ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შოკი ტელევიზორიდან

შოკი ტელევიზორიდან

ფაბიო კაპელომ დევიდ ბექჰემის სანაკრებო კარიერა ხელის ერთი უხეში მოსმით დაასრულა.

ფაბიო კაპელომ დევიდ ბექჰემის სანაკრებო კარიერა ხელის ერთი უხეში მოსმით დაასრულა. ეს სატელევიზიო გადაცემაში მოხდა. მწვრთნელს ჰკითხეს დაეყრდნობა თუ არა თუ არა იგი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს. მან უპასუხა: "მე ბექჰემს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ ვფიქრობ თამაშისთვის ის უკვე ბებერია".

აი, ასე დასრულდა ინგლისური და შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კარიერა. არადა, 35 წლის ვარსკვლავი აქილევსის ნატკენ მყესს წარმატებით მკურნალობდა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადებოდა. ყველაზე მეტად კი ხალხი იმან აღაშფოთა, რომ კაპელოს პასუხიდან ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა: მწვრთნელმა საჯარო განცხადება ისე გააკეთა, რომ ფეხბურთელისთვის არაფერი ჰქონდა ნათქვამი. სხვათაშორის, ეს ეჭვი ხელადვე გაუჩნდა გადაცემაში ექსპერტად მიწვეულ ლეს ფერდინანდს. დასრულდა თუ არა კაპელოს ინტერვიუ და ჩართეს თუ არა ეთერში ისევ სტუდია, ფერდინანდმა თქვა:

"არ ვარ დარწმუნებული, რომ მას დევიდთან უკვე აქვს ნალაპარაკები. მზარავს იმის წარმოდგენა, რომ ბექჰემი ახლა ტელევიზორთან ზის და გაოგნებული ფიქრობს რომ მისი კარიერა დასრულებულია".

საინტერესო გახლდათ ფეხბურთელის წარმომადგენლის ოფიციალური განცხადება: "სანაკრებო ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე არანაირი ლაპარაკი არ ყოფილა. დევიდი მზად არის როდესაც კი ფორმაში იქნება თავის ქვეყანას ემსახუროს და თუ ნაკრებში გამოიძახებენ დანიშნულ დღეს გამოცხადდება შეკრებაზე".

როგორც ინგლისური პრესა წერს, კრიტიკის მორიგი დიდი ტალღისგან იტალიელი მწვრთნელი უნგრეთის ნაკრებთან გამარჯვებამ იხსნა. თუმცა, როგორც ჩანს კაპელომ მაინც იგრძნო, რომ ინგლისელთა საყვარელ ვარსკვლავს ცუდად მოექცა და თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ბოლო წლებში "ლოს ანჯელეს გელექსიში" თამაშობს, თუმცა ორჯერ, გაზაფხულზე, "მილანშიც" გახლდათ გაქირავებული (სწორედ იმიტომ, რომ ევროპაში ყოფილიყო და ნაკრების მწვრთნელის თვალწინ ეტრიალა) კიდევ ერთხელ მისცემს ინგლისური მაისურის ჩაცმის შანსს. კაპელოს ვერსიით ეს 17 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში მოხდება.

"ის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას გამართავს. ეს იქნება ამხანაგური თამაში".

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემმა ინგლისის ნაკრების მაისურა პირველად 1996 წლის სექტემბერში მოლდოვას წინააღმდეგ მოირგო, ჯერჯერობით ბოლო თამაში კი გასულ ოქტომბერს ბელარუსთან ჰქონდა. სულ ბექჰემს ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული და რეკორდსმენ პიტერ შილტონს ათით ჩამორჩება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის ეროვნულ გუნდს კარგა ხნის განმავლობაში კაპიტნობდა. სწორედ ბექჰემს ეკეთა სამკლავური 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებსა და 2004 წლის ევროპის პირველობაზე. მან 1998 წლის მუნდიალზეც ითამაშა, მაგრამ მაშინ კაპიტანი ალან შირერი გახლდათ.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა