. მოსკერას მალე გატანა მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან კომპენსირებულ დროში დუბლი მაინც შეასრულა.

25 აგვისტოს „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“

ვერონა - ნაპოლი 3:0

გოლები: 1:0 ლივრამენტო (50), 2:0 მოსკერა (75), 3:0 მოსკერა (90+3)

Achi
მსაჯები ყველგან იყიდებიან, მარამ იტალიაში ეს ძალიან შესამჩნევია. აშკარად იცოდა ვერონის დაცვამ ხვიჩასთან უხეშობისთვი არავინ დასჯისა.
მე არ ვარ ბოროტ-ს
გაზრდილხარ და ბაჯაღლო დამდგარხარ..ო სწორედ ეგ ბაჯაღლო….
თამაზ
აბა რა!
მე არ ვარ ბოროტი
კიდევ ერთი და მთავარი, თუ უცოლო ხართ და ცოლის მოყვანას დააპირებთ აუცილებლად შეგვეკითხეთ გულშემატკივრებს რა ასაკში და როგორი გოგო უნდა მოიყვანოთ.
რეალობა
ჩემგან თქვენ Like-ი, პატივცემულო!
მე არ ვარ ბოროტი
მივმართავ ქართველ ფეხბურთელებს, ახალ გუნდში როცა გადახვალთ სოციალურ ქსელში მოაწყეთ გამოკითხვა რომელ გუნდში ჯობია გადასვლა, რა ნომერი ჯობია აიღოთ, ვარცხნილობა უნდა შეათანხმოთ აუცილებლად გულშემატკივრებს,კიდევ გოლი როგორ უნდა აღნიშნოთ აუცილებლად შესათანხმებელია, დანარჩენს დროთა განმავლობაში მოგაწვდიან გულშემატკივრები. აბა ვის რა იდეები გაგაჩნიათ?
კესო
ისე ჩვენში რომ დარჩეს რა ქნან აბა მოწინააღმდეგის მცველებმა? მოდი იფინთავე და გაგვიტანეო უთხრან? გეთამაშება მოწინააღმდეგე რა გიკვირთ?
იასონას უდარი
მაინტერესებდა ერის აზრი და კომენტარებს გადავხედე,ზოგი სიყვარულში უტყდება კვარას და ზოგი იმდენ სისულელეს წერს,ამ ქვეყნის საშველი ჯერ ვერ დადგება. ფეხბურთში ჩახედული ადამიანი ეგრევე მიხვდება,ამ მარცხის მიზეზსაც და იმასაც რო ერთი თამაშით მთლიანი სეზონი არ უნდა შეაფასო ან პროგნოზი გააკეთოთ. კონტე არის უმღლესი კლასის მწვრთნელი,თუმცა მივიდა გუნდში,რომელმაც სამი მწვრთნელი გამოიცვალა,აბარდაგებული სიტუაცია და დაბალი დონის რიგი ფეხბურთელი. ამას დავუმატოთ ის ფაქტი რო ყველაზე დიდი ხელფასის მქონე ფეხბურთელი არ თამაშობს და წასვლაზე უჭირავს თვალი. თავის ჭკუაზე მოაწყობინონ გუნდი და განახებთ,თუ არ იქნება ნაპოლი ანგარიშგასაწევი ძალა ამ სეზონში. ნერეში დაიმატეს და პოლიტანო სკამზე გადაჯდება,სიმოენე ძალიან სუსტად გამოიყურება და ეს ორი პოზიცია განსაზღვრავს კვარას და ნაპოლის თამაშსაც. რაც შეეხება კვარას ამბავს,იმ კოპოლას წითელი ეკუთვნოდა,განზრახ უხეშობა იყო და ეს ყველამ გაატარა,მათ შორის ნაპოლის ფეხბურთელებმა,როცა გუნდელები უნდა გიცავდნენ პირველრიგში. მისულიყავი და კაკასთვის გაგეკეთებინა ეგეთი რამე,გატუზო გამოფატრავდა ნებისმიერს. ეს იტალია,აქ არც მცველის მოსდის რამე შემთხვევით და არც აბაროტზე აკრიტიკებენ ფეხბურთელებს. იმედია რო ცუდი არაფერია და მალე მომჯობინდება. დაველოდოთ მაისს,კვარას საუკეთესო სეზონი იქნება და მერე გამობრძანდით,მერე ვისაუბროთ.
დავით 67
ნაპოლის ხელმძღვანელობას მოგება უნდა და გოლის გამტანი არავინაა. როგორ შეიძლება მოგება გინდოდეს და ცენტრფორვარდი არ გყავდეს. მე ამაში კონტეს ვამტყუნებ. ხვიჩა რომ დაატოვებინა, ოსიმენს რას ერჩოდა. ხომ ხედავენ რომ ვერ ყიდიან, რატომ არ უნდა ათამაშონ ოსიმენი? ცოდოა ხვიჩა, ყველაფერი მის კისერზე გადადის.
იყიდონ ბუდუ
სიმეონეს და რასპადორის ბევრად ჯობს ბუდუ და კიდევ ბევრს.
გია პაპა
ჯიგარი ხარ ძმაო, ჩემი გულის ნადები დაწერე.
c
მე ასეთ რამეს ვიტყვი და მგონია, რომ ისეთ რამეს ვამბობ ბევრი ვერ იტყვის :))) ხვიჩა - მსოფლიო დონის ფეხბურთელია! მეტიც, ასეთი ფეხბურთელი არაა დღეს არსად! სასწაული კაცია, ჩემი მეგობარი მგონია! და ეგრეცაა! უდიდესი პატივისცემა მას და დიდი სიმატიები ჩემგან. ასეთი ღირსეული, სინდისისმიერი, კეთილი, ვაჟკაცი, ადამიანური, პრინციპული, საყურებლად და საამაყოდ საინტერესო ცოტა მოთამაშე მინახავს. გრამი ყ ალბი პატოსი და სენტიმენტალობა არ აქვს, გრამი ყალბი პატრიოტიზმი და მედროვეობა. საოცარი ბიჭია. ტფუ ტფუ ტფუ. კლინსმანი მომწონდა ყოველთვის განსაკუთრებულად და ჩვენი ხვიჩა. დღეს რაც მოხდა, აი ამ პატარა წვრილმანებშიც , რეაქციებშიც ღირსეული და საინტერესოა. კვარა ვერაფერს გირჩევ წახვიდე თუ დარჩე, ორივე სწორი იქნება, ეს გუნდი რომ დიდი შანსია უშენოდ გავარდეს ეგ ფაქტია. თუმცა ეგ მაგათი უაზრო და უმადური პოლიტიკის შედეგია. შენ რასაც გადაწყვეტ ის ქენი, უბრალოდ იცოდე, რომ ლიონსაც ვუყურე, სენტ ეტიენსაც, იქ ბარსელონაა, იქ მანჩესტერი, მარა კვარა რომ თამაშობს ამაზე საინტერესო საყურებელი არაა არც ერთი. არც რეალი და არც ბრაზილიის ნაკრები. ჯანმრთელად დაბრუნდი და სადაც არ უნდა თამაშობდე, მადლობა რომ ასეთი თავდადებით და ასეთი სამაგალითო ადამიანობით, ღირსებით და სინდისით ხარ :) ზურგის ქარი მეგობარო. ყველა კადრი, სადაც ხვიჩაა არის ზღაპრული! და დღეს იმ პატარა, პუტკუნა საყვარელ ბავშვს რომ ეფერებოდა და მერე სათითაოდ ყველას ხელს ურტყამდა აი ეს თუნდაც , აი ეს მეტყველებს ძალიან ბევრზე და ისიც იცოდეთ, რომ მთელი ეს ქართული რენესანსი ფეხბურთის ამ პატარა, ვაჟკაცი და პრინციპული, სუფთა ბიჭის დამსახურებაა! აქვე ერთსაც დავამატებ - ჩაკვეს დაწყებული საქმეა ეს. იმასაც არ ვუკარგავ რაც ქნა, ეხლა ხვიჩამ აიღო ის დროშა და ჩაკვეც ბრუნდება, რაღაც იმედგაცრუების და ჩავარდნის მერე, ესეც მგონია ხვიჩას მაგალითით ირწმუნა საკუთარი ძალების და ნიჭის და აქაც კვარას მეგობრობას, ადამიანურ დამოკიდებულებებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ნაკრებში ასეთი სიტუაციაა. 1 დისლაიქი იქნება და 90 ლაიქი ამ მესიჯზე :))) მართლა კი არა, 50 დისლაიქი და 798 ლაიქი :)))) ან დაბლოკავს საერთოდ მოდერატორი. ეს ამათი საყვარელი საქმიანობაა, აბა მიდი ადმინ, გააქრე მაგის დედაც, ვის რათ უნდა ამდენი ნაწერი. ც
status quo
ტშატშუა თუ ჩაჩუა?
ლომი
მაგაზე ვარესად მომხვედრია რაგბში მაგრამ არ მიტირია და ბოლომდე დამიმთავრებია თამაში ჯორიკ.
მე არ ვარ ბოროტი
ვინმემ გაშიფრეთ ეს ტიპი და დაპეპლეთ
ზაზა
შენ კი ვიცი რისი ღირსიც ხარ, ( !! ) მაგრამ დამიბლოკავენ კომენტარს. აი ასე გეტყვი, ძალიან ცუდი და გულღრძო ადამიანი ხარ ვიღაცა ხარ. დარწმუნებული ვარ ერთი, ხელმოცარული და შეუმდგარი ტიპი ხარ.
დათა თუთაშხია
ლომი კი არა ტურა ხარ შენ!
Levani
კონტეს გაუშვებს ახლა და დი ბიაჯოს დანიშნავს. და მარცხენა მცველს და ლობიტკას რეზერვს იყიდის სკამისთვის. ასე გონია ლავრენტას საქმის კეთება
მამუკა
რაც იმას ხვდება, ისე უნდა გირტყან ცარიელ თავში შენ და შენნაირებს და ვნახოთ, როგორ ,,აჭიკჭიკდებით"!
19
ყველაზე გამაღიზიანებელია როცა ამბობენ სოფლის გუნდიაო.რეალი რომ არაა გასაგებია მაგრამ აბა საჩემპიონო სეზონში გეთქვათ ეგ.ისე საშინელ ფორმაშია ნაპოლი.ნეტა რამე ეშველოთ რა.

ის არაბი ქართული გვარით რას შვება საფრანგეთში
მწვრთნელი
ვერონას ორკაპიკიანმა მოთამაშეებმა გადაურბინეს ნაპოლის ვარსკვლავებს! კვრაცხელიამ კიდევ მაგარი მომენტი გააფუჭა და ტრავმა მიღო მაგ დროს! მარცხენა თვალი დაიზიანა თითქოს!
Ზაზა
რა გახმოვანება?! თამაში ნაპოლის და ხმა საქართველოს ჩემპიონატის!
ლომი
ასეთი სუსტი მოთამაშე ბევრი არ მინახია პატარა კონტაქტზე ეცემა და ტირის. არ ვიცი რა ეშველება ამას მემგონი ამ საშინელ გუნდში ჩარჩება
III
მეათეზეც ვერ გავლენ ამ სეზონში, კონტე არი ჩვეულებრივი ბლეფი, 31 წლის ლუკაკუზე რო დაფიქრდება კაცი, მანდ ყველაფერი გასაგებია
დდდ
ახლა უკვე ყველასთვის გასაგებია, რატომ ებღაუჭებიან ჩვენ ბიჭს ლაურა და კონტე ასე გაშმაგებით - მის გარეშე ნაპოლი გავარდნის უმთავრესი კანდიდატია, - არათუ მომენტის შექმნას, თამაშის გამწვავებასაც კი ვერ ახერხებენ და თანაც ვისთან - დაფეხვილ ვერონასთან, რომელმაც "მშვენიერი" მასტერკლასი ჩაუტარა დანარჩენ იტალიურ კლუბებს, თუ როგორ უნდა გამოთიშო კვარა თამაშიდან ყოველგვარი გალიაში ჩამწყვდევებისა და ურთულესი ტაქტიკური ხრიკების გარეშე...
ათეულისთვის იბრძოლებენ
წელს მაქსიმუმ ათეულისთვის იბრძოლებენ. შარშან ბურთის გათამაშება უჭირდათ. წელს ზელინსკიც გაუშვეს და ფლანგის მცველები დაიმატეს ))) ერთადერთი კაცი ვისაც ბურთის “თრევა” შეუძლია, კვარაა. ნებისმიერი გუნდი კვარას თუ დაკეტავს, ბურთს დაუმალავს მაგათ. უმარტივესი გუნდი იქნება წელს ნაპოლი მეტოქეთათვის. ძალიან მარტივი თამაშით
ამატაკი
აი სულ ეს არის ნაპოლი კვარას გარეშე, ბასტა!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რა სოფლის გუნდია. ამათგან არაფერი არასდროს არ გამოვა. ამას კიდე 1 წლის უკან ვამბობდი სანამ სეზონი დაიწყებოდა. ჭ კლასი არის ჭ. როგორც არსენალს არაფერი ეშველება ინგლიში ისე ამგენს. ხვიჩამ გაახანგრძლივოს რამეფრად კონტრაკტი ამ გრანდს არ მოშორდეს როგორც მამარდაშვილი ისე.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
შეთანხმება მიღწეულია - “ნაპოლი” 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდით ძლიერდება
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა