თბილისში ოთხთა ტურნირის გამართვის ინიციატორი ნიკო პატარქალიშვილი ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებზე საუბრობს
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად, მის პრეზიდენტს, ბატონ რიკარდო ტეიშეირას.

სფფ-ის წერილის საფუძველი გახდა ფედერაციაში შემოსული განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ბატონი ნიკო პატარქალიშვილი. მისი თქმით, ამა წლის ნოემბრის თვეში, საქართველოში იგეგმება ოთხთა ტურნირი, საქართველოს, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის მონაწილეობით, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ფეხბურთის მეფე - პელე.

სფფ-მ ბრაზილიურ მხარეს აცნობა, რომ ჩვენ არ ვართ ჩართულები ამ პროექტში: "გვაინტერესებს, ხართ თუ არა საქმის კურსში აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ მონაწილედ ბრაზილიის ნაკრებიცაა დასახელებული. მიიღეთ თუ არა დასტური სხვა მონაწილე გუნდებისგან და იცით თუ არა რამე პელეს ვიზიტთან დაკავშირებით", - ნათქვამი იყო სფფ-ის წერილში.

საპასუხო წერილი სფფ-ში საკმაოდ ოპერატიულად მოვიდა.

"თქვენი წერილის თანახმად, გატყობინებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არ არის აღნიშნულ ტურნირში ჩართული. ასევე, არ მაქვს ინფორმაცია ბატონი პელეს გეგმებზე თქვენს ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით. თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, ყოველთვის მზად ვართ სიამოვნებით გიპასუხოთ", - სიტყვასიტყვით წერია წერილში და მას ხელს აწერს პირადად ბატონი ტეიშეირა.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ, ამის თაობაზე კი კომენტარი ნიკო პატარქალიშვილს ვთხოვეთ:

"ამ ტურნირის ორგანიზებას ხელს უშლიან, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ბრაზილიაში გაგზავნილი წერილის შინაარსიც ადასტურებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბრაზილიის ფედერაციაში წერილი ჩემი ნებართვის გარეშე არ უნდა გაეგზავნა, თანაც, წერილში დაშვებულია სერიოზული უზუსტობა - თბილისში ბრაზილიის არა ეროვნულ, არამედ ახალგაზრდულ ნაკრებს ვიწვევთ.

სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში კი ტურნირის სტუმრებად ნახსენები არიან ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი. ჩვენ კი ვეპატიჟებით არა პარაგვაის, არამედ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებს.

რაც შეეხება პელეს, იგი სულაც არ არის ვალდებული, თავისი რომელიმე ნაბიჯი შეუთანხმოს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რიკარდო ტეიშეირამ მისი გეგმების შესახებ არაფერი იცის.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს პროექტს არაკვალიფიციურად უდგება, რაც იწვევს დაბნეულობას და აშკარად იკვეთება ტურნირის ბოიკოტის ნიშნები.

ხელოვნურად შექმნილი ამ დაბრკოლებების შესახებ იძულებული გავხდები ვაცნობო ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების დონეზე!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
ჩვეულებრივი ქართული დომხალი: ერთმანეთთან უკანტაქტობა, თანამშრომლობაზე უარი, ჯიბრი, ჯინში ჩადგომა, განდიდების მანია, და ა.შ. და ასე მარად... :( ვინ რჩება წაგებული? ისევ ჩვენ, ისევ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, ქართული ფეხბურთის მომავალი. ამ ტურნირით ხომ ქართული ფეხბურთი გაიმარჯვებდა?!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე