SKY-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი უგუნდოდ არ დარჩება და "გალათასარაიში" გადავა.

დი მარციოს მტკიცებით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "გალათასარაის" შეთავაზებულ პირობებზე დათანხმდა, მხარეები ბოლო დეტალებს აზუსტებენ და ოსიმენი სტამბოლში მალე გადაბარგდება.

ნიგერიელი იჯარის წესით, გამოსყიდვის უფლების გარეშე გადავა და ხელფასს, 11 მილიონ ევროს, სრულად "გალათასარაი" გადაუხდის. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბრამდე გრძელდება და სტამბოლური გუნდი ვიქტორის დამატებას თავისუფლად მოასწრებს.

"გალათასარაი" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, ოსიმენი კი შეტევაში მაურო იკარდისთან ერთად გაირჯება, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და დაახლოებით ერთ თვეში ჩადგება მწყობრში.

ოსიმენის ამბავი "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ დაადასტურა, ოღონდ ვიდრე გაუშვებენ, ფეხბურთელისგან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას მოითხოვენ.

ჟორა გაბრიჭიძე
ოსიმენის არაბეთში გადასვლა დროის საქმე, სულ დიდი ერთი წლით გადაიწია.
ჟორა გაბრიჭიძე
არაფერიც არ მოგვარდა, პრობლემა გადაიდო. კრეტინებო, ფეხბურთელის ფასი იმით კი არ განისაზღვრება რამდენს აფასებენ, იმით თუ როგორ თამაშობს
ჟორა
აგებ შენ მაგ სიტყვებზე პასუხს? კრეტინო!
ჟორა
რა გაახურეთ საქმე ამ ფეხბურთელების ხელფასებზე? 10 მილიონი,5 მილიონი....მაგდენს ღარიბაშვილი და კალიაძე კვირაში შოულობენ და მერე რა?
ბუჯანგა
ჯუღელი რას ამბობს? რატომ არ შემითანხმეთო?
Aurelio
თუ იანვარში მყიდველი გამოჩნდება, თურქები ოსიმენს გაუშვებენ. ახალი გამოსასყიდი თანხა არის 75 მილიონი ევრო.
Aurelio
კონტემ თავიდანვე განაცხადა: "ვინც ხვიჩას განვითარებას ხელს უშლის, ყველა დატოვებს გუნდს!"
Aurelio
მოაწერა ხელი. ერთი სეზონი იჯარით.
სოსო
აქ დაწერილ ჩემი პოსტის გამო,ბევრი დამეტაკა სულელურად.ისე რომ ისიც ვერ გაიგო,რას ვამბობ.რა მაფიაა,არ ვფიქრობ რომ შენც მე მპასუხობ,მაგრამ მაინც გიპასუხებთ,უშუალოდ თქვენი პოსტის მიხედვით.დე ლაურენტისმა,ოსიმენს 10 მილიონი იმიტომ დაუნიშნა,რომ განაწყენებული იყო,ნაპოლის თანამშრომლის ცუდი გამოსვლის გამო.მისი თამაში კი,ნაპოლის ამ თანხად უღირდა.დღეს არაფრის კეთებაში რომ იღებს ამ ხელფასს,ოსიმენის კი არა,დე ლაურენტისის ბრალია.რაც შეეხება ხვიჩას,სადაც ოსიმენს დაუნიშნა,ხვიჩასაც დაახლოებით მაგდენივე ეკუთვნოდა და ახლაც კი,როცა ორი წელია,თითქმის მარტო მიათრევს გუნდს და მაინც ოსიმენის ნახევარ ხელფასზე აქვთ საუბარი,თანაც გუნდიდან წასვლის შანსის თითქმის კარიერის ბოლომდე წართმევით,ვის უნდა დავაბრალო,თუ არა აგენტს და მის გარემოცვას?ეს სხვის ჯიბეში ფულის თვლა კი არა,სამართლიანობის აღდგენის სურვილია.
სოსო
????-ს.სწორად შეგირჩევია შენი სახელი!მე სოსო ვარ,შენ კი,მხოლოდ ოთხი კითხვის ნიშანი.სრული გაუგებრობა.რაღაცა,ან ვიღაცა.
დათა თუთაშხია
ბოლო წინადადებით დაგეწყოთ )) ან მოუწერს გაგრძელებაზე და ან არა. ფაქტია, დიდი შიდა ომი მიდის ამის ტრანსფერებზე - ხან ერთი მხარე შლის მოლაპარაკებებს და ხან მეორე. ლავრენტამ ბოლო წამამდე მიიყვანა და მანდ ეცდება გაწურვას, მაგრამ ამის აგენტიც არ ჩანს სუსტი - ლავრენტას რომ 10 მილიონიან ხელფასს გამოსტყუებ, მასზე უარესი გაიძვერა უნდა იყო ))
სოსო
ეს ეტყობა შენ მიშაობ,მე კი ვმუშაობ და რასაც ვმუშაობ,იმის შესაფერ ხელფასს ვიღებ,ხვიჩასაგან განსხვავებით.კი,ბუნებაც ლამაზი გვაქვს და ნიჭიერებიც ვართ,მაგრამ იმ ნიჭის ფასი რომ არ ვიცით,სწორედ ეგ არის არაადეკვატურობა!მე არასოდეს მითქვამს ხვიჩა ოსიმენზე უკეთესია მეთქი,ორივენი ძალიან მაგრები არიან და დაახლოებით თანაბარი კლასის.აქ ვინც დისლაიქები დამიწერა,მათგან უმრავლესობა ამტკიცებს,რომ კვარა უფრო ძლიერია.თუ ძლიერია,რატომ უნდა ჰქონოდა აქამდე მისი მეექვსედი ხელფასი და ახლა,მისი ნახევრამდე გაზრდით რატომ უნდა იყოს კმაყოფილი?რა ქართველისთვის არ შეიძლება?ან 130 მილიონის გამოსასყიდი რომ დაადეს და მერე,გაყიდვაზე საერთოდ უარი თქვა,გიჟი იყო დე ლაურენტისი?თქვენგან განსხვავებით,მან იცის ხვიჩას ფასი და იმიტომ არ უშვებს.სწორედ თქვენ ხართ არაადეკვატურები.ჩვენი სისხლისა და ხორცისათვის არ გემეტებათ,გვერდით არ უდგებით და ეგ არის,გულის გასახეთქი. აი მე არ ვარო ბოროტი,რომ მიმტკიცებს.მე არ გეუბნები,ბოროტი ხარო,მაგრამ სულელი ნამდვილად ხარ,რადგან მე მიწოდებ სულელს,ყოველგვარი არგუმენტაცის გარეშე.მე რასაც ვამბობ,არგუმენტიც მომყავს,მის დასადასტურებლად და არც ვამტკიცებ.პირიქით, ჩემი აზრით მეთქი.ამდენი მაინც უნდა გესმოდეს,მაგრამ მართლაც სულელი ხარ და ვერ ხვდები.
გიგო
შენი არ ვიცი და პირადად ასეთი არ ვარ. რაებს ბოდავ თუ იცი?
ბს
სხვისი ფულების მთვლელების დედაც და ვინც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და სხვის ფულებზე მდარდებლებს შორის განსხვავებას ვერ პოულობს იმისიც
მე არ ვარ ბოროტი
რამდენი სულელური აზრი მოგივა ყველაფერი კი არ უნდა წამოაყრანტალო
რა მაფიაა?
არაფრის კეთებაში 10 მილიონის აღება წარმატებული ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რომ "კაი საქმე" გგონიათ და ხვიჩასაც იგივეს რომ უსურვებთ, იმიტომ გვაქვს ქვეყანას კარგად საქმე... ყველა "დარმავოი ფულის" და სხვისი გაცუცურაკებით მიღებულ სიკეთეებზე რო ვართ ორიენტირებული, წინ წავალთ კი... ბევრჯერ შემხვდა მსგავსი კომენტარი და არ ივარგებს ასე ხალხო
სად მიშაობ
დარწმუნებული ვარ 2000 ლარზე მეტი არ გაქვს ხელფასი და კვარას არიგებ ჭკუას 5 მლნ ევრო ცოტააო? ღმერთო ქართველებს ლამაზი ბუნება და ნიჭიერება რომ მოგვეცი, ცოტაოდენი ადეკვატურობა რატომ დაგავიწყდა ))
ფეოლა
დაანებეთ ამ ბიჭს თავი. ძალიან კარგად მიყავს თავის საქმე. ვითომ ძალიან გადარდებთ მისი ხელფასი. ყველამ თავის კაი მამიდას მოუაროს. აცალეთ ხვიჩას თამაში.რა ხალხი ხართ სხვისი ფულების მთვლელებო. ფუჰ, თქვენი....

სოსო ხარ თუ სუსი?
Irakli
ამ სატრანსფერო პერიოდში სად აღარ გადაბიდა ოსიმენი:)
სოსო
მთელი ხელფასი,გალათასარაიმ უნდა გადაუხადოსო და 11მილიონია!არც ამაზე მგონია დათანახმდეს,ოსიმენი.დე ლაურენტისის ბოლომდე გამწარებას და გუნდიდან სასწრაფოდ გაშვებას შეეცდება,რაკი პრინციპზე წავიდა საქმე.10 მილიონს ხომ ნაპოლიშიც აიღებს,არაფრის კეთებაში.ხვიჩას კი,სად აყოფინებენ თავს,ვხედავთ.ოსიმენს ოჯახი რას უშვრებოდა გვახსოვს.ერთდროულად მათაც ებრძოდა და დე ლაურენტისსაც.კვარამ კი,სამწუხაროდ ისე მოჩანს რომ ყველას ინტერესები გაითვალისწინა,საკუთარის გარდა.დღეს მას ცოლიც ჰყავს და შვილიც,უკვე ცალკე ოჯახის პატრონია და უპირველესად მის ინტერესებზე უნდა ეზრუნა.ეტყობა ამისათვის მზად არ არის.ოჯახის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ მაქვს და ან აქედან როგორ ჩავერევი,მაგრამ ჩემი აზრის ქონის უფლება მაქვს და ჩემი აზრით ასე გამოდის.
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა