"ნაპოლის" მატჩის დღეს პრევიუ ასეთი სათაურით შემოგთავაზეთ: "ხვიჩა, დღეს ისევ შენ უნდა გაიტანო, ხასიათი გამოგვისწორო და დამიანეს მიუძღვნა! - ქართველი ლეგიონერებისა და მათი კლუბების პრობლემები..." ვის, თუ არა კვარაცხელიას, რომელმაც ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთთან "დააბრუნა" და სიდიდის განცდა შესძინა, ცოტათი კრიზისული პერიოდი უნდა გარდაეტეხა.

პატივისცემა და გულშემატკივრობა ყველა ჩვენებურს, ისე კი, დღეს "კვარა" როგორც საქართველოს ნაკრებში, ასევე "ნაპოლიში" აშკარად განსხვავებულ დონეზე დგას. დავაკვირდეთ სხვა გუნდებსა და მათ ლიდერებს, მერე ზოგიერთი ვარსკვლავი ამ "ნაპოლიში" წარმოვიდგინოთ, რომელიც ჩემპიონობის შემდეგ მუდამ კრიზისებს ებრძვის და შემდეგ ჩვენებურის გამოსვლა შევაფასოთ. დასკვნები მარტივია!..

პარალელები საქართველოს ნაკრებთან

კვირის მატჩის დროს საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე ამოგვიტივტივდა და მხოლოდ ფურცელზე ერთნაირი სათამაშო სქემის გამო არა. ანტონიო კონტე ცდილობდა, მის გუნდს მაშინ შეეტია, როცა მოწინააღმდეგეები საკუთარი კარისგან მაქსიმალურად შორს იყვნენ ამოწეულები. ასეთ დროს კვარაცხელიას მეტი სივრცე და მოქმედების საშუალება ეძლევა, რასაც მისი მაღალი კლასი ემატება.

ნეაპოლელები ბურთს ცენტრში სწრაფად თუ იბრუნებენ, მაშინ ნორმალური იერიშების განხორციელება შეუძლიათ; ისე კი, გუნდს საკუთარი ნახევრიდან ამოსვლა და როგორც მოკლე, ასევე გრძელი პასების განვითარება უჭირს.

თუკი ჩვენი ნაკრების განლაგებაზე ვსაუბრობთ, აქ ხვიჩა თავს უკვე საუკეთესოდ გრძნობს. "კვარამ" ევროპის ჩემპიონატის დროს თქვა, რომ ის საკუთარ პოზიციაზე, ანუ ფლანგზე არ თამაშობს, თუმცა, რასაც მწვრთნელი დაავალებს, ისე იმოქმედებს. ხსენებულ სქემაში ხვიჩას შემოქმედებითობასაც მეტად ვხედავთ, ადგილების ცვლილებასა და მოულოდნელობის ეფექტს. კართანაც, შესაძლოა, მეტად ზურგით, მაგრამ უფრო ახლოსაა.

ხვიჩას როლი...

ყოველთვის შეგვიძლია შეხვედრა დეტალებად "დავშალოთ" და გარჯა არავის დავუკარგოთ, მაგრამ რაც "დიეგო მარადონაზე" ვნახეთ, ეს ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობით საკუთარი გუნდის სასარგებლოდ დატრიალებული სცენარი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა შექმნა ის განსხვავება, რაც ამ დონის გუნდების დაპირისპირებაში გადამწყვეტი და მეტოქისთვის მომაკვდინებელია.

რა უნდა ვისურვოთ? ხვიჩას მეტი სტაბილურობა ჰქონდეს და მისი თამაშის ხარისხზე ემოციურობას ნეგატიური გავლენა თითქმის არ მოეხდინოს. მალე მას ლუკაკუსთან შეთამაშების პროცესი დაეწყება, 77-ე ნომერმა მეტი სივრცე და ბურთთან ურთიერთობის შანსები უნდა მიიღოს - ახლა ასე ჩანს. წინ კიდევ ერთი წარმატებული სეზონი უნდა იყოს!..

...და კონტე

პირველ ტურში მწარე მარცხის შემდეგ დავწერეთ, რომ ახალ ტაქტიკასთან ადაპტირებას დრო სჭირდება და ასევე, "ნაპოლის" სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა. ორივე კუთხით უკვე მეტი ოპტიმიზმის უფლება არსებობს (ნერეშიც ხარისხიანად შევიდა), თანაც, არ დაგვავიწყდეს, ნეაპოლელები მხოლოდ შიდა ასპარეზზე არიან კონცენტრირებულნი და ძალების აღსადგენად დრო ყოველთვის დარჩებათ.

გასაგებია, როცა მწვრთნელი ტაქტიკას შესაძლებლობებს არგებს, მაგრამ სიახლეს ნახევარდაცვაში აუცილებლად ველით. სხვანაირად გუნდს ინიციატივის აღება და ნორმალური შეტევების წარმართვა მუდამ გაუჭირდება. ახალწვეულ ბონჯორნოს (დაცვაში კარგი იყო) მცდელობების მიუხედავად, არც ისეთი მცველია გუნდში, რომელიც, კიმის მსგავად, იერიშებს წამოიწყებს.

კონტეს ჯერ კიდევ ფრთხილად შექება მოგვიწევს, რადგან სწორი ტაქტიკური სქემის მიუხედავად, ჯერჯერობით გამარჯვება უფრო ინდივიდუალიზმს დაემყარა. გარდა ამისა, ნეაპოლელებს ვარიაციების საშუალება უნდა ჰქონდეთ. მაღალი მიზნების დასახვა სხვანაირად რთული იქნება.

Guriec
კიდევ ერთი სკუდეტო კვარას!
მწვრთნელი
ბონჯორნო მაგარი ბიჭი ჩანს დაცვიდან სულ შეტევაში გარბის დასახმარებლად! ხვიჩაც გაკვირვებული იყო როცა მას ეხსნებოდა მარცხნივ და ბურთს სთხოვდა! კარგი დაცვის სკოლაა ტორინოში! რავი საზონოვმა ვერ გამოიყენა ეს მომენტი! ბონჯორნოს ჩივაძეს შევადარებდი თუ არ მიწყენთ!
gel-100
და ვინ უთხრა კვარას 7-ნომრიანი მაისურის აღებაზე უარი?? როცა კვარა ნაპოლიში მივიდა 7-იანი დაკავებული იყო და ელმასს ვერ წაართმევდნენ ამიტომაც კვარამ აიღო 77-ნომერი და ამ ნომერმა კვარას იმდენად დიდი წარმატება და პოპულარობა მოუტანა აღარც ღირდა უკვე იგივე გუნდში ნომრის შეცვლა, ახალ გუნდში კიდევ ხოო მარა ნაპოლის 77 ნომერი ამ გუნდში საკულტო ფიგურა ამ ნომრით გახდა და ამიტომაც თავად თქვა უარი ახლის აღებაზე,,ისე შენ მაგარი ბოღმიანი ბიჭი ჩანხარ იმდენად შეგშურდა კვარას დღევანდელი ყოფა და მისი კარიერა აღარ იცი ნეგატიური რა დაწერო მით უმეტეს კვარას თამაშიდან გამომდინარე და დგახარ და რაღაცებს იგონებ ვითომ უარი უთხრეს ნომრის შეცვლაზე,,საკუთარი სახელის დაწერისაც კი შეგრცხვა ვერ ატყოობ?? არ გინდა შვილო ესეთი სიბოროტის გადმოფრქვევა კარგს არაფერს მოგიტანს, იქნები სხვისი წარმატების შემყურე მუდმივად და დარჩები იმ პატარა კაცუნად რაც დღეს ხარ,,დედის გინება რო შეიძლებოდეს ნახევარი საქართველო დაგიწერდა აქ დედაშენი რამხელა ყლეზე ზის ყოველ საღამო და რამდენი თესლი შესხმია თავპირზე და რატო გსიამოვნებთ ესეთი სიტყვების მოსმენა არ ვიცი,
ჩემი სათქმელი "თქვი" !
ძალიან კარგია, ხვთისავარ ! ანალიზიც მომეწონა და გამართული ქართულიც ! წარმატებები ! --------------- პ.ს. ხვიჩას პასი "არ ამომდის თვალებიდან" ! :)
Kesha-ს
შენ გინახია გუნდის ლიდერს 7 ნომრიან მაისურზე უარი უთხრან?
SLR
ნევეში, მაკტომინეი და ლუკაკუს შემდეგ საერთოდ სხვა გუნდი გახდება ნაპოლი. ისე მაკტომინეის ნაპოლიში გადმოსვლა, ასე მგონია კვარას უკავშირდება, ყველას უნდა ძალიან მაგართან თამაში.
kesha
ბრავო ხვიჩა შენ გენაცვალე ძალიან ძალიან მაგარი ხარ, და ძალიან მაგარია კონტე ენდობა სასწაულად იმენა ლიდერი ყავს იცის.
მწვრთნელი
ის ბურთი, რომ თავით გაეტანა მაგარი იქნებოდა! მაინც და მაინც ხარიხას მოხვდა! ასეთი რთული მდგომარეობიდან გაუშვა ბურთი ლამის ცხრიანში არ ვიცი! ის შვიდი ნომრით რომ შემოვიდა პოლიტანოს მაგივრად მგონი ნევეშია მაგარი ჩანს უცბად გაუგეს ერთმანეთს ხვიჩამ და მაგან! აბა პოლიტანო დარბის აქეთ იქით და ერთ საგოლე პასს ძლივს აძლევს ნორმალურს მთელ თამაშში! სიმეონე და რასპადორი მოსაშორებლები არიან! ისევ ჯობდა ოსიმენი დაეტოვებინათ ამათ მაგივრად! ლავრენტას რას გაუგებს ადამიანი!
გიორგი
ჭკვადამჯდარი და ანალიტიკური სტატია, რომელშიც ავტორის სხვადასხვა ვარიანტის წარმოსახვის და შეჯერების უნარიც მკაფიოდ ჩანს, სამაგალითოა. შეიძლება ამაზე უკეთესი სტაციაც დაიწეროს, მჯობნზე მჯობნი არ დაილევა და არც უნდა დაილიოს, მაგრამ ამ თვისებებს ამ ავტორს ვერ წაართმევ. სიამოვმნებაა ამ სტატიების კითხვა. წარმატებები ხვიჩას და ავტორს!
სოსო
კიმის დაბრუნება,ნაპოლისათვის მისწრება იქნებოდა.ბონჯორნოსთან მისი დუეტი,კარგი უნდა გამოვიდეს,მაგრამ კიმი გიჟია,ისევ დე ლაურენტისისაკენ გამოიხედოს?!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა