3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილი აკლდა, რომელიც გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება.

ერთა ლიგისთვის მზადების და ეროვნულ ნაკრებში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.

ბუდუ ზივზივაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „როგორც ყოველთვის, ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა.

ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

დავით 67
მადლობა ვილი. მე აწი ვერ დაგეხმარებით.ასაკი არ მიწყობს ხელს.ისე პენალტს კარგად დავარტყავ) 5დან 3-ს ნაღდად გავიტან, ))
დავით 67
სოსო.მართალს ამბობ.გამახსენდა ჩვენი და ჩრ.მაკედონიის დაპირისპირება თბილისში.როგორი გაბრაზებული ვიყავით მათზე და შემდეგ წელს არ გავახარეთ. ასე არიან ეხლა ჩეხებიც. ჯგუფიში ფაქტიურად ჩვენ ჩავტოვეთ და ამიტომ ისეთივე ჟინით ითამაშებენ როგორც ჩვენებმა მაკედონიაში. ვფიქრობ ტაქტიკა ჩეხებთან შესაცვლელია. არ შეიძლება ბურთი მისცე მეტოქეს 70% .მითუმეტეს როცა მასპინძელი ხარ. 30-70ზე იყო ბურთის ფლობა. არ აქვს მნიშვნელობა ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობ თუ არა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბოლოს მოგებაც კი შეგვეძლო ჩეხებმა აშკარად გვაჯობეს და რომ არა მამარდაშვილი წავაგებდით. პირველი 26წუთი ჩვენ უნდა შევუტიოთ და ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთ. რატომ 26 წთ? მიხვდები))
კობა
100%-ს.ალბათ იმიტომ რომ საქართველო გაერთიანებული არასოდეს ყოფილა. ისტორიულად ეგრეა
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
სანიოლი
ეხლა ასე იყოს და მეორე შეკრებაზე შენ გამოგიძახებ ტაბიძის ნაცვლად.
კახა ქ.
კარგი სიტუაციაა ნაკრებში; რაც უდავოდ გასახარია
100%
ორჯერ წავიკითხე კომენტარი და არ მესმის, რატომ ააქვს ორი დისლაიქი. საკამათო არაფერია, ფეხბურთზე და შემადგენლობაზე არაფერი წერია, რომ ეკამათო, არ მესმის.
G.A.L.
ყველფერში გეთანხმებით. სწორედ ჩეხეთტან, უკრაინასთან და მსგავს მორბენალ გუნდებთან დაპირისპირებაში უნდა აიმაღლონ კლასი, უფრო მეტი სისწრაფის ხარზე(როგორც აზროვნებაში ასევე მოძრაობაში). მოწინააღმდეგეს თამაში თუ არ წაუვიდა, უხეშობაზე გადადიან. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!! P.S. კარგად ჩამოყალიბებული კომენტარი გაქვთ!
სოსო
უკრაინასაც და ჩეხეთსაც,საკმაოდ საფუძვლიანი პრეტენზია აქვთ,რომ საქართველოზე ძლიერები არიან.ჩვენმა ჯგუფიდან გასვლამ და მათმა ჯგუფში ჩარჩენამ,რა თქმა უნდა მათი თავმოყვარეობა საფუძვლიანად შელახა და ახლა დალესილები ქნებიან,ჩვენზე გადასავლელად.ჩვენც თუ უფრო მეტად მობილიზებულები არ დავუხვდით,გვაჯობებენ.მეორე მხრივ,ახლა ჩვენ ფეხბურთელებსაც უფრო მეტი თვითრწმენა აქვთ და ფიზიკა თუ გვეყო,არც ახლა დავუთმობთ რაიმეს.უმძიმესი ბრძოლები გველის. ჩვენ ბიჭებს ,წარმატებებს და იღბალს ვუსურვებ.გამოგვადგება.
სოსო
კვეკვესკირი ჯერ ისევ უგუნდოდაა,რამდენადაც ვიცი.
მალხაზ ჯობავა
მე ყველაზე მეტად ამ 24 ფეხბურთელის ერთმანეტისადმი პატივისცემა და სიყვარული მახარებს, არავითარი ეგოიზმი, არავითარი ზემოდან ყურება და ერთმანეთის გამხნევება. ხოლო ერთი მიზნისთვის და ერთი საქმისთვის გაერთიანებულ ქართველ ერს რა შეუძლია, ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი. მაშ ერთმუშტად შეკრულ საქართველოს, ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად გაუმარჯოს ჩვენი ნაკრების გამარჯვებისთვის. ( ცოტა სადღერგძელოსავით კი გამომივიდა მარა არაუშავს, მთავარია მოვიგოთ და სადღერგელოსაც ვიტყვით და დავლევთ კიდეც. გეხუტუნეთ გულში.)
zurab
ამ თამაშზე, ფომელიც ურთულესი იქნება, ბევრია დამოკიდებული.
გიორგი
შანსი რათქმაუნდა არსებობს რაც ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, უკრაინას და ჩეხეთს ყველა რგოლში დაბალანსებული შემადგენლობა ყავს ჩვენ არის რგოლები სადაც უპირატესობა გვაქვს მეტოქესთან მაგრამ სამწუხაროთ ზოგან მოვიკოჭლებთ ამის თვალნათელი მაგალითი იყო ევროპაზე მამარდას აურაცხელი სეივები
დავით 67
ჯეიმს ტაბიძე რა გამოსაძახებელი იყო ნაკრებში. მახაჩყალის დინამოში თამაშს, თბილისის დინამოში თუ არ სჯობდეს თამაში..
გივი
კვეკვესკირი რატომ არაა ნაკრებში?
იკა
გვაქვს შანსი გასვლის? ობიექტურობი რომ ვიყოთ მგონი ჩეხეთი და უკრაინა არ არიან ის გუნდები ვისთანაც თუ მოვიმდომებთ მიზანს ვერ მივაღწევთ. თუმცა ალბანეთის ჩამოწერაც არ შეიძლება.
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალბანეთი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო