ზაგრებში ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის, დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ხორვატიისა და ევროპის მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები თამაშობდნენ. გუნდს, რომელსაც “დრაჟენი” ერქვა და ევროპის ვარსკვლავები თამაშობდნენ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, იტალიური ვირტუს ბოლონიას ფორვარდი, თორნიკე შენგელია კაპიტნობდა.

მატჩი ევროპელი ვარსკვლავების გუნდმა “დრაჟენმა” 110:107 მოიგო. გამარჯვების ბურთი მადრიდის რეალის კალათბურთელმა, ჯანან მუსამ ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შენგელიასა და მუსასთან ერთად გუნდში თამაშობდნენ: შეინ ლარკინი, ვალტერ ტავარეში, მატიას ლესო, ვანია მარინკოვიჩი, ანდრეას ობსტი, ბობან მარიანოვიჩი და სხვები. ხორვატიის ნაკრებში მარიო ჰეჟონია, როკო პრკაჩინი, ბოიან ბოგდანოვიჩი და სხვები თამაშობდნენ.

თამაშს დაესწრნენ კალათბურთის ცოცხალი ლეგენდები და სპორტის ამ სახეობის დიადი წარმომადგენლები: ვლადე დივაცი, ნიკოს გალისი, დეიან ბოდიროგა, პანაგიოტის იანაკისი, ტონი კუკოჩი, ჟარკო პასპალი, ტონი პორტერი, კენი ანდერსონი, ზორან რადოვიჩი, პრედრაგ დანილოვიჩი, სვეტისლა ვ პეშიჩი, ერჯინ ატამანი, ხორხე გარბახოსა, ლუკა დონჩიჩი, როკო ლენი უკიჩი. მიწვეულ სტუმართა შორის იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა.

მატჩის მთავარი ორგანიზატორი გახლდათ ალეკსანდარ პეტროვიჩი, დრაჟენის ძმა, რომელიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია და წლეულს სამხრეთამერიკელები ჯერ ოლიმპიადაზე, შემდეგ კი პარიზული ტურნირის მეოთხედფინალში გაიყვანა. აკო პეტროვიჩი საკალათბურთო სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მისი ტრაგიკულად დაღუპული ძმის, ლეგენდარული დრაჟენ პეტროვიჩის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მატჩზე მსოფლიო ვარსკვლავები შეიკრიბნენ. სწორედ ასეთ მატჩში მონაწილე გუნდს, სახელად “დრაჟენი”, კაპიტნობდა თოკო შენგელია, რაც ქართველი კალათბურთელის დიდ ავტორიტეტზე და გამორჩეულ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

GBF.GE

ზაკო
მართლაც რომ დიდებული კალათბურთელი ოყო დრაჟენი და გამორჩეული ტალანტი, ნათელში ამყოფოს მისი სული და სახელი, ჩვენ კი უნდა ვიამაყოთ რომ ასეთი ავტორიტეტი და ევროსარბიელზე ასეთი დიდებული კალათბურთელი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, წარმატებები თოკოს
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა