2012-13 სეზონში "ოლ სტარის" უქმეების მასპინძლობაზე პრეტენზიას ლოს ანჯელესი აცხადებდა, მაგრამ უპირატესობა ჰიუსტონს მიანიჭეს
2012-13 წლების სეზონში ვარსკვლავური უქმეები ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება. "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 17 თებერვალს ჩატარდება, 15-16 თებერვალს კი სხვადასხვა ტრადიციული კონკურსის გამართვაა დაგეგმილი.

ამავე სეზონში "ოლ სტარის" უქმეების მასპინძლობაზე პრეტენზიას ლოს ანჯელესი აცხადებდა, მაგრამ უპირატესობა ჰიუსტონს მიანიჭეს, რომელიც მესამედ მიიღებს ლიგის ვარსკვლავებს. აქამდე ამ ქალაქში "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 1989 და 2006 წლებში გაიმართა.

"ბოსტონ სელტიქსის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა ქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში - "ოთხ სეზონში" პენტჰაუსი შეიძინა. გამოცემა Bოსტონ Gლობე-ის ინფორმაციით, ეს აპარტამენტები სპეციალისტს 2.2 მილიონი დოლარი დაუჯდა. ბინაში ორი საძინებელი ოთახი და ორი სააბაზანოა. პენტჰაუსის ფანჯრები ბოსტონის საქალაქო პარკსა და ბიკონ-ჰილის ისტორიულ რაიონზე გადის.

"ის სერიოზულად მოეკიდა ბინის არჩევას. დაწვრილებით შეისწავლა ბაზარი და შედეგად, უპირატესობა ამ კომფორტულ და მყუდრო ადგილს მიანიჭა", - განაცხადა რივერსის აგენტმა.

ამასობაში, "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა და მისმა ოჯახმა 240 ათასი დოლარი გაიღო კალათბურთელის მშობლიურ ქალაქ აკრონში საბავშვო კლუბის რემონტისთვის.

"კარგად მახსოვს, როგორ მოვდიოდი აქ ბავშვობაში. საშიში ადგილი იყო - ძალიან ბნელოდა. არ მიყვარდა ეს ადგილი. მაგრამ რემონტის შემდეგ აქაურობა ძალიან შეიცვალა. ჩვენ ამ ყველაფერს ბავშვებისთვის ვაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი მომავალია. საბავშვო კლუბის კარი ყველასთვის ღია უნდა იყოს. აქ ერთად გავზრით შესანიშნავ ექიმებს, იურისტებს და იქნებ კარგ კალათბურთელებსაც", - აღნიშნა ლებრონმა.

ერთი ინფორმაცია მოახლოებული ევრობასკეტის შესახებ. ირკვევა, რომ ისრაელის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე, შესაძლოა, თავისი ლიდერის, "კლივლენდის" ფორვარდ ომრი კასპის გარეშე ითამაშოს. კალათბურთელმა ტრავმა ეროვნული ნაკრების ბოლო ვარჯიშის დროს მიიღო. ექიმების ვარაუდით, მოთამაშის მწყობრში დასაბრუნებლად მინიმუმ ორი კვირა იქნება საჭირო.

"ასეთი ტრავმით თამაში დიდ რისკს შეიცავს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იქამდე არ გავალ მოედანზე, სანამ ასი პროცენტით არ ვიქნები მზად. ჯერჯერობით ნაადრევია ევრობასკეტზე ჩემს გამოსვლაზე ლაპარაკი. საშინელ ტკივილს ვგრძნობ და თითქმის არ შემიძლია მოძრაობა. სრულ გამოჯანმრთელებას ექვსი კვირა დასჭირდება, ორ კვირას კი ნამდვილად კალათბურთის გარეშე გავატარებ. მერე სამედიცინო შემოწმებას გავივლი", - აღნიშნა კასპიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა