კანადაში გამართულ ქალთა ტურნირში ბრძოლას რეიტინგის პირველი ნომერი და მოქმედი ჩემპიონი კაროლინ ვოზნიაცკი გამოეთიშა
სენსაციის გარეშე არც ქალების ტურნირს ჩაუვლია. ბრძოლას გამოეთიშა რეიტინგის პირველი ნომერი და მოქმედი ჩემპიონი კაროლინ ვოზნიაცკი.

დანიელს მეტოქედ იტალიელი რობერტა ვინჩი ჰყავდა, რომლის საყვარელი საფარი გრუნტია - ამ კორტზე მან წელს სამი ტურნირი მოიგო. ჰარდზე კი, რა თქმა უნდა, ვოზნიაცკი გახლდათ ფავორიტი. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ იტალიელს აქამდე რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წარმომადგენლებთან 17 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ყოველთვის დამარცხებულმა დატოვა კორტი.

ამჯერად ვინჩიმ ნავსი გატეხა. ვოზნიაცკი ძალიან ბევრს ცდებოდა და საბოლოოდ, 35 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა. სწორედ ამის გამო წააგო მან პირველი სეტი - 4:6. თუმცა დანიელმა მეორეში 5:1 წაიყვანა ანგარიში და თითქოს საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა. მაგრამ ვინჩიმ ჯერ 1:5-ზე მოიგერია სეტბოლი, 2:5-ზე კიდევ ორჯერ გამოძვრა ასეთი რთული სიტუაციიდან, რამაც მას თავდაჯერებულობა დაუბრუნა და საბოლოოდ, ზედიზედ ექვსი გეიმის მოგებით დღის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია დააფიქსირა - 6:4, 7:5.

"ეს ჩემს კარიერაში უდიდესი გამარჯვებაა, - განაცხადა 28 წლის ვინჩიმ. - პირველი სეტში მეტოქე ბევრ შეცდომას უშვებდა და ამან საქმე გამიადვილა, სამაგიეროდ, მეორეში ვოზნიაცკი ყველა ბურთზე იბრძოდა. ასეთ სიტუაციაში აგრესიული თამაში მჭირდებოდა, რასაც მივაღწიე კიდეც".

ვინჩის შემდეგი მეტოქე იქნება ანა ივანოვიჩი, რომელმაც ძალიან იოლად დაამარცხა ჩეხი ივეტა ბენეშოვა. მაგრამ სერბმა მაინც ძალიან ინერვიულა შეხვედრის დროს. ამის მიზეზი მოწინააღმდეგის კარგი თამაში არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ მატჩის მსვლელობისას ერთ-ერთი გასანათებელი კონსტრუქცია ჩამოინგრა და პირდაპირ კორტზე დაეცა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მატჩი კი გარკვეული დროით შეწყდა.

უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ პირველად გამოჩნდა კორტზე ჩეხი პეტრა კვიტოვა. ესპანელ ანაბელ მედინა გარიგესთან მატჩში მას მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე ჰქონდა მცირე პრობლემა, როცა 1:3 ჩამორჩა, მაგრამ ტაი-ბრეიკამდე მიაღწია და იქ 7:3 მოიგო, მეორე პარტიაში კი გაცილებით იოლი იყო ყველაფერი - 6:3.

რაც შეეხება როლან გაროსის ჩემპიონს ნა ლის, ის ჩინურ დერბიში უნდა შეხვედროდა შუაი პენგს, მაგრამ ეს უკანასკნელი მატჩის წინ მოიხსნა ტრავმის გამო.

სერენა უილიამსმა მეორე შეხვედრა მოიგო ტორონტოში. ამერიკელი პირველ სეტში ძალიან იოლად გაუსწორდა გერმანელ იულია გორჯესს, სამაგიეროდ, მეორე სეტში გარკვეული პრობლემები შეექმნა და ტაი-ბრეიკში ოთხმაგი მატჩბოლიც კი გაანიავა, თუმცა მაინც მოახერხა ორ სეტში ჩატევა.

წარმატებული სტარტი ჰქონდათ სხვა განთესილებსაც. მარია შარაპოვა ბოიანა იოვანოვსკის ეთამაშებოდა. ახალგაზრდა სერბმა ამ სეზონში რამდენიმე კარგი გამოსვლა აჩვენა, მაგრამ ჯერ სტაბილურობა არ ჰყოფნის. პირველ სეტში შარაპოვას აგრესიულ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა, მაგრამ მეორეში გამოცოცხლდა და ერთ მომენტში ბრეიკითაც კი დაწინაურდა, მაგრამ სერენას მსგავსად არც რუსმა მოისურვა მესამე სეტის თამაში - 6:1, 7:5. მარიას შემდეგ ეტაპზე ყახაზი გალინა ვოსკობოევა ელის, რომელმაც მარიონ ბარტოლის დამარცხების შემდეგ ფლავია პენეტა ჩამოიცილა გზიდან.

როგორც ჩანს, კარგ ფორმაშია ბელარუსი ვიქტორია აზარენკა - მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა 63 წუთში ერთი გეიმიც არ მისცა სტეფანი დუბუას.

WTA

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

1/16 ფინალი

რობერტა ვინჩი (იტა)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:4, 7:5; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-ნადია პეტროვა (რუს) 7:5, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-სტეფანი დუბუა (კან) 6:0, 6:0; მარია შარაპოვა (რუს, 5)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:1, 7:5; ნა ლი (ჩინ, 6)-შუია პენგი (ჩინ) პენგის უარი; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 7:6(3), 6:3; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 8)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:1, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:3, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11)-გრეტა არნი (უნგ) 6:4, 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:3, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:3, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:2, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ)-იულია გორჯესი (გერ) 6:1, 7:6(7); მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 7:5, 6:2; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-ფლავია პენეტა (იტა) 2:6, 6:3, 6:2.

1/8 ფინალი

ვინჩი-ივანოვიჩი; სტოსური (10)-ლი (6); ზვონარევა (3)-ა. რადვანსკა (13); პეტკოვიჩი (11)-კვიტოვა (7); შარაპოვა (5)-ვოსკობოევა; მარტინეს სანჩესი-აზარენკა (4); სკიავონე (8)-საფაროვა; ს. უილიამსი-ჟენგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია