საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის განკუთვნილი დღე საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქემ გამოიყენა
საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის განკუთვნილი დღე საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქემ გამოიყენა.

დავიწყოთ საბერძნეთით, რომელთან დაპირისპირებითაც ევრო 2012-ის შესარჩევ ტურნირს ჩავამთავრებთ. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ბოსნიაში მოსაწყენი მატჩი ჩაატარა, თუმცა ბერძენთა პორტუგალიელი დამრიგებელი მაინც კმაყოფილი დარჩა. "მატჩმა თავისი ფუნქცია აბსოლუტურად გაამართლა. ახალგაზრდებსაც დავაკვირდი და გონებაში ის სტრატეგიაც მოვხაზე, რომლითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე და შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა ნამატჩევს სანტუშმა.

ხორვატიასთან ორივე შეხვედრა უკვე მოვილიეთ, თუმცა მაინც უნდა შევნიშნოთ, რომ სლავენ ბილიჩს ძირითად შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ განუხორციელებია. ერთი ეგ იყო, კარში ვედრან რუნიეს ადგილი სტიპე პლეტიკოშამ დაიკავა, ახალგამოჯანმრთელებული ივიცა ოლიჩი კი მალე, ალბათ, შეუცვლელი იქნება.

შედეგით ბილიჩიც კმაყოფილი დარჩა და ირლანდიელთა მხცოვანი თავკაცი ჯოვანი ტრაპატონიც, რომლის გუნდიც წლეულს დაუმარცხებელია.

ისრაელის ნაკრები, რომელთან ჩვენი დაპირისპირებებიც ასევე ჩავლილია, ჟენევაში კოტ დივუარს გაეჯიბრა და მძაფრსიუჟეტიან ბრძოლაში დამარცხდა. ლუის ფერნანდესმა ეროვნულ გუნდში პირველად ათამაშა კრაკოვის "ვისლას" 26 წლის ნახევარმცველი მაორ მელიკსონი, რომელმაც დებიუტი დუბლით აღნიშნა. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ებრაელთა ოპტიმალური შემადგენლობა ვერა და ვერ გამოიკვეთა, მელიკსონს სასტარტოში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს.

ამხანაგური მატჩის ანგარიშით მსჯელობა, შესაძლოა, გამართლებული არც იყოს, მაგრამ ლატვია-ფინეთის შედეგი მაინც ყურადსაღებია. ფინეთმა, რომელიც 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში ჩვენი მეტოქეა, სულაც არ აჩვენა აუტსაიდერისთვის (შეგახსენებთ, მეხუთე კალათიდან შეგვხვდა) შესაფერისი ფეხბურთი და მაღალ დონეზე ჩატარებული მეორე ტაიმით ბალტიელებს შანსი არ დაუტოვა. ვნახოთ, რა დასკვნებს გამოიტანენ ლატვიელები ამ მარცხიდან და როგორ შეხვდებიან საქართველოს ნაკრებთან სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩს.

მალტელებმა კი საკუთარი ძალისთვის შესაფერისი სპარინგპარტნიორი იპოვეს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს.

ფინელთა გარდა, დანარჩენ მომავალ მეტოქეებსაც შევეხოთ. ესპანეთი იტალიაში კი დამარცხდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონთა შემადგენლობას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ "ფურია როხამ" რამდენიმე წამყვანი ფიგურის გარეშე ითამაშა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს სერხიო რამოსი, კარლეს პუიოლი და ხავი აკლდნენ, დავიდ ვილიამ და სერხიო ბუსკეტსმა მხოლოდ შეცვლაზე ითამაშეს, თამაშისას კი ხერარდ პიკე და ფერნანდო ტორესი დაშავდნენ.

საფრანგეთი-ჩილეს შედეგს სენსაციურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სამფეროვნებს დღეს გრანდს ინერციითღა თუ ვუწოდებთ და ნებისმიერ ძლიერ გუნდს მასთან წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს. მონპელიეში სამხრეთამერიკელებმა მასპინძლებს ტოლი არაფერში დაუდეს და დამსახურებულ ფრეს მიაღწიეს.

ბელარუსის ნაკრების პროგრესზე ყველაზე უკეთ ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის სატურნირო ცხრილი მეტყველებს, ასე რომ, ამ გუნდის ბულგარეთზე გამარჯვება სავსებით კანონზომიერი შედეგია.

ამჟამინდელი მეტოქეები

ირლანდია-ხორვატია 0:0

ხორვატია: პლეტიკოშა - ჩორლუკა (74. ვრსალკო), ლოვრენი, შიმუნიჩი, სტრინიჩი - სრნა, ვუკოიევიჩი (87. დუიმოვიჩი), მოდრიჩი, კრანჩარი (65. ილიჩევიჩი) - მანჯუკიჩი (74. კალინიჩი), ედუარდო (46. ოლიჩი).

ბოსნია-საბერძნეთი 0:0

საბერძნეთი: სიფაკისი - ტოროსიდისი, სპიროპულოსი (58. ზარადუკასი), კ. პაპადოპულოსი, ა. პაპადოპულოსი - პლიაციკასი (46. ფოტაკისი), კაცურანისი (82. პეტროსი), კარაგუნისი, ნინისი (73. კონე) - ფეტფაციდისი (46. ლიბეროპულოსი), სამარასი (86. მაკოსი).

კოტ დივუარი-ისრაელი 4:3 (ჟენევაში)

გოლები: 1:0 ტურე (44), 2:0 კონანი (45), 3:0 კონე (68), 3:1 შეხტერი (76), 3:2 მელიკსონი (80), 4:2 დროგბა (83), 4:3 მელიკსონი (88. პენ.)

ლატვია-ფინეთი 0:2

გოლები: 0:1 ჰამალაინენი (58), 0:2 ფურუჰოლმი (87)

მალტა-ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 2:1

გოლები: 1:0 მიფსუდი (2. პენ.), 1:1 მომი (25), 2:1 მიფსუდი (44)

მომავალი მეტოქეები

იტალია-ესპანეთი 2:1

ესპანეთი: კასილასი (46. ვალდესი) - ირაოლა (46. ტიაგო), პიკე (45. ბუსკეტსი), ალბიოლი, არბელოა - მარტინესი, ხაბი ალონსო, ინიესტა (46. ვილია) - კასორლა (80. მატა), დავიდ სილვა - ტორესი (15. ლორენტე).

გოლები: 1:0 მონტოლივო (11), 1:1 ხ. ალონსო (37. პენ.), 2:1 აკვილანი (90)

საფრანგეთი-ჩილე 1:1

საფრანგეთი: ლორისი - აბიდალი, ქაბული, კლიში - სანია (81. რევეიერი), მარტინი (77. მატუიდი), მვილა, ნასრი (66. კაბაიე) - მალუდა (68. მენეზი), ბენზემა (65. გამეირო), რემი.

გოლები: 1:0 რემი (20), კორდოვა (76)

ბელარუსი-ბულგარეთი 1:0

გოლი: 1:0 კისლიაკი (33)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია