უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ორივე მატჩი წააგო და ძალიან აკრიტიკებენ. თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდისა და "ჯვაროსნების" შესახებ მათი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- ალბანეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ეს თქვენთვის მოულოდნელობა იყო?

- არა. ქართველებმა უკანასკნელ ხანს თამაშის ორგანიზაციის მხრივ მოუმატეს, ბურთთან კი ისინი ყოველთვის "შენობით" იყვნენ და გერმანიაში ახლახან ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უკვე წარმოაჩინეს თავი. იმდენად, რამდენადაც ჩვენს ჯგუფში დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებია, ყველა თამაშში რჩება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კერძოდ, თუ უკრაინელები შემდეგ ტურში მოუგებენ, ქართველთა ლიდერობა შეირყევა.

- იმის გათვალისწინებით, როგორც უკრაინა თამაშობს, ეს რამდენად რეალურია?

- სიტუაცია ჯერ კრიტიკული არ არის, გამოსწორება შეიძლება. ზოგიერთი პოზიცია მართლაც საჭიროებს გაძლიერებას. აუცილებელია, ოქტომბერში ქართველებთან დაპირისპირებას სათანადო ფსიქოლოგიური კონდიციებით შევხვდეთ. მეტოქე საკუთარ ძალებში ძალიან დარწმუნებულია. ჩვენს ბიჭებს უნდა ესმოდეთ, რომ ერთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გამოგვადგეს.

სერგეი რებროვისა და მისი შეგირდების წინაშე სწორედ ასეთი ამოცანაა დასახული. ეს მწვერვალი დასაპყრობია, რადგან ძალიან არ მინდა, უკრაინის ნაკრებზე ისე ილაპარაკონ, როგორც გადაჭარბებულად შეფასებულ თაობაზე.

ლექსო
საიდან დაასკვენი დავით? იქნებ რუსეთთან 25-0 უნდა? მეც მინდა უკრაინას 5 გოლი გავუტანოთ და რუსებს ათი მაგდენი.. დაიოკეთ ნერვები
დავით
და რუსეთს რომ ვხვდებოდეთ 1-5 ხომ? რა გეშველებათ ამ რუსეთუმეების მცირე ჯგუფს
tngh
უკრაინა საკმაოდ ათლეტური და ხისტი გუნდია!!! რთული თამაში გველის...
G.LA
შემადგელობით ფურცელზე ძლიერი ნაკრები ყავთ, მაგრამ შევჩენკო რომ წვრთნიდა ისინი ნაკლები სახელისა იყვნენ და უკეთ თამაშობდნენ. ახლა რაღაც მარილი აკლიათ. არასტაბილური ნაკრებია და სწორხაზოვანი. ჩეხეთან თამაშის შემდეგ დავწერე რომ ჩვენები ამ ჯგუფში თამაშს არ წააგებენ და ახლაც გავიმეორებ. უკრაინელებს შესარჩევიდან ვუსურვებ მსოფლიოზე გასვლას იქაც ჩვენ ჯგუფში თუ არ მოხვდებიან.
მეგრელი
დაგიშავეს რამე?
მანფრედ კალცი
შევარდნაძე და ფაცაცია საკმაოდ ხშირად ამბობდნენ, რომ უკრაინა უანგაროდ გვიგზავნიდა მარცვლეულს. ინტერნეტში ამის მოძიება რთული არ უნდა იყოს.
სოსო
რაკი უკრაინის დახმარებაზე წავიდა ლაპარაკი,ედუარდ შევარდნაძის ნაამბობს გავიხსენებ,ტელე ინტერვიუში.ზვიად გამსახურდია საქართველოში რომ დაბრუნდა და მისმა მომხრეებმა ფოთი დაიკავეს,სამხედრო საბჭოს დიდი გაჭირვება შეექმნა,რადგან აღმოსავლეთ საქართველოში,ფქვილის მარაგი იწურებოდა,მისი შემოტანა კი,მხოლოდ ფოთიდან შეიძლებოდა.შევარდნაძემ,მთელი დღე ვურეკავდი ელცინს,მაგრამ მპასუხობდნენ არ არის,ვერ გიპასუხებთო.მაშინ უკრაინის პრეზიდენტს გადავურეკე და დახმარება ვთხოვე,მან კი მიპასუხა,რუსეთის პრეზიდენტს გადაურეკე,მე დახმარებაზე თანახმა ვარ,მაგჰრამ ხომ იცი,რომ ფლოტი,ორმაგი მმართველობის ქვეშ არის და მხოლოდ ჩემი ბრძანებით,ზღვაშიარ გავლენო.შევარდნაძემ უთხრა,ელცინი არ მპასუხობს,მე მაგისი ნერვები აღარ მაქვს და იქნებ შენ დაურეკოვო.მართლაც ძალიან მალე,უკრაინის პრეზიდენტმა(მგონი კუჩმა იყო,მაშინ)გადმომირეკა და მითხრა,ელცინი თანახმაა,დაგეხმარებითო.წამოვიდა ეს საერთო ფლოტი,ფოთი დაბომბეს და ზვიადისტები აიძულეს უკან დაეხიათ(მსხვერპლიც ჰქონდათ).ზვიად გამსახურდია,მისი ნაკლის,თუ ღირსების მიუხედავად,საქართველოს კანონიერი მთავრობა იყო,ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა კი,მის დამამხობელ,არალეგიტიმურ ძალას დაუჭირეს მხარი და ქართველებიც დახოცეს.მგონი დამეთანხმები,რომ ასეთ რამეს,საკუთარი პოლიტიკური მიზნების გარეშე,არავინ აკეთებს და თუ ხორბალიც მოგვაშველეს,ესეც ამ მიზნების განხორციელების ფარგლებში უნდა განვიხილოთ.სხვათა შორის,სააკაშვილის მთავრობაც,ძირითადად უკრაინისაგან ყიდულობდა იარაღს და ამ საქმეში ჩართულმა პირებმა,ხელიც გვარიანად მოითბეს.ეს საქართველოს მხრიდანაც და უკრაინის მხრიდანაც, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ.სხვათა შორის,ფოთი იმ საბრძოლო ხომალდმა აიღო,მერე თვითონ უკრაინელებმა რომ გაუშვეს სამ ასოზე.მაშინაც რაც კარგი და ცუდი იყო,პოლიტიკოსებმა ჩაიდინეს,საკუთარი ინტერესების შესაბამისად და ახლაც ასეა.სწორედ პოლიტიკოსების ღვაწლითაა ერთა შორის გაუცხოება რომ ხდება და მტრების ხატებს ქმნიან,თორემ მე,მშვიდობიან ქართველს,რატომ უნდა მძულდეს,რუსი,ან უკრაინელი,ან თუნდაც სხვა ეროვნების ჩვეულებრივი ადამიანი?ახლაც,უკრაინული ჯარის შესახებ ვიდეოებს რომ ვუყურებ,ძალიან ხშირად,რუსულად ლაპარაკობენ.ძალიან ბევრი,მართლაც რუსია და რატომ უნდა დამტერებოდნენ ორი ქვეყნის რუსები,სამკვდრო სასიცოცხლოდ,ერთმანეთს?!ეს ხომ სისულელეა!ისევ და ისევ პოლიტიკა და მავანი ძალების პროპაგანდა!როცა ორი ადამიანი ახლოს იცნობს ერთმანეთს,ვიღაცამ ერთმანეთზე რაიმე აუგი უთხრას,არდაუჯერებენ.იცნობენ ერთმანეთს და იციან,ამის გამკეთებელი რომ არ არის.როცა გაუცხოვდები,მერე უკვე ადვილია მათი დატაკება და ტყუილსაც კი ადვილად იჯერებენ. ეს არის ერებს შორის დაპირისპირების გაღვივების უტყუარი სქემა,ჯერ კიდევ მაკიაველი რომ ქადაგებდა თავის წიგნებში,მანამდე კი უამრავი დამპყრობელი ქვეყნის მმართველი,საუკუნეები, სწორედ ამ სქემით სარგებლობდა."დაყავი და იბატონე!"
d
უკრაინა ძლიერი ნაკრებია. კარგი სემადგენლობით. ტაქტიკით და საფეხბურთო აზროვნებით. ამ ხალხის ფეხბურთი ყოველთვის გამორცეული იყო. ევროზეც ქონდათ ჩავარდნა 0-3 წააგეს პირველი მატჩი. ეხლაც იგივე დაემართად. ნუ გასაგბია რამხელა ომში არიან. კიდე კარგად დგანან ფსიქოლოგიურად. მაინც მეგონა რომ ჩეხეთთან ქულას აიღებდენ. ჩვენც გვაწყობდა ეგ ფრე. ჯგუფში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენი ნაკრები არ უნდა მოდუნდეს.
გოგა
უკრაინამ ოთხივე თამაში უნდა მოიგოს და ჩვენ ვუყუროთ სამა ნაკრებმა:) პირველი ადგილი გამორიცხულუა უკრაინელებისთვის, კარგი ფეხბურთელები ყავთ, ჯგუფში შემადგენლობით ყველას ჯობს, მაგრამ ამათი ფეხბურთი არასოდეს მომწონდა, ჩვენს მერე წარმატებებს ვუსურვებ
aburjga
საქართველო 5 - 1 უკრაინა! მე მხოლოდ ასეთ ანგარიშზე ვარ თანახმა!
მანფრედას
მართლა არ ვიცი ეგ ამბები, რომ შიმშილობის დროს უკრაინა ხორბალს უდასოდ გვაწვდიდა. შენი კომენტარის გარდა, გაქვს რაიმე სანდო ინფორმაცია, რომ გავეცნო?
ვახტანგი
შემადგენლობით უკრაინა ჯგუფში ყველაზე ძლიერია, ჩეხეთთანაც და ალბანეთთანაც სტატისტიკით სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ჩემი აზრით, ჯგუფში ყველაზე რთული მეტოქეა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველაზე სერიოზულად მათთან თამაშს მოვეკიდოთ. ტყუილად არ არიან მსოფლიო რეიტინგშიც 25-ეზე
მანფრედ კალცი
ვაა, რამდენი დისლაიქი მივიღე! ))) ამუშავდნენ ნორჩი პრიმაკოველები.
G
აფხაზეთის ომში ლტოლვილები უკრაინულმა გემებმა გამოიყვანეს ზღვით, რადგან სახმელეთო გზები მოჭრილი იყო
ურო
მართალია გუბაზი და მისნაირი "ქომაგები" უკრაინას უქომაგებენ, მაგრამ ეს მათ არ უშველის - 11 ოქტომბერს მესამე თამაშს მოვიგებთ; უკრაინას სხვა თამაშებში წარმატებას ვუსურვებ!
მანფრედ კალცი
საზიზღარი ხალხი. როგორ გაბედეს სამშობლოს დაცვა და მკვლელი რუსების ხოცვა! ტლუებს კი ვეტყვი, რომ ერთადერთი ხალხია, ვინც აფხაზეთში ქართველებს მხარში გვედგა და შიმშილობის დროს ხორბალს უფასოდ გვაწვდიდა.
Vasia
შურიანი ხალხი

ამ ხახოლებს რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოუგოთ…
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას დიდი ანგარიშით მოუგო და გალიდერდა
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს