ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალ მეტოქე ბულგარეთს, სერიოზული პრობლემა შეექმნა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალ მეტოქე ბულგარეთს, რომელიც ისედაც არ გამოირჩეოდა ტანმაღალი მოთამაშეებით და ცენტრის პოზიციაზე მოიკოჭლებდა, სერიოზული პრობლემა შეექმნა.

ისრაელთან ამხანაგურ მატჩში მუხლი დაიზიანა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს 210 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი სტეფან გეორგიევი.

გეორგიევი ბულგარეთის ეროვნული ნაკრებისთვის დიდი ძალა იყო. ერთი რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა და კაპიტნის სამკლაურსაც დამსახურებულად ატარებდა, მეორე და მთავარი: გეორგიევი იყო ნაკრებში ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც თავისი თამაშის მანერით კლასიკურ ცენტრად შეიძლება ჩათვლილიყო.

გეორგიევმა ისრაელთან რამდენიმე დღის წინ გამართულ სპარინგ-მატჩში მუხლი დაიზიანა და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მისთვის ვარჯიში აღარ შეიძლება. გეორგიევი უკვე ჩამოშორდა ბულგარეთის ნაკრებს, რომელმაც ტრავმის გამო აქამდე კიდევ ორი, თუმც გეორგიევზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაკარგა - ახალგაზრდა ცენტრი კოსტადინ მარშაველსკი და პაველ ივანოვი.

gbf.ge

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა