ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა:

„ეს უკრაინისგან სრულიად განსხვავებული მატჩი იყო. ორივე გუნდისგან ბევრი ტაქტიკური ბრძოლა ვნახეთ. მინდა მათი ნაკრები და მწვრთნელი შევაქო, რომლებიც საქმეს ძალიან კარგად ართმევენ თავს. რაც შეეხება შეხვედრას, ნელ ტემპში მიმდინარეობდა. როდესაც ბურთს ვფლობდით, ისინი, ისევე, როგორც ჩვენ, ყველანი თავს კარგად იცავდნენ. ძალიან ტაქტიკური თამაში გამოვიდა. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ გოლი ჩვენ გავუშვით.

შეცდომები? ჩემს ფეხბურთელებზე აუგს ვერ ვიტყვი, მინდა შევაქო. ორი მძიმე მატჩი ჩავატარეთ, ბალანსირებული და ძლიერი გუნდი გვყავს. ფიზიკურად დამღლელი დაპირისპირება გახლდათ, რაც შეეძლოთ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. მუდამ, როდესაც ვიგებთ, ამბობენ, რომ მე არაფერს არ ვაკეთებ, თუ წავაგეთ... ნული დარტყმა კარში? ნუ ნერვიულობთ, ფეხბურთი ასეთია. საქართველოსთან რთულ შეხვედრას ველოდით, მათ ჩეხეთს 4:1 სძლიეს, ეს ვიცოდით. ევროპირველობაზე მერვედფინალიდან ესპანეთმა გამოაგდო, პორტუგალიას მოუგეს, მაგარი გუნდია. ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოთამაშეს შორისაა, „ნაპოლიში“ იტალიის ჩემპიონი გახდა.

ტურნირი, საბედნიეროდ, დღეს არ დასრულებულა, ოქტომბერში გაგრძელდება და ვნახოთ, ნოემბერში რა მოხდება. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანია - ჯგუფის მოგებას შევეცადოთ“.

გენა
ალბანეთს აზრიანი შეტევა არ ჰქონია და ფრე როგორ იყო ლოგიკური. რას ბოდავს ეს ტიპი. ჩვენ კიდე ორი უნდა გაგვეტანა.
იხვი
ფრე ლოგიკური იქნებოდაო რომ ამბობ, ფრისთვის ან მეტოქეს არ უნდა შეაქმნევინო მომენტი, ან შენ თვითონაც უნდა გქონდეთ. რანაირად იყო ეს საფრეო თამაში?
სურვილები ყოველთვის არ ემთხვევა რეალობას
ფრეც კი სანატრელი გაგიხდათ?
დავით
ესენი ალბათ სხვა თამაშს უყურებდნენ კარში არ დაურტყავთ ვერ არიან მთელი გუნდი კარგათ,იქნებ დინამოს ექიმს გაესინჯა
გიო
ალბანეთის სამივე თამაშს ვუყურე ევროპაზე და გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს გუნდი არც ესპანეთს, არც იტალიას და მითუმეტეს ხორვატიას, ისე არ დაუჩაგრავს, როგორც ჩვენებმა დაჩაგრეს გუშინ. ქოჩორაშვილის გოლი ალბათ ტურის საუკეთესო გოლი გახდება. კიტეიშვილი კი ავსტრიაში კი არა, მინიმუმ დორტმუნდის, ან ლაციოს, ან არსენალის მსგავს ტოპ კლუბში უნდა თამაშობდეს
Master
კაი სილვინიო,უნდა აღიარო რომ დაგჩაგრა სამწვრთნელო დუელში სანიოლმა,პირველი ტაიმი თანაბარი იყო,კი ბატონო,მაგრამ მეორე ტაიმი როგორც ნათქვამია მწვრთნელისაა,ერთი საგოლე მომენტი არ შეუქმნია შენს გუნდს,მეტიც კარშიც არ დაურტყავს.საქართველოს კი გოლის მერე ორი რეალური საგოლე მომენტი ქონდა და ორივეჯერ მეკარემ გადაგარჩინათ.თბიილისშიც დიდი ალბათობით მოგიგებს სანიოლი და მისი გუნდი დუელს.
ჟორა
ვულოცავ ქოჩორას და საქართველოს მის შემთხვევით კარგ გასროლას. ეს რა თქმა უნდა საგოლე მომენტი არ იყო, სწორედ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რაზედაც მეტი მუშაობაა საჭირო და საჯარიმოში მეტი დამაჯერებლობით თამაში. ამჯერად ზურიკო შეცვლაზე ძალიან კარგად შევიდა, ძალიან საშიში და მოულოდნელი ფეხბურთელია, კარგია, რომ ჩვენია.
გოჩა
ეგ კი არ უნდა გეთქვა ფრე ლოგიკური იქნებოდაო,არამედ ალოგიკურია ალბანეთი საქართველოზე რეიტინგით წინ რომ არისო
ჟოზე
ეეე,სილოვაააან)))ატრაქტორებ ეხლა და თან გიხარია!სტრაკოშა რომ არა,ახლა 0:3 კოჭლი ბუზივით გექნებოდა ზურგზე მიხატული
მირო
ორივე ფრთხილად თამაშობდა ძალიან,თითქოს ფრეზე თანახმა იყვნენ და რომ არა ეს ქოჩორას საოცარი დარტყმა,ალბათ ფრეც იქნებოდა.ისე,ჩვენ ფიზიკაში აშკარად დავჯაბნეთ და მომენტებიც მეტი გვქონდა,მოგება დავიმსახურეთ.ალბანეთისგან უფრო აგრესიულ თამაშს ველოდი.ეტყობოდათ,რომ წაგების ეშინოდათ,არ უნდოდათ.ზედმეტმა სიფრთხილემ კი ცუდი სამსახური გაუწიათ.
დავით 67
ვიცით რომ ძალიან ძლიერ გუნდთან წააგეთ, მაგრამ ფრე ლოგიკური შედეგი როგორ იქნებოდა. ბოლოს კიდევ უნდა გაგვეტანა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ალბანეთი
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
სილვინიო: თანაბარი ჯგუფია და შანსი ბოლომდე ყველას ექნება
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
"საქართველოს ნაკრებთან 100 კილომეტრით სირბილი და "კვარას" ორმაგი მეურვეობა" - ალბანელთა პრესკონფერენცია
სილვინიო: საქართველო თუ ვერ დავამარცხეთ, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ძალიან რთული მატჩი გველოდება