ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსის“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა. ელჩობის ფარგლებში მისი საქმიანობა მოიცავს განათლების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის აქტივობებში ჩართვას გორის მუნიციპალიტეტსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში.

ეს ყველაფერი ძალიან სიმბოლურია, რადგან გენო წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა. 2005 წლის 19 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის სოფელ ნულის სიახლოვეს, 11 წლის პეტრიაშვილი მდინარეზე ბანაობის დროს გაიტაცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ედუარდ კოკოითის მფარველობის ქვეშ მოქმედმა კრიმინალურმა ჯგუფმა. გენო პეტრიაშვილი 3-თვიანი ტყვეობის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

ეს ყველაფერი ძალიან სიმბოლურია, რადგან გენო წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა. 2005 წლის 19 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის სოფელ ნულის სიახლოვეს, 11 წლის პეტრიაშვილი მდინარეზე ბანაობის დროს გაიტაცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ედუარდ კოკოითის მფარველობის ქვეშ მოქმედმა კრიმინალურმა ჯგუფმა. გენო პეტრიაშვილი 3-თვიანი ტყვეობის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

სწორედ ამ რეგიონსა და სოფლებში ამიერიდან გენო მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერთვება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

“ბიბლუსის“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დიდი გულშემატკივარი ვიყავი ყოველთვის. ამიერიდან კი მათ საქმიანობაში უშუალოდ ჩავერთვები. გამიხარდება, თუ მცირედით მაინც შევძლებ წიგნის კითხვისა და ზოგადად, წიგნიერების პოპულარიზაციაში მონაწილეობას, განსაკუთრებით, ჩემს მშობლიურ რეგიონში,“ - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი ადამიანი, როგორიც გენო პეტრიაშვილია, ჩვენი საქმის გულშემატკივარი და ახალა უკვე მონაწილეა. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“

გენო პეტრიაშვილი უკვე შეხვდა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორსა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძეს და „ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორ ირაკლი გაგნიძეს. შეხვედრაზე მას გადაეცა ელჩის სერტიფიკატი და ამიერიდან აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობაში. წიგნიერების გამავრცელებელ აქტივობებში გენო პეტრიაშვილის მსგავსი ადამიანების ჩართვა უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ის ახალგაზრდა თაობის ავტორიტეტია, რომელიც ყველასგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.

(R)

zura222
ავნევიდან რომ გაიტაცეს ის რატომ არ დაწერეთ რომ ჩვენი საპატრიარქოს და მოჭიდავეების ჩარევით ეგ ამბავი კოკოითის ყურამდე მივიდა უცნობია რატომ მაგრამ ძალიან გაბრაზებულა დაიბარა თავისი "შსს მინისტრი" ტყავი გააძრო და გენოს ერთ საათში მოძებნა დაავალა (ალბათ იმიტომ რომ თვითონაც მოჭიდავე იყო) მართლა მოძებნეს გენო უცბად და მიჰგვარეს თავიანთ მეფეს "ედვარდ მოჭიდავეს" და იმან "კეთილი ძიობა" გაითამაშა მოიწვია ტელევიზიები და გენოს მობილური აჩუქა (მაშინ მობილურები დიდებშიც არ ქონდა ყვლას) და უთხრა-თუ კიდევ რამე დაგიშავეს ამით დამირეკეო თუმცა ამის გამო არ მინდა დარეკვა ჯობია მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდები მაშინ დამირეკოო საინტერესოა გენო ჩემპიონი რომ გახდა დაურეკა ? DD
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა