ლიგა 1-ის მეორე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ჰავრთან“ 0:2 დამარცხდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი პირველ ტაიმში, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველმა კაფარომ ბურთი ხარიხას გაარტყა. კარგი შანსი ვერ გამოიყენა შესვენების შემდეგ მისმა 18 წლის თანაგუნდელმა ამუგუმ. სტუმრები კი 57-ე წუთზე პენალტით ტურემ დააწინაურა. 62-ე წუთზე "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საჯარიმოში ორ მეურვეს გაექცა, კარის წინ ჩააწოდა, მაგრამ პარტნიორებმა მისი პასით ვერ ისარგებლეს. ქართველი მაშინვე შეცვალეს, ხოლო "ჰავრმა" მეორე გოლი გაიტანა.

დავითაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, flashscore 6.6, whoscored 6.1.

„სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატზე მეორე მატჩიც წააგო, გოლი ჯერ არ გაუტანია და 31 აგვისტოს გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი - ჰავრი 0:2

გოლები: 0:1 ტურე (57, პენ), 0:2 სანგანტე (67)

თომა
gel-100 მორატის შვილის საყვარელი ჟონგლიორი იყო რეკობა და საერთოდ რომ ვარჯიშობდა ეგ არის გასაკვირი, შვილის გასართობად იყიდა.
tngh
აფსუს... "სენტ-ეტიენი"... რა გუნდი იყო!!!
რემი
ზურიკო რეგრესს განიცდის .
ღადაობთ?
მამამისი უფრო მაგარი იყო დამიჯერეთ, მაშინ პროსტა გასაქანი არ იყო როგორც ეხლაა მიდიან სადაც უნდათ..
ბაბაიაგა
ზურიკომ დაცვაში კარგად ითამაშაო კომენტატორი სუ მაგას იძახდა
სიმენონი
ჩაკვეც სულ ხელებს შლის დავიღალე უოტფორდის ყურებისას, ხვიჩა სულ მინდორზე წევს ნეიმარივით, მარა ხვიჩას ეპატიება.
ვაჟა მასწავლებელისე
სენტ-ეტიენი გუნდია რომელიც "კარში დაურტყმელ" ფეხბურთს თამაშობს, ხოლო ჩვენი ზურიკო ნელ-ნელა "უკან პასაშვილად" ყალიბდება!
Rrr
მეორე მესამე ლიგის ხალხი ვართ ეგაა რა.
Gio
Davitashvils citaishvili jobia marjvena flangze
zaza
ამის ფეხბურთი არ გაიშვას რა.ფაფხურა
მე
ძირითადად ბურთს მიიღებდა და უკან აბრუნებდა,ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი შეცვლის წინ ქონდა, კაცი მოატყუა და თამაში გაამწვავა, დანარჩენი არაფერი გაუკეთებია შეტევაში,ბურთის წაღება რამდებჯერაც სცადა ყველა აართვეს.
ჯორჯო ბიძია
სადაც ქართველები მივიდნენ დაღუპეს ის გუნდები,ქინქი მივიდა სიტი გავარდა, მიქაუტაძე 2 წაგება, მამარდა 2 წაგება, ზურიკო 2 წაგება ხვიჩა წაგება, ეხა 2 და 3 ლიგები არ გვინდა რა!!!!
gel-100
თომა რეკობა კვირაში 2 დღე ვარჯიშობდა როცა მისი გუნდელები თავს იკლავდნენ ვარჯიშით და მისი არასტაბილურობაც მაგისი ბრალია, ეხლა არ მგონია ზურიკო ახალი მისულია გუნდში და არ ივარჯიშოს საკმარისად,, ერთი აფეთქება უნდა კვარასავით და მერე წავა რიხინ-რიხინით
c
დავითაშვილს მინდა მივმართო. ძალიან ნიჭიერი ბიჭია, წინ აქვს დიდი გამარჯვებები საფრანგეთში და მაგარი თამაშები ვიცი და იმედიც მაქვს მისი ნაკრებში, ვიცი გაიხსნება და ყველაფერი და წარმატებები შენ, მაგრამ, მაგრამ , მაგრამ!!! ზურიკო - ეს ხელების შ ლ ა რა უბედურებაა, ანუ თუ შლი, მაშინ შესაბამისადაც უნდა გაიხსნა! სულ პასი , პასიო იძახი და რომ გაძლევენ, ან უკან უბრუნებ ეგრევე, ან იმალები სადღაც მცველის უკან, რაღაც არაადეკვატური რომაა ვერ ხვდები? ანახებ ყველას, თანაგუნდელს, მაყურებელს, მწვრთნელს, რომ ვერ გამჩნევენ, პასს გიგვიანებენ , ან შენ იცი ვინ სად უნდა იდგეს და რომ მიდის საქმე საქმეზე და არ გამოგდის რაღაცა (ვის არ მოსვლია, გასაგებია) ხომ უნდ ამიხვდე, რომ მერე ცოტა თავმდაბლობა გამოიჩინო და აღარ შალო ეს ხელები, უბრალოდ არ არის სიმპატიური ჟესტი. მესმის, რომ გუნდში საკუთარი მნიშვნელობა უნდა დაამტკიცო და არავის არაფერი დაუთმო ზედმეტი, ეგ მაგარი თვისება გაქვს, რომ მეგობრულიც ხარ და შენ დასარტყმელ ბურთებს არ უთმობ, ყოჩაღ, მარა ხელების შლის მაგივრად მოკლედ მეტი გაიხსენი და მეტი აიღე საკუთარ თავზე. გადამწყვეტი ფეხბურთელიო ხომ იცი, რომ ახსენებენ სულ, იმიტომ რომ ყველას უნდა ლამაზი თამაში ნახოს და არა ეს მიიღე გაეცი პასები, ასეთ დროს შენი პლიუსები მინუსებად იქცევა. თამამად და წარმატებები! ც
თომა
არ არის კარგი შედარება მაგრამ, ვისაც ახსოვს ალვარო რეკობა ძალიან მაგარი ტექნიკაც ქონდა და სისწრაფეც მაგრამ, იყო არასტაბილური ფეხბურთელი, სამწუხაროდ ზურიკოსაც ეს პრობლემა აქვს სტაბილურად არ თამაშობს ერთ დონეზე პერიოდულად აქვს ჩავარდნები, არადა პოტენციალი აშკარად აქვს.
კიბორგ უბიიცა
დავითაშვილის აქვს კარგი ტექნიკა , აქვს კარგი სისწრაფე, აქვს ნორმალური მოედნის ხედვა მაგრამ საერთო ჯამში დიდი არაფერი ფეხბურთელია .
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა