"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ნიგერიელს "პარტენოპეის" დატოვება სურს, კლუბის გადაწყვეტილებით კი ვიქტორი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს მისი მოედანზე გამოყენების უფლება არ ეძლევა.

"პარტენოპეი" ოსიმენის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 130 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, რასაც ნიგერიელის მსურველი კლუბები არ თანხმდებიან.

მანას თქმით, ისინი საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ოსიმენს მხოლოდ მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ დათმობენ.

"კონტემ "ვერონასთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ოსიმენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ამიტომ მის იაფად გაყიდვას არ ვაპირებთ. ნიგერიელის აგენტსა და მის გარემოცვას ჰგონიათ, რომ ვიქტორის გაყიდვას ნაკლებ ფასად დავთანხმდებით, ამიტომ კარგი იქნება, თუ ისინი სიტუაციას მალე გაიაზრებენ. ოსიმენს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყიდით, თუ მისი მსურველი კლუბები ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდიან.

არსებობს თუ არა შანსი რომ ოსიმენი "ნაპოლიში" დარჩეს? თუ 30 აგვისტომდე მისი გაყიდვა ვერ მოხერხდება, იგი გუნდის მთავარ მწვრთნელს შეხვდება. შეგახსენებთ, ვიქტორს "ნაპოლისთან" ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს", - განაცხადა მანამ.

ცნობისთვის, ოსიმენის შეძენით "პარი სენ ჟერმენი" და ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებიან.

მარადონა
მოკლედ აშკარად ჩანს, რომ წელს ნაპოლი ვერც 130 და ვერც 100 მილიონად ვიქტორს ვერ გაყიდის! ამიტომ დროა კონტემ ლუკაკუს ნაპოლიში გადმოყვანაზე ოცნებას თავი დაანებოს და ოსიმენი დროზე გუნდში დააბრუნოს და კიდევ სასწრაფოდ ერთი კარგი ცენტრალური მცველი და ზელენსკის შემცვლელი მოიყვანონ, თორემ ნაპოლის კატასტროფა გარდაუვალია...
ბესო
არ გაყიდით და ნუ გაყიდით! ძალიანაც კარგი, უხადეთ ყოველწლიურად 10 მილიონი ევრო...ჩვენთვის მთავარი ხვიჩაა , როგორმე უნდა დააღწიოს თავი თახსირ ლაურენტესს და უვარგის ნაპოლის...შეიძლება ვცდები, მაგრამ ნაპოლისთან კონტრაქტის გაგრძელება სისულელე იქნება და ნუ დაიწყებთ ახლა "კიდევ ერთი წელი კონტეს ხელში მაგრად წაადგება მომავლისთვის"... რა კონტე, რის კონტე, კონტეს გეგმები სტადიონზე ვინ უნდა განახორციელოს, ანგისა-სიმეონე-პოლიტანო-რასპადორი-ოლივეირამ და მისთანებმა? ჯერ ერთი, სპორტსმენის კარიერა ხანმოკლეა და არაფრისმომცემი ერთი წელი სერიოზული მოცდენაა, მეორეც, სად არის გარანტია, რომ ხვიჩა სერიოზულ ტრავმას არ მიიღებს? ვერ ვნახეთ რა ხდება? პირდაპირ ნადირობენ მასზე...ცოტა მაგალითი გვაქვს თუნდაც ქართველი ფეხბურთელების? მოკლედ, ხვიჩა, ძამი, თავს უშველე... წარმატებები, სადაც არ უნდა იყო და ითამაშო, აი, საქართველოს ნაკრებში კი მხოლოდ გამარჯვებას მივიღებთ...
ჟორა გაბრიჭიძე
ოსიმენი, რომ კლუბთან ვარჯიშობდეს და ჩემპიონტში იღებდეს მონაწილეობას, ეს მასზე დაინტერესებას უფრო გაზრდიდა. მე პირადად ოსი საშუალოზე ცოტა მაღლა მდგომ თავდამსხმელად მიმაჩნია. 4-5 მომენტიდან ერთი ბურთის გატანა, მაღალი მაჩვენებელი არ არის. მისი რეალური ფასი 80 მილიონზე დაბლაა.
კახა გუგუნავა
ნაპოლიში ფეხბურთელებს ამჟავებენ!
555
არაბეთისთვის მენანება,ჯერ მხოლოდ24 წლის არის და პენსიონერებთან ერთად თამაში....
სიმართლე
მე მაგალითად არსენალის ადგილზე რო ვიყო აუცილებლად შევიძენდი რამდენიც არუნდა დაეფასებინათ იმენა ოსიმენი აკლია არსენალს....
aaa
ასეთი მიდგომა კლუბის მხრიდან არააცუდი. თუ გაიყიდება 130 მილონად ხომ კარგი,თუარადა კლუბში თუ დარჩა არც ეგ იქნება ცუდი.
რეალობა
ხვიჩამ ახალ კონტრაქტზე უარი უნდა თქვას. ხელი რომ მოაწეროს, მერე მის გადასვლას კარგ გუნდებში დაბლოკავენ.
რეალობა
ჯოვანი მანას განცხადების მოკლე შეჯამება: ოსიმენი არაბეთში უნდა წავიდეს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო